განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210018002379733
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002379733

საქმე №2ბ/615-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - დ----- გ---------ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ-------–---------“ (მოსარჩელე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.

 

2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,კ-------–---------’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ----- გ---------ეს შპს ,,კ-------–---------’’-ის სასარგებლოდ, 2----–-–--------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების - 800 აშშ დოლარის გადახდა.

ამავე გადაწყვეტილებით, დ----- გ---------ეს შპს',,კ-------–---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2018 წლის 02 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,,კ-------–---------’’-ის წარმომადგენელმა მოპასუხე დ----- გ---------ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

მხარეთა შორის 2----–-–---------------ს გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 2 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა B-- სახ. ნომერი - D------. გირავნობის საგანზე გაიცა გირავნობის მოწმობა N 0-----. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მან დროულად არ გადაიხადა ხელშეკრულებით გაწერილი პროცენტი, რის გამოც 2----–-–-----------------ს გაიცა გირავნობის მოწმობა. გირავნობის საგანი გაიყიდა 1200 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა სესხის ძირითადი დავალიანების ნაწილი.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის დავალიანება შპს ,,კ-------–---------’’'-ის მიმართ შეადგენს 800 აშშ დოლარს, ამასთან, მოსარჩელემ გირავნობის მოწმობის აღებისთვის გადაიხადა 50 ლარი, ხოლო სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის - 100 ლარი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელე შპს ,,კ-------–---------’’-ის წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

2018 წლის 04 ივნისს, მოსარჩელე შპს ,,კ-------–---------’’-ის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების რამდენჯერმე გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილები, მასზე შესრულებული მინაწერებით -''არავინ დამხვდა მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო შეტყობინებით ჩაბარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით ს----------–----–---------------------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------------------------------–-------------–--------------------–--------------------------------ს დაევალა მოპასუხე დ----- გ---------ისათვის ჩაებარებინა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით.

2018 წლის 08 აგვისტოს, ს----------–----–--------------------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------------------------------–--------------–--------------------–--------------------------------მა სასამართლოს წარუდგინა მოპასუხე დ----- გ---------ისათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც დასტურდება, რომ მოპასუხეს გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2018 წლის 01 აგვისტოს. კერძოდ, გზავნილი მოპასუხისათვის გადასაცემად ჩაიბარა მისი ოჯახის წევრმა (ძმამ) თ---------- გ---------ემ. მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგი წინაპირობები:

შესაგებლის წარმოდგენისათვის სასამართლომ მოპასუხეს დაუნიშნა 10 (ათი) დღის ვადა. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, მას არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მხარეთა შორის 2----–-–---------------ს გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 2000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა B-- სახ. ნომერი - D------. გირავნობის საგანზე გაიცა გირავნობის მოწმობა N 0-----;

- მოპასუხემ დაარღვია 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მის მიერ დროულად არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გაწერილი პროცენტი, რის გამოც 2----–-–-----------------ს გაიცა გირავნობის მოწმობა. გირავნობის საგანი გაიყიდა 1200 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა სესხის ძირითადი დავალიანების ნაწილი;

- მოპასუხის დავალიანება შპს ,,კ-------–----------’’-ის მიმართ შეადგენს - 800 აშშ დოლარს, ამასთან, მოსარჩელემ გირავნობის მოწმობის აღებისთვის გადაიხადა 50 ლარი. ხოლო სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის - 100 ლარი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

2018 წლის 09 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა დ----- გ---------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საჩივრის ავტორის განმარტებით, 08.08.2018წ. ს----------–----–--------------------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------------------------------–-------------–--------------------–--------------------------------მა სარჩელი ჩააბარა მის ძმას - თ---------- გ---------ემ, რომელმაც, დროულად არ გადასცა სასამართლო გზავნილი, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მათი ფაქტობრივი მისამართები განსხვავდება ერთმანეთისაგან. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გზავნილის ჩაბარების მისამართზე (ბ---------- რაიონი) აღარ ცხოვრობს და მისი ახალი მისამართია ქ. თბილისი, რაც ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვის, ისევე, როგორც ცნობილი იყო მისი ტელეფონი ნომერი, რომელზეც მოსარჩელე მხარეს შეეძლო დაკავშირება, რაც არ განხორციელებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, დ----- გ---------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მომზადების მიზნით, მოპასუხეს დ----- გ---------ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების თანახმად, გაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხე დ----- გ---------ეს (ოჯახის წევრს, ძმას - თ---------- გ---------ეს) (ს.ფ 57). მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. შესაგებლის წარდგენისათვის სასამართლომ მოპასუხეს დაუნიშნა 10 (ათი) დღის ვადა. მას აღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ''ბ'' და ''გ'' ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე - 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს რეგისტრაციის, ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რაც ჩაბარდა ოჯახის წევრს - ძმას (საქმის ფურცელი №57). შესაგებლის წარმოსადგენად კი მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა. მოპასუხეს აღნიშნულ ვადაში, სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია, არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით არ დგინდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დადგენილი საპატიო მიზეზი, რაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს არ ჰქონდა ადგილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ----- გ---------ის საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სსკ-ის 215.3 მუხლზე და განმარტა, რომ 08.08.2018 წ. ს----------–----–--------------------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------------------------------–-------------–--------------------–--------------------------------მა სარჩელი ჩააბარა ადრესატის ძმას - თ---------- გ---------ეს, რომელმაც, საჩივრის ავტროს დროულად არ გადასცა სასამართლო გზავნილი, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მათი ფაქტობრივი მისამართები სამი წელია, რაც განსხვავდება ერთმანეთისაგან. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გზავნილის ჩაბარების მისამართზე (ბ---------- რაიონი) დ----- გ---------ე აღარ ცხოვრობს და მისი ახალი მისამართი ქ. თბილისშია, რაც ასევე ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვის, ისევე, როგორც ცნობილი იყო მოპასუხის ტელეფონი ნომერი, რომელზეც მოსარჩელე მხარეს შეეძლო დაკავშირება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ფასში გაიყიდა ავტომობილი. მოსარჩელე მხარეს შეეძლო მასთან დაკავშირება და შეტყობინება რეალიზაციის თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს აქვს ეჭვი იმისა, რომ რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის ოდენობა არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ----- გ---------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,კ-------–---------’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ----- გ---------ეს შპს ,,კ-------–---------’’-ის სასარგებლოდ, 2----–-–--------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების - 800 აშშ დოლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, დ----- გ---------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

განსახილველ საქმეში მოთავსებული სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ 2018 წლის 02 აპრილს შედგენილი აქტით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტომი 1; ს.ფ. 28). შესაგებლის წარმოდგენისათვის სასამართლომ მოპასუხეს დაუნიშნა 10 (ათი) დღის ვადა. ამავე გზავნილით, სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა, რომ ამ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

2018 წლის 05 აპრილის აქტით დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს აცნობა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილის სარჩელში მითითებული მოპასუხისათვის 2 თვის ვადაში ჩაბარების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 30).

დადგენილია, რომ 04.06.2018 წელს, შპს ,,კ-------–---------’’-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო შეტყობინებით ჩაბარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს რამდენჯერმე გაეგზავნა სასამართლო გზავნილი, თუმცა, არ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო. მტკიცებულებების სახით განცხადებაზე თანდართულია მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების რამდენჯერმე გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილები, მათზე შესრულებული მინაწერებით -' „არავინ დამხვდა მისამართზე“ (ტომი 1; ს.ფ. 31-35).

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით, ს----------–----–--------------------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------------------------------–-------------–--------------------–--------------------------------ს დაევალა მოპასუხე დ----- გ---------ისათვის ჩაებარებინა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები.

ს----------–----–--------------------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------------------------------–-------------–--------------------–--------------------------------ის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა სასამართლო გზავნილი ჩააბარა მოპასუხე დ----- გ---------ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, 2018 წლის 01 აგვისტოს, სასამართლო გზავნილი მოპასუხისათვის გადასაცემად ჩაიბარა მისი ოჯახის წევრმა (ძმამ) - თ---------- გ---------ემ (ს.ფ. 57-58).

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიას მისთვის სასამართლო გზავნილის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩაბარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აპელანტის მითითებით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისში, რის გამოც სასამართლო გზავნილის ჩაბარება უნდა მომხდარიყო სწორედ ამ მისამართის მიხედვით და არა 3 წლის წინ არსებულ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის - (ბ---------- რაიონი) მიხედვით.

ამ კუთხით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით, ს----------–----–-----------------------------------------------–--------------–-------------–--------------------–--------------------------------ს ასევე დაევალა მოპასუხე დ----- გ---------ისათვის სარჩელის თანდართული დოკუმენტებით ჩაბარება ქ. თბილისში არსებულ შემდეგ მისამართებზე: ა) ქ. თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------------; და ბ) ქ. თბილისი, პ-------------------------–-----------------. ამასთან, მიეთითა მოპასუხე მხარის ტელეფონები: 5------------------- (ს.ფ. 44-46).

ს----------–----–---------------------------------------–---------–-–-------------------ის 02.08.2018 წლის მომართვით და მასზე თანდართული ბინაზე გამოცხადების ოქმით დგინდება, რომ უფლებამოსილი პირი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, პ--------------------–--------------. ადგილზე მისვლისას ბინა დახვდა დაკეტილი. მეზობლებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება ამ მისამართზე არ ცხოვრობს და არც მისი ადგილსამყოფელი და კონკრეტული მისამართია მათთვის ცნობილი.

ის გარემოება, რომ მოპასუხე სწორედ ამ მისამართს (ქ. თბილისი, პ--------------------–--------------) მიიჩნევდა თავის საცხოვრებელ ადგილად, დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მისივე ხელწერილით (ს.ფ. 86).

ამდენად, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71.1. მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ხოლო, კოდექსის 73.1. მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში) და მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველეყო სასამართლო გზავნილის ჩაბარება მოპასუხე მხარის ერთ-ერთი მისამართის მიხედვით. უფრო კონკრეტულად, მოპასუხის რეგისტრაციის ადგილისა და ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებული მისამართის მიხედვით.

საქართველოს სსკ-ის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს მისამართზე: ბ---------------------------- გაეგზავნა და 01.08.2018 წელს ჩაბარდა თ---------- გ---------ეს, რომელიც არის დ----- გ---------ის ოჯახის წევრი (ძმა). შესაბამისად, სასამართლო გზავნილი, საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხევით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 01 აგვისტოს, მისთვის შესაგებლის შეტანის ათდღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 02 აგვისტოდან და ამოიწურა 2018 წლის 13 აგვისტოს (ორშაბათი). ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია.

საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე--78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

პალატა აღნიშნავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს.

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

უფრო მეტიც, საჩივარში მითითებული გარემოება (თ---------- გ---------ემ მოპასუხეს დროულად არ გადასცა სასამართლო გზავნილი), ვერ იქნება მიჩნეული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად მიჩნევისათვისათვის ,,სხვა გარემოება’’, გამოწვეული უნდა იყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე ჩაბარდა თ---------- გ---------ეს (დ----- გ---------ის ოჯახის წევრს - ძმას), რომელმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველეყო სასამართლო გაზვნილის ადრესატისათვის გადაცემა, რასაც კანონით დადგენილ ვადაში მოჰყვა მოპასუხე მხარის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენა.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ (აპელანტმა) ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1) მოდავე მხარეთა შორის 2----–-–---------------ს გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 2000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა B-- სახ. ნომერი - D------. გირავნობის საგანზე გაიცა გირავნობის მოწმობა N 0-----;

2) მოპასუხემ დაარღვია 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მის მიერ დროულად არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გაწერილი პროცენტი, რის გამოც 2----–-–-----------------ს გაიცა გირავნობის მოწმობა. გირავნობის საგანი გაიყიდა 1200 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა სესხის ძირითადი დავალიანების ნაწილი;

3) მოპასუხის დავალიანება შპს ,,კ-------–---------’’-ის მიმართ შეადგენს - 800 აშშ დოლარს, ამასთან, მოსარჩელემ გირავნობის მოწმობის აღებისთვის გადაიხადა 50 ლარი; ხოლო სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის - 100 ლარი.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 623-ე მუხლების თანახმად, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).

რაც შეეხება აპელანტის მითითებას დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით (იხ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები), პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ----- გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი