მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით ცვლის მას.
2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება.
საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4336 - ვებგვერდი, 20.10.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ, აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო რეესტრში იკავებს აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით ცვლის მას. 2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(60)
საქმე №ას-926-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
…და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებულობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის…
საქმე №ას-598-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის…
საქმე №ას-116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…ნოტარიუსი ო.ზ–ძის მიერ, რეგისტრირებული რეესტრში №180817457). ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, იპოთეკარის წინაშე მოვალის იმ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომელიც წარმოშობილია ან/და წარმოიშობა სავალო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძელზე…
საქმე №ას-479-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
…საპატიო მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა მოპასუხეს შესაგებლის ვადაში წარდგენაში და რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდება. 16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 240-ე მუხლით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე და 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო…
საქმე №ას-707-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
…მთავრობის 22.09.92წ. №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993წ. №29 დეკრეტის საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას. 19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 241-ე, 240.2 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. 20. სააპელაციო…
საქმე №ას-1416-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
საქმე №ას-744-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-517-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2021
საქმე №ას-759-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
საქმე №ას-1290-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2019