განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002529204
საქმე №2ბ/7974-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - შპს ,,ფ---–---------ი’’, თ----- ი----------ე, მ-----– ი----------ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ------------------------’’ (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში), ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება (პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში), საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს "ფ---–---------ს", შპს ,,მ-----------------------------–---------------------“-ის სასარგებლოდ, 2----–-–---------------–ის სესხისN3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების 8 241.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 5 573.39 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 1 495.07 აშშ დოლარი - პროცენტი, ხოლო 1 172.58 აშშ დოლარი ჯარიმა.
მოპასუხეებს შპს "ფ---–---------ს" და მ-----– ი----------ეს 2----–-–----------ის სესხისა და თავდებობის 5----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრათ დავალიანების - 28 216.01 ლარის გადახდა, საიდანაც 21 432.68 ლარი სესხის ძირი თანხაა, 6 008.78 ლარი - პროცენტი, ხოლო 774.55 ლარი ჯარიმა.
2----–-–---------------–ის იპოთეკის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხისN3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 241.06 აშშ დოლარისა და 2----–-–----------ის სესხისა და თავდებობისNN5----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 28 216.01 ლარის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შპს "კ-----------------"-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: თ----- ი----------ის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისი, ვ---------–---, 3--------------. N---, ბ-------. ს/კ 0-----------------------
იმ შემთხვევაში, თუ უზრუნეველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულ იქნა შპს "ფ---–---------ისა" და თ----- ი----------ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2----–-–-------------ს, შპს,,მ-----------------------------–------------------------“-სა და მოპასუხეებს შპს "ფ---–---------ს", მ-----– ი----------ესა და თ----- ი----------ეს შორის, გაფორმდა მოთხოვნის უზრუნველყოფის შესახებ იპოთეკის N-- გენერალური ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, "შპს ფ---–---------ის" ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ----- ი----------ის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისი, ვ---------–---, 3--------ნი, კორპუსი N---, ბ-------, ს/კ N0-----------------------
2----–-–----------------–ს, მოსარჩელესა და შპს "ფ---–---------ს" შორის, გაფორმდა იპოთეკის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის N3------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ფ---–---------ის" სახელზე გაიცა სესხი 8 000 აშშ დოლარის ოდენობით. (საპროცენტო განაკვეთი - 48%, ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეზე - ნარჩენი ძირის 0.5%, სესხის ხანგრძლივობა - 36 თვე, სესხის დაფარვის ვადა გრაფიკი - 01.02.19, თვეში გადასახდელი თანხა - 426.36 აშშ დოლარი).
2----–-–----------ს, მოსარჩელესა და შპს "ფ---–---------ს" შორის, გაფორმდა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების N5----------- ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, შპს "ფ---–---------ის" სახელზე, გაიცა სესხი 22 300 ლარის ოდენობით. (საპროცენტო განაკვეთი - 4%, ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეზე - ნარჩენი ძირის 0.1%, სესხის ხანგრძლივობა - 48 თვე, სესხის დაფარვის გრაფიკით - 09.05.2021, თვეში გადასახდელი თანხა - 1052,13 ლარი). ამ ხელშეკრულებით, მ-----– ი----------ემ სოლიდარულად იკისრა მსესხებლის ვალდებულების შესრულება.
მოსარჩელის განმარტებით, მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ბოლო გადახდა მოპასუხემ განახორციელა 2017 წლის 30 დეკემბერს, რის შემდეგაც მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.
ამდენად, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა სასარჩელო განცხადებაში მითითებული თანხების მოპასუხეებისათვის დაკისრება.
2017 წლის 12 ივლისს სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად და მოსარჩელეს დაევალა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში.
სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა მ-----– ი----------ის მეუღლეს - მ------–---- ფ------–---–ს 06.08.2018 წელს, თ----- ი----------ის ოჯახის წევრს - რძალს 06.08.2018 წელს და შპს "ფ---–---------ის" დირექტორის მეუღლეს - მ------–---- ფ------–---–ს.
შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა. დანიშნულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებლები არ წარუდგენიათ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგი წინაპირობები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდათ მ-----– ი----------ის მეუღლეს - მ-----–---- ფ------–---–ს 06.08.2018 წელს, თ----- ი----------ის ოჯახის წევრს - რძალს 06.08.2018 წელს და შპს "ფ---–---------ის" დირექტორის მეუღლეს - მ------–---- ფ------–---–ს.
შესაგებლების წარდგენისათვის სასამართლომ მოპასუხეებს დაუნიშნა 10 (ათი) დღის ვადა. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებიათ სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვიათ. ასეთ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-418-ე, 895-ე, 301-ე მუხლების მიხედვით, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2018 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, ამავე დროს სასამართლოში წარდგენილი იქნა თ----- და მ-----– ი----------ეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ხოლო 2018 წლის 3 სექტემბერს - დაზუსტებული საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
მოპასუხეების განმარტებით სარჩელი, თანდართული მასალებით, 2018 წლის 25 აგვისტოს ჩაბარდა მ------–---- ფ------–---–ს, რომელიც არის მ-----– ი----------ის შვილების დედა (იგი მხარესთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში). მხარის განმარტებით, ბავშვები იზრდებიან მამასთან და ბებიასთან, კურიერის ვიზიტის დროს მ------–---- ფ------–---–ი იმყოფებოდა ბავშვების სანახავად, მან ვერ უზრუნველყო გადაეცა დროულად აღნიშნული გზავნილები მოპასუხისათვის. მხარე განმარტავს, რომ მოპასუხეს არ ჩაბარებია სარჩელი, ამიტომ დაირღვა მისი უფლება და კანონიერი ინტერესი, რათა დროულად ჩაბმულიყო საქმის განხილვაში. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საჩივრი ამავე კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. მოპასუხეების თ----- ი----------ის, მ-----– ი----------ის და შპს "ფ-------------ის" მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს წარმოდგენილი შესაგებელი დარჩა განუხილველი.
სასამართლოს განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლში. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს იმ საფუძვლით, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამასთან, "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებში მითითებული ერთერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს, ხოლო "დ" ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ თითქოს მოპასუხეს არ ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები.
საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 06 აგვისტოს ჩაბარდა მ-----– ი----------ის მეუღლეს და თ----- ი----------ის რძალს-მ------–---- ფ------–---–ს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული ხელწერილებით (ს.ფ. 52, 54, 56), აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფდნენ საჩივრის ავტორები.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მხარის მითითება მასზედ, რომ სარჩელი თანდართული მასალებით მათ არ ჩაბარებიათ, რადგან საქმეში წარმოდგენილი იყო საფოსტო დასტურები, სადაც მითითებული იყო, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს მ------–---- ფ------–---–ს. შესაბამისად, საჩივრის ავტორის განმარტება, რომ მ------–---- ფ------–---–ი მათი ოჯახის წევრი არ იყო და სარჩელი თანდართული მასალით, რომელიც მან ჩაიბარა არ უნდა ყოფილიყო ჩაბარებულად მიჩნეული, სასამართლომ არ გაიზიარა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპრიოცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან ინიციატივით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2018 წლის 06 აგვისტოს. მას შესაგებლის წარმოდგენისთვის განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა, მაგრამ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ შესაგებლი არ წარადგინა, რის გამოც სასამართლომ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტლება. მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით - 2018 წლის 30 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებელი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტებმა, სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვეს პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში (ტ. 2, ს.ფ. 15). მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომ მათ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. კერძოდ, სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული მასალები) ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც ადრესატისათვის ჩაბარებად ვერ ჩაითვლება.
ამასთან, აპელანტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მათთვის დაკისრებული პროცენტი და ჯარიმა წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, არ იყო თანაზომიერი და გონივრული, ემსახურებოდა მოსარჩელე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ფ---–---------ის’’, თ----- და მ-----– ი----------ეების სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეების მიერ შესაგებლების წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს "ფ---–---------ს", შპს ,,მ-----------------------------–---------------------“-ის სასარგებლოდ, 2----–-–---------------–ის სესხისN ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების 8 241.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 5 573.39 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 1 495.07 აშშ დოლარი -პროცენტი, ხოლო 1 172.58 აშშ დოლარი ჯარიმა. მოპასუხეებს შპს "ფ---–---------ს" და მ-----– ი----------ეს 2----–-–----------ის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრათ დავალიანების - 28 216.01 ლარის გადახდა, საიდანაც 21 432.68 ლარი სესხის ძირი თანხაა, 6 008.78 ლარი - პროცენტი, ხოლო 774.55 ლარი ჯარიმა. 2----–-–---------------–ის იპოთეკის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხისN#3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8241.06 აშშ დოლარისა და 2----–-–----------ის სესხისა და თავდებობისN#5----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 28 216.01 ლარის დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა შპს "კ-----------------"-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: თ----- ი----------ის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისი, ვ---------–---, 3--------------. N---, ბ-------. ს/კ 0----------------------- იმ შემთხვევაში, თუ უზრუნეველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულ იქნა შპს "ფ---–---------ისა" და თ----- ი----------ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
2018 წლის 12 ივლისის აქტის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს ეცნობა, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილის სარჩელში მითითებული მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 48). საქმეში წარმოდგენილი 24.07.2018 წლის მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1, ს.ფ 49).
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უზრუნველეყო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილები მოპასუხეებს ჩაბარდათ 06.08.2018 წელს, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. კერძოდ, სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა მ------–---- ფ------–---–ს, რომელიც არის მ-----– ი----------ის მეუღლე, თ----- ი----------ის ოჯახის წევრი - რძალი და შპს „ფ---–---------ის" დირექტორის მეუღლე (ტომი 1, ს.ფ. 52-57).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაუბარებლობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ამავე კოდექსის 71.1 მუხლის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ხოლო, კოდექსის 73.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
საქართველოს სსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილები მოპასუხეებს გაეგზავნათ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–---, 3-------------------- და 06.08.2018 წელს, ჩაბარდა მ------–---- ფ------–---–ს, რომელიც არის მ-----– ი----------ის მეუღლე, თ----- ი----------ის ოჯახის წევრი - რძალი და შპს „ფ---–---------ის" დირექტორის მეუღლე (ტომი 1, ს.ფ. 52-57). შესაბამისად, სასამართლო გზავნილები საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებისათვის ჩაბარებულად ითვლება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისამართი ქ. თბილისი, ვ---------–---, 3---------------------, წარმოადგენს შპს „ფ---–---------ის" იურიდიულ მისამართს (ტომი 1, ს.ფ. 41-42), რომლის დირექტორიც მოპასუხე მ-----– ი----------ეა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას, რომ გზავნილის მიმღები პირი არ წარმოადგენს მოპასუხეების ოჯახის წევრს. შესაბამისად, სასამართლო გზავნილის მასზე ჩაბარება ვერ იქნება მიჩნეული კანონით დადგენილი წესით მოპასუხეებზე ჩაბარებად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (უკუგზავნილებით) დასტურდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა მ------–---- ფ------–---–ს, ადრესატების ოჯახის წევრს. ამასთან, მითითება იმ გარემოებაზე, რომ მ------–---- ფ------–---–ი არ წარმოადგენს ოჯახის წევრს და გზავნილის ჩაბარების მომენტისათვის შემთხვევით იმყოფებოდა კონკრეტულ მისამართზე, მოპასუხეებმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს, რაც მათი ვალდებულება იყო (სსკ-ის 102-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხევით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებს ჩაბარდათ 2018 წლის 06 აგვისტოს, მათთვის შესაგებლების შეტანის 10- დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 07 აგვისტოდან და ამოიწურა 2018 წლის 16 აგვისტოს. ამდენად, მოპასუხეებს შესაგებლები სასამართლოში უნდა წარედგინათ 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით კერძოდ, 2018 წლის 30 აგვისტოს (რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, დარჩა განუხილველად), ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2018 წლის 22 აგვისტოს.
საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე--78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
პალატა აღნიშნავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) 2----–-–-------------ს, შპს,,მ-----------------------------–-----------------------“-სა და მოპასუხეებს შპს "ფ---–---------ს", მ-----– ი----------ესა და თ----- ი----------ეს შორის, გაფორმდა მოთხოვნის უზრუნველყოფის შესახებ იპოთეკის N-- გენერალური ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს "ფ---–---------ის" ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ----- ი----------ის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისი, ვ---------–---, 3--------ნი, კორპუსი N---, ბ-------, ს/კ N0----------------------; ბ) 2----–-–----------------–ს, მოსარჩელესა და შპს „ფ---–---------ს" შორის, გაფორმდა იპოთეკის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის N3------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ფ---–---------ის" სახელზე გაიცა სესხი 8 000 აშშ დოლარის ოდენობით. (საპროცენტო განაკვეთი - 48%, ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეზე - ნარჩენი ძირის 0.5%, სესხის ხანგრძლივობა - 36 თვე, სესხის დაფარვის ვადა გრაფიკი - 01.02.19, თვეში გადასახდელი თანხა - 426.36 აშშ დოლარი); გ) 2----–-–----------ს, მოსარჩელესა და შპს "ფ---–---------ს" შორის, გაფორმდა სესხისა და თავდებობის N5----------- ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, შპს "ფ---–---------ის" სახელზე, გაიცა სესხი 22 300 ლარის ოდენობით. (საპროცენტო განაკვეთი - 4%, ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეზე - ნარჩენი ძირის 0.1%, სესხის ხანგრძლივობა - 48 თვე, სესხის დაფარვის გრაფიკით - 09.05.2021, თვეში გადასახდელი თანხა - 1052,13 ლარი). ამ ხელშეკრულებით, მ-----– ი----------ემ სოლიდარულად იკისრა მსესხებლის ვალდებულების შესრულება; დ) მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ბოლო გადახდა მოპასუხემ განახორციელა 2017 წლის 30 დეკემბერს, რის შემდეგაც მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია; ამასთან, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-418-ე, 895-ე, 301-ე მუხლების თანახმად, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).
როგორც აღინიშნა, სააპელაციო საჩივრით აპელანტები დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიან მხოლოდ პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, მიუთითებენ რა იმ გარემოებაზე, რომ მათთვის დაკისრებული პროცენტი და ჯარიმა წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, არ არის თანაზომიერი და გონივრული, ემსახურება მოსარჩელე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას. სამართლებრივად აპელანტების ეს პრეტენზია ნიშნავს იმას, რომ მათი მოსაზრებით, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას.
პალატა აპელანტების ამ პრეტენზიას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------–ს, მოსარჩელესა და შპს „ფ---–---------ს" შორის გაფორმდა იპოთეკის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის N3------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ფ---–---------ის" სახელზე გაიცა სესხი 8 000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი - 48%, ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეზე - ნარჩენი ძირის 0.5%, სესხის ხანგრძლივობა - 36 თვე, სესხის დაფარვის ვადა გრაფიკი - 01.02.19, თვეში გადასახდელი თანხა - 426.36 აშშ დოლარი.
დადგენილია ის ფაქტიც, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის (მოსარჩელის) მოთხოვნა იყო მოპასუხეებისთვის დავალიანების 8 241.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 5 573.39 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 1 495.07 აშშ დოლარი - პროცენტი, ხოლო 1 172.58 აშშ დოლარი ჯარიმა.
2----–-–----------ს, მოსარჩელესა და შპს „ფ---–---------ს" შორის გაფორმდა სესხისა და თავდებობის N5----------- ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, შპს "ფ---–---------ის" სახელზე გაიცა სესხი 22 300 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი თვეში - 4%, ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეზე - ნარჩენი ძირის 0.1%, სესხის ხანგრძლივობა - 48 თვე, სესხის დაფარვის გრაფიკით - 09.05.2021, თვეში გადასახდელი თანხა - 1052,13 ლარი. ამავე ხელშეკრულებით, მ-----– ი----------ემ სოლიდარულად იკისრა მსესხებლის ვალდებულების შესრულება
დადგენილია ის ფაქტიც, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის (მოსარჩელის) მოთხოვნა იყო მოპასუხეებისთვის დავალიანების - 28 216.01 ლარის გადახდა, საიდანაც 21 432.68 ლარი სესხის ძირი თანხაა, 6 008.78 ლარი - პროცენტი, ხოლო 774.55 ლარი ჯარიმა.
ამ პირობებში, პალატას მიჩნია, რომ კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნებს პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ფ---–---------ის’’, თ----- და მ-----– ი----------ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი