განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
190210016001412734
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210016001412734

N2ბ/7834 -2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - გ------- ლ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--–--- ე-–-–-----ი

 

თავდაპირველი მოპასუხე - ი----ა გ-------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ--–--- ე-–-–-----ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. მ--–--- ე-–-–-----ის სარჩელი მოპასუხეების - ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, დაკმაყოფილდა. ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ--–--- ე-–-–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავში, მ-------- №2-------- (ს/კ 0------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე მ--–--- ე-–-–-----ის.

 

ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს ი----ა გ-------ს და გ------- ლ------ეს მოსარჩელე მ--–--- ე-–-–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 120.00 (ას ოცი) ლარის და ურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2016 წლის 28 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ--–--- ე-–-–-----იმ მოპასუხეების ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მ--–--- ე-–-–-----ის საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავში, მ-------- №2--------, რომელიც შეიძინა 11.04.2016 წელს, თუმცა, აღნიშნული ქონებით იგი დღემდე ვერ სარგებლოს, იმის გამო, რომ ქონებას არ ათავისუფლებენ მოპასუხეები: ი----ა გ-------ი და გ------- ლ------ე. აღნიშნულით, მოსარჩელეს ხელი ეშლებათ საკუთრების უფლებით სარგებლობაში. მ--–--- ე-–-–-----იმ არაერთგზის სცადა მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა მოპასუხეებთან აღნიშნული პრობლემა, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხეებმა უარი განაცხადეს ბინის გამონთავისუფლებაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების - ი----ა გ-------ისა და გ------- ლ------ის უკანონო მფლობელობიდან მ--–--- ე-–-–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ.რუსთავი, მ-------- №2-------- (ს/კ 0------------------), უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

 

სასამართლოს მითითებით, მ--–--- ე-–-–-----ის სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებისათვის გადასაცემად მოსარჩელე მ--–--- ე-–-–-----ის წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 28 ივნისს, რომელსაც 2016 წლის 01 ივლისს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და დაევალა მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩაბარება.

 

2016 წლის 02 ივლისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მ--–--- ე-–-–-----ის წარმომადგენლებმა ბ--–- ბ-----ემ და ნ--ო ს-------მ, რომლებმაც სასამართლოს წარუდგინეს მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები - საფოსტო ქვითრები. მოპასუხეებმა სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარეს 2016 წლის 06 ივლისს. მათ შესაგებლის წარმოსადგენათ განესაზღვრათ საპროცესო ვადა - 10 (ათი) დღე.

 

ი----ა გ-------ის მიერ შესაგებელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 15 ივლისს, მან შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე გ------- ლ------ეს შესაგებელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში არ წარუდგენია.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 07 სექტემბერს 11:00 საათზე. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2016 წლის 07 სექტემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ მოსარჩელის და მოპასუხე ი----ა გ-------ის წარმომადგენლები, არ გამოცხადდა მოპასუხე გ------- ლ------ე. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2016 წლის 15 სექტემბერს. სასამართლო უწყება 2016 წლის 09 სექტემბერს ჩაბარდა მოპასუხე გ------- ლ------ის მეუღლეს - ი----ა გ-------ს.

 

2016 წლის 07 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მომართა ი----ა გ-------მა მოპასუხე მ--–--- ე-–-–-----ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე).

 

2016 წლის 15 სექტემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე გ------- ლ------ე, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 22 სექტემბერს, 13:00 საათზე.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები, მოპასუხე გ------- ლ------ე და მოპასუხე ი----ა გ-------ის წარმომადგენელი ნ--ო ა------ე. სხდომაზე მოსამართლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, აღნიშნული სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნებოდა როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა (2016 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმი 13:54:04). მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, მოპასუხე გ------- ლ------ემ და მოპასუხე ი----ა გ-------ის წარმომადგენელმა ნ--ო ა------ემ თვითნებურად დატოვეს სასამართლოს სხდომის დარბაზი (2016 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმი 13:56:36).

 

მოსარჩელის მ--–--- ე-–-–-----ის წარმომადგენელმა ბ--–- ბ-----ემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა მოპასუხეების ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის უკანონო მფლობელობიდან მ--–--- ე-–-–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, მ-------- №2-------- (ს/კ 0------------------) გამოთხოვა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მ--–--- ე-–-–-----ის კუთვნილ უძრავ ქონებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხე გ------- ლ------ე და მოპასუხე ი----ა გ-------ის წარმომადგენელი ნ--ო ა------ე, მათ მოსამართლის განმარტებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად დატოვეს სასამართლოს სხდომის დარბაზი. შესაბამისად, სასამართლომ მათი ქმედება მიიჩნია, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე მ--–--- ე-–-–-----ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მ-------- №2--------, აღნიშნული ქონებით მოსარჩელე ვერ სარგებლოს დღემდე, ვინაიდან ი----ა გ-------ი და გ------- ლ------ე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ აღნიშნულ უძრავ ქონებას.

 

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

 

2016 წლის 04 ოქტომბერს, ი----ა გ-------მა და გ------- ლ------ემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს საჩივარი. საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მიკერძოებულად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გადაზარდა მოსამაზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში, მაშინ როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი იყო შეგებებული სარჩელი, შესაბამისად, სასამართლომ შეზღუდა ისინი მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებაში, ამასთან, არ დააკმაყოფილა მოპასუხეების მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხე გ------- ლ------ე და მოპასუხე ი----ა გ-------ის წარმომადგენელი ნ--ო ა------ე, თუმცა მათ პროტესტის ნიშნად თვითნებურად დატოვეს სასამართლოს სხდომის დარბაზი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ განუმარტა მათ სხდომის თვითნებურად დატოვების სამართლებრივი შედეგები, შესაბამისად, სასამართლომ მათი ქმედება მიიჩნია, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრის ავტორი ვალდებულია დაასაბუთოს საპატიო მიზეზის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ ჰქონდა წარდგენილი რაიმე საპატიო მიზეზი, რის გამოც მან მოსამართლის გაფრთხილების მიუხედავად დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი.

 

სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფ და გაჭიანურების გარეშე განხილვას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული მოვალეობები - საქმის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა როგორც ზეპირ განხილვაში, ასევე საქმის მომზადების სტადიაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მას არა აქვს ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები, მოპასუხე გ------- ლ------ე და მოპასუხე ი----ა გ-------ის წარმომადგენელი ნ--ო ა------ე, თუმცა იმის გამო, რომ მოსამართლემ მათ არცერთი შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, მოპასუხეებმა პროტესტის ნიშნად თვითნებურად დატოვეს სასამართლოს სხდომის დარბაზი (2016 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმი 13:56:36), მოსამართლის მიერ მხარეებისათვის განმარტებული იქნა, რომ სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, აღნიშნული სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნებოდა როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა და საქმეზე გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (2016 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმი 13:54:04).

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნ--ო ა------ეს ჩაბარდა 2016 წლის 15 სექტემბერს, ხოლო 2016 წლის 22 სექტემბერს მოპასუხეების მიერ სხდომის თვითნებურად დატოვების გამო, საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდით მას შეუზღუდა საპროცესო უფლებები, ვინაიდან მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ გაცნობოდა განჩინებას და საჭიროების შემთხვევაში იგი გაესაჩივრებინა. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოყვებოდა მათ მიერ სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვებას, ამასთან, სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ მას შეეძლო მოსამართლის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებზე მოეხდინა სამართლებრივი რეაგირება და სასამართლოს უარი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე გაესაჩივრებინა კანონით დადგენილი წესით, რაც შეეხება პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას, აღნიშნული ვერ იქნებოდა აღქმული როგორც მოპასუხის საპასუხო ქმედება სასამართლოს მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ი----ა გ-------ს და გ------- ლ------ეს საჩივარი იყო უსაფუძლო და უარი ითქვა მის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------- ლ------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მ--–--- ე-–-–-----ის სარჩელის განხილვა დანიშნული იყო 2016 წლის 22 სექტემბერს 13:00 საათზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ--–--- ე-–-–-----ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. მ--–--- ე-–-–-----ის სარჩელი მოპასუხეების - ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, დაკმაყოფილდა. ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ--–--- ე-–-–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავში, მ-------- №2-------- (ს/კ 0------------------) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე მ--–--- ე-–-–-----ის.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ი----ა გ-------ის და გ------- ლ------ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სსკ-ის 233.1. და 215.3. მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასკვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსკ-ის 230-ე მუხლი), კონკრეტულად, კი იმ გარემოებას, რომ გამოცხადებულმა მხარემ უარი თქვა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, რაც უთანაბრდება სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობას (სსკ-ის 232-ე მუხლი) და წარმოშობს სსკ-ის 230-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს სასამართლოს, განუმარტოს მხარეებს თავიანთი უფლებების შესახებ, მათ შორის იმის შესახებაც, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობა ან სხდომის მიტოვება მიჩნეული იქნება როგორც გამოუცხადებლობა და გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები, მოპასუხე გ------- ლ------ე და მოპასუხე ი----ა გ-------ის წარმომადგენელი ნ--ო ა------ე, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლომ მოპასუხეებს არცერთი შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, მოპასუხეებმა პროტესტის ნიშნად, თვითნებურად დატოვეს სასამართლოს სხდომის დარბაზი (2016 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმი 13:56:36). დადგენილია ასევე, რომ სასამართლომ მიერ მხარეებისათვის განმარტებული იქნა, რომ სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, აღნიშნული სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნებოდა, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობად და საქმეზე გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (2016 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმი 13:54:04).

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პალატას მიაჩნია, რომ სრულიად კანონშესაბამისია პირველი ინსტანციის სასამართლოს ქმედება საქართველოს სსკ-ის 230-ე და 232-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლად მიჩნევის თაობაზე.

 

4.4. საქართველოს სსკ-ის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარში აპელანტი კონკრეტულად არ მიუთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე, პალატა იმსჯელებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად გ------- ლ------ის მიერ, სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე.

 

4.5. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდით მას შეუზღუდა საპროცესო უფლებები.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ნ--ო ა------ეს ჩაბარდა 2016 წლის 15 სექტემბერს, ხოლო 2016 წლის 22 სექტემბერს მოპასუხეების მიერ სხდომის თვითნებურად დატოვების გამო, საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოპასუხეს დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ გაცნობოდა განჩინებას და საჭიროების შემთხვევაში გაესაჩივრებინა.

 

ამასთან, დადგენილია, რომ სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ მას შეეძლო მოსამართლის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებზე მოეხდინა სამართლებრივი რეაგირება და სასამართლოს უარი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე გაესაჩივრებინა კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას, აღნიშნული ვერ იქნება განხილული, როგორც მოპასუხის საპასუხო ქმედება სასამართლოს მიმართ.

 

ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ არ არსებოდა მოპასუხე მხარის ,,გამოუცხადებლობის’’ გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

 

4.6. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მოსარჩელე მ--–--- ე-–-–-----ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მ-------- №2--------, აღნიშნული ქონებით მოსარჩელე ვერ სარგებლოს დღემდე, ვინაიდან ი----ა გ-------ი და გ------- ლ------ე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ აღნიშნულ უძრავ ქონებას) და დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის, 172,1, მუხლის და 312.1. მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, მ--–--- ე-–-–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

ამდენად, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზის არსებობა, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ გ------- ლ------ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 46.1. მუხლის ,,ვ’’ პუნქტისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,მ1’’ პუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- ლ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია