განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.05.2019
საქმის ნომერი
330210118002568289
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002568289

N2ბ/930-2019

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - შპს მ-----------------------------–-- ,,რ----–----------’’

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ---- ა----ძე, ნ----- ა-------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, უკან---ო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ---- ა----ძისა და ნ----- ა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მხარეთა შორის 2014 წლის 17 ნოემბრის დადებული იჯარის ხელშეკრულება და გაუქმდა 2017 წლის 17 ნოემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იჯარის უფლება (2017 წლის 16 ნოემბრის განცხადების N------------). მოპასუხე შპს მ-----------------------------–-- "რ----–---------ს" მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 17 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 200 აშშ დოლარის გადახდა. გამოთხოვილი იქნა შპს მ-----------------------------–-- "რ----–----------ს" უკან---ო მფლობელობიდან ნ---- ა----ძისა და ნ----- ა-------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თ---–-----------------–-------------------------------- (ს/კ 0----------------------) და მოსარჩელეებს ქონება გადაეცათ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 31 ივლისს სარჩელით მიმართა ნ---ო ა----ძისა და ნ----- ა-------ის წარმომადგენელმა მოპასუხე შპს მ-----------------------------–-- "რ----–----------"-ს მიმართ, თანხის დაკისრებისა და უკან---ო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეებს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იჯარით აიღო მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე : ქ. თბილისში, ა-–----------------------, სადაც მოპასუხე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 2017 წელს მხარეთა მიერ იჯარის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც შეიცვალა საიჯარო ქირის ოდენობა (გახდა 1400 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 30 ნოემბრამდე და საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რაც არ ათავისუფლებდა მოიჯარეს თანხის გადახდის ვალდებულებისგან. 2018 წლის მაისიდან მოპასუხეს არ გადაუხდია საიჯარო ქირის თანხა და საერთო ჯამში მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით წარმოადგენს 4 200 აშშ დოლარს. აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით მოპასუხე არაერთგზის იქნა ინფორმირებული, თუმცა უშედეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2014 წლის 17 ნოემბერის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, 2017 წლის 17 ნოემბრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იჯარის უფლების გაუქმება, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის არსებული დავალიანების - 4 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, მოპასუხისათვის დაკისრება და მისი დავალდებულება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის, მდებარე: ქ.თბილისი, ა-–----------------------, დაცლის შესახებ.

 

სასამართლოს მითითებით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა 2 თვის ვადაში.

 

მოსარჩელის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადებით და შეტყობინების ბარათით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა ორგანიზაციის დირექტორის დ----- ა---–------ის მამას - მ-----– ა---–------ს 2018 წლის 04 სექტემბერს. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო გზავნილი მოპასუხე შპს "მ------------------------------–-- რ----–---------ს" ჩაბარდა 2018 წლის 04 სექტემბერს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა 2018 წლის 04 სექტემბერს. შესაბამისად, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 05 სექტემბრიდან და საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 14 სექტემბერს. მოპასუხის მიერ კი შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით კერძოდ, 2018 წლის 18 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ შესაგებელი არ იყო ვადაში წარდგენილი და იგი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოები დადასტურებულად იქნა მიჩნეული, ხოლო, დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 172-ე, 581-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, საჩივარი წარადგინა შპს მ-----------------------------–-- ,,რ----–---------მა’’, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით, შპს "მ-----------------------------–-- რ----–----------"-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სარჩელი ჩაბარებული ჰქონდა კან---ით დადგენილი წესით, კერძოდ, სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად შპს "მ-----------------------------–-- რ----–----------"-ს დიექტორის დ----- ა---–------ის მამას ჩაბარდა 2018 წლის 04 სექტემბერს, რასაც არც საჩივრის ავტორი არ ხდიდა სადავოდ, თუმცა მხარემ შესაგებელი წარადგინა ვადის დარღვევით 2018 წლის 18 სექტემბერს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლში მითითებულია, თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაბარდა შპს "მ-----------------------------–-- რ----–----------"-ს დირექტორის დ----- ა---–------ის მამას მ-----– ა---–------ს 2018 წლის 04 სექტემბერს ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე, მას შემდეგ რაც კომერციულ ფართში მოწინააღმდეგე მხარეს ვერ ჩაბარდა გზავნილი, ადგილზე არ ყოფნის გამო. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც იურიდიულ მისამართზე იყო ჩაბარებარებული, რასაც დროულად მოჰყვა შესაბამისი რეაგირება (საჩივრის წარმოდგენა). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის განმარტება, რომ მამამ დაგვიანებით შეატყობინა გზავნილის შესახებ. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ოჯახის წევრს - მამას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კან---ით დადგნილი წესით. ამის საპირისპირო მტკიცებულება კი მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო ძალაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა მოპასუხისათვის კან---ით დადგენილი წესით (საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად) შესაგებლის ჩაუბარებლობაზე და ამასთან, იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მითითება, რომ დირექტორის ოჯახის წევრი შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული პირისათვის გაგზავნილი გზავნილის ჩამბარებელ უფლებამოსილ პირად, არღვევეს საქართველოს სსკ-ის 73.3. მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისიწნებულ დათქმას, ორგანიზაციისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესის თაობაზე. აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა შესაგებლის დაგვიანების წარდგენის მიზეზზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ აპელანტის მამა არის ასაკოვანი, ამავდროულად არაიურისტი და შესაბამისად, იგი არ იყო ინფორმირებული ადრესატისათვის გზავნილის დაუყონებლივ გადაცემის აუცილებლობის თაობაზე.

 

სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულად გაუმართლებლობის კუთხით, აპელანტმა მიუთითა იჯარის ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოიჯარის მიერ გადახდილი ბოლო თვის ქირის დაუბრუნებლობას იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელშეკურლებას მოშლიდა ვადაზე ადრე. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი უდავოდ დასტურდებოდა, რომ შპს ,,რ----–----------ს’’ მიერ მოსარჩელეებისათვის გადახდილი იყო პირველი და ბოლო თვის ქირა. შესაბამსიად, დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა არა 4200 აშშ დოლარს, არამედ, 2200 აშშ დოლარს.

 

4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კან---მდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კან---ით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ---- ა----ძისა და ნ----- ა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მხარეთა შორის 2014 წლის 17 ნოემბრის დადებული იჯარის ხელშეკრულება და გაუქმდა 2017 წლის 17 ნოემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იჯარის უფლება (2017 წლის 16 ნოემბრის განცხადების N------------). მოპასუხე შპს მ-----------------------------–-- "რ----–---------ს" მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 17 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 200 აშშ დოლარის გადახდა. გამოთხოვილი იქნა შპს მ-----------------------------–-- "რ----–----------ს" უკან---ო მფლობელობიდან ნ---- ა----ძისა და ნ----- ა-------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თ---–-----------------–-------------------------------- (ს/კ 0----------------------) და მოსარჩელეებს ქონება გადაეცათ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით, შპს "მ-----------------------------–-- რ----–----------"-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კან---იერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2018 წლის 31 ივლისის აქტის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ, მოსარჩელეების წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი სარჩელში მითითებული მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტომი 1; ს/ფ 46). საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს/ფ 47).

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა უზრუნველეყეს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 04 სექტემებრს, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (ტომი 1; ს/ფ 69).

 

4.4. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაუბარებლობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1. მუხლის პირველი და მე-2 წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71.1. მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ხოლო, კოდექსის 73.1. მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.

 

საქართველოს სსკ-ის 74.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხე შპს მ-----------------------------–-- ,,რ----–---------ს’’ გაეგზავნა მისამართზე: ქ. ქ--------------------------------- და ჩაბარდა მ-----– ა---–------ს 2018 წლის 04 სექტემბერს, რომელიც წარმოადგენს შპს მ-----------------------------–-- ,,რ----–----------ს’’ დირექტორის, დ----- ა---–------ის მამას (იხ. ტომი 1; ს/ფ 69, 71 უკუგზავნილები); შესაბამისად, სასამართლო გზავნილი საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ქ---------------------------------, წარმოადგენს შპს მ-----------------------------–-- ,,რ----–----------ს’’ იურიდიულ მისამართს (ტომი 1; ს/ფ 139-140). რაც შეეხება იურიდიული პირის ალტერნატიულ მისამართს/ფაქტობრივ ადგილსამყოფელს - ქ. თ---–-------–----------------------, საქმის მასალებით, თავდაპირველად, სასამართლო გზავნილი გაიგზავნა სწორედ ამ მისამართზე, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ადრესატის ადგილზე არ ყოფნის გამო, შენიშვნით „ოფისი დაკეტილია და აღარ ფუნქციონირებს, აწერია ქირავდება“ (იხ. უკუგზავნილები ს/ფ 70, 71), რის გამოც აღნიშნულ მისამართზე სასამართლო გზავნილი იურიდიულ პირს ვერ ჩაბარდა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ იურიდიულ პირზე სასამართლო გზავნილის ჩაბარება მართებულად უზრუნველეყო მოპასუხის იურიდიული მისამართის მიხედვით.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 04 სექტემბერს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 05 სექტემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 14 სექტემბერს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით კერძოდ, 2018 წლის 18 სექტემბერს (რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, დარჩა განუხილველად), ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

 

იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის (მოპასუხე მხარის წარმოამდგენლის) მამას, რომელიც არის ასაკოვანი და იმის გამო, რომ მან ვერ გაარკვია, თუ რა გზავნილი ჩაიბარა, და ვერ დაიმახსოვრა მისი ვალდებულების თაობაზე, ადრესატისათვის გადაეცა გზავნილი, მოპასუხე მხარემ გაუშვა შესაგებლის წარდგენის ვადა.

 

აპელანტის ამ პოზიციას პალატა ვერ მიიჩნევს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირის ასაკის გამო მისი ვალდებულების განხორციელებაში (სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ) ხელშეშლას.

 

ამასთან, ის გარემოება, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი არი არის იურისტი, შესაგებლის წარუდგენლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს ვერ შეუმსუბუქებს მხარეს, რადგან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები ყველასათვის საერთოა. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის სავალდებულობის შესახებ და ისიც აცნობა, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობას. პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ პირისათვის საკან---მდებლო მოწესრიგება უცნობი იყო, მაშინ შეიძლებოდა მსჯელობის საგანი გამხდარიყო, თუკი სასამართლო თავის ვალდებულებას დაარღვევდა და მხარეს სათანადოდ არ გააფრთხილებდა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, აპელანტის მტკიცება, რომ მან შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობის შესახებ არ იცოდა, იურისტი არ იყო, უსაფუძვლოა და კან---საწინააღმდეგო, რასაც სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

 

4.7. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კან---იერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მხარეებს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იჯარით აიღო მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–--–-----–-----------------------, სადაც მოპასუხე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 2017 წელს მხარეთა მიერ იჯარის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც შეიცვალა საიჯარო ქირის ოდენობა (გახდა 1400 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 30 ნოემბრამდე და საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რაც არ ათავისუფლებდა მოიჯარეს თანხის გადახდის ვალდებულებისგან. 2018 წლის მაისიდან მოპასუხეს არ გადაუხდია საიჯარო ქირის თანხა და საერთო ჯამში მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით წარმოადგენს 4 200 აშშ დოლარს. აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით მოპასუხე არაერთგზის იქნა ინფორმირებული, თუმცა უშედეგოდ), რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361.2.-ე, 172.2-ე და 581-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

4.8. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კან---ის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით (იხ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები), პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელის მე-5 ფაქტობრივ გარემოებად კი, მითითებულია, რომ მოპასუხეს არა აქვს გადახდილი საიჯარო ქირა 2018 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვის, რაც ჯამში შეადგენს 4 200 აშშ დოლარს და ეს გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კან---ის 5.1. მუხლის „ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს მ-----------------------------–-- ,,რ----–----------’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კან---ის 5.1. მუხლის „ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია