განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002388163
N2ბ/6692-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) - გ------ი მ-–---–---ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ----- გ---------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დ---ს საგანი - აუცილებელი გზის დადგენა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ----- გ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ----- გ---------ს, მის საკუთრებაში არსებული №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით დაუდგინდა აუცილებელი გზა გ------ი მ-–---–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ №------------ (მდებარე: ქ. თბილისი, ს------–---–------------------) სსიპ „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს“ 2018 წლის 25 იანვრის №0-------- დასკვნის (ვარიანტი II) და სარჩელზე დართული შპს ,,V------------"-ს მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთზე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის (ვარიანტი II), საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2018 წლის 05 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ----- გ---------მა, მოპასუხე გ------ი მ-–---–---ის მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით.
სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე დ----- გ---------ის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ს------–--–--–----------- 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 7-----------), რომელსაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნის თანახმად, ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან, რომლის მოწყობაც შესაძლებელია ორი ალტერნატიული ვარიანტით, კერძოდ:
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ს------–--–--–----------- №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილოეთ ნაწილიდან №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (I ვარიანტი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ლ-----ა ტ-----–--ლი (300 კვ.მ), ე-–--ა ა----------ვა (600 კვ.მ) და ა-–---------ე კ------–აძე (600 კვ.მ). 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შესაბამისი საკადასტრო მონაცემებით არ არის გამიჯნული.
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ს------–--–--–----------- №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილო - დასავლეთ ნაწილიდან №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (II ვარიანტი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს გ------ი მ-–---–---ი. გ------ი მ-–---–---ს საკუთრებაში აქვს 10 000 კვ.მ (ს/კ 7-----------) მიწის ნაკვეთი, რომლის 120.44 კვ.მ-ზე შესაძლებელია მოეწყოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მისასვლელი/აუცილებელი გზა, გარდა ამისა გ------ი მ-–---–---ს საკუთრებაში აქვს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 13 400 კვ.მ (ს/კ 7-----------) მიწის ნაკვეთიც, ანუ საერთო ჯამში 23 400 კვ.მ მიწის ფართობი.
მოსარჩელის განმარტებით, ვერცერთ მესაკუთრესთან მოლაპარაკება ვერ შედგა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დამყარებული იყო სამართლიანობის პრინციპზე, ვინაიდან ის აუცილებელი გზის დადგენას ითხოვდა ჯამში 23 400 კვ.მ მიწის ფართობის მესაკუთრის 120 კვ. მეტრზე და არა 1500 კვ.მ მიწის ფართობის 3 თანამესაკუთრის 110 კვადრატულ მეტრზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა: №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 120.44 კვ.მ ნაწილზე, წარმოდგენილი პროექტისა (II ვარიანტი) და აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დადგენილიყო №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (1000 კვ.მ) აუცილებელი გზა.
სასამართლომ მიერ დ----- გ---------ის სარჩელი მიიღო განსახილველად, რის შემდგომაც საქმის მომზადების მიზნით, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა.
2018 წლის 19 აპრილს, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა საფოსტო შეტყობინებები, რომლის თანახმად მოპასუხე გ------ი მ-–---–---ის სახელზე გაგზავნილი სარჩელი თანდართული მასალით მოსარჩელეს დაუბრუნდა ჩაუბარებელი სახით. ფოსტის კურიერის მიერ შედგენილი აქტების თანახმად, ადრესატი სახლში არ იმყოფებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განჩინებით მოპასუხისთვის სარჩელის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოს.
საქართველოს შ-------------------------------------------------–--------------------------–-------------------–--ის 2018 წლის 28 მაისის მომართვიდან დგინდება, რომ დ----- გ---------ის სარჩელი მოპასუხე გ------ი მ-–---–---ს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 16 მაისს. მომართვას თან ერთვის ხელწერილი, რომელიც შესრულებული და ხელმოწერილია უშუალოდ გ------ი მ-–---–---ის მიერ.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 20 ივნისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა. ამასთან, დადგენილი იყო, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ ცნობილი არ იყო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლი დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე დ----- გ---------ის საკუთრებაშია - ქ. თბილისში, ს------–--–--–----------- 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-----------), რომელსაც სსიპ ლ----------------–-----------–--------------------–----------------------------------–- ბიუროს №0-------- დასკვნის თანახმად, ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან;
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ს------–--–--–----------- №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილოეთ ნაწილიდან №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (I ვარიანტი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ლ-----ა ტ-----–--ლი (300 კვ.მ), ე-–--ა ა----------ვა (600 კვ.მ) და ა-–---------ე კ------–აძე (600 კვ.მ). მითითებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია - 1500 კვ.მ, რომელიც შესაბამისი საკადასტრო მონაცემებით არ არის გამიჯნული;
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ს------–--–--–----------- №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილო - დასავლეთ ნაწილიდან №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (II ვარიანტი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს გ------ი მ-–---–---ი, მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ ფართობს წარმოადგენს 10 000 კვ.მ.
- მართალია, აუცილებელი გზა შეიძლება მოწყობილი იქნეს ორი ალტერნატიული ვარიანტით, თუმცა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გ------ი მ-–---–---ის მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა სამართლიანობის პრინციპს ემყარება, ვინაიდან მას საკუთრებაში აქვს გაცილებით დიდი მიწის ნაკვეთი.
სასამართლომ განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, რის შემდგომაც, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულობეის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი. იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დ---ს გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ისინი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 180-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლომ უზრუნველყო დ---ს თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირებულობა პოლიციის საშუალებით სასამართლო გზავნილის ჩაბარების დავალებით და საქმეში წარმოდგენილი იყო უშუალოდ მოპასუხის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ხელწერილი, რომლითაც ის ადასტურებდა გზავნილის მიღების ფაქტს. თუმცა, მოპასუხეს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა წარდგენინლი. არ გამოუხატავს დ---სადმი ინტერესი, ვინაიდან საქმისადმი დაინტერესება სარჩელზე შესაგებლის წარდგენასა და სასამართლო სხდომაზე (მისი დანიშვნის შემთხვევაში) გამოცხადებაში გამოიხატება. მოპასუხეს არც შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო გარემოებების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.
ამდენად, სასამართლო გზავნილის ჩაბარებით მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარდგენის სავალდებულოობის და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ ,ოოჩნია, რომ მის წარუდგენლობას უკავშირდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
,,სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. (აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაძლებელია). ამავე კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-,ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის „ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირში“ არ იგულისხმება ბილიკი ან არასაავტომობილო გზა. აღნიშნული გულისხმობს, მიწის ნაკვეთთან ჯეროვან მისასვლელს, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის მიზანია მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა, ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არ აქვს კავშირი საჯარო გზებთან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენიული სარჩელის და დართული მტკიცებულებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნას როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, 30.07.2018 წელს საჩივარი წარადგინა გ------ი მ-–---–---მა, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ შესაგებლის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენა ვერ მოხდა, ვინაიდან სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე იმყოფებოდა მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, ამავე მიზეზით ვერ შეძლო ადვოკატის აყვანა. საჩივარში დამატებით აღნიშნულია, რომ გ------ი მ-–---–---ის მიერ, მიწის ნაკვეთი გასხვისებულ იქნა 2018 წლის 08 ივნისს, შესაბამისად არ წარმადგენს დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მიიჩნევს, რომ დ----- გ--------ის მიერ აღძრულ სარჩელში არ წამოადგენს სათანადო მოპასუხეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, გ------ი მ-–---–---ის საჩივრი ამავე კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240.2. მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის", ხოლო ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გ------ი მ-–---–---ის საჩივარს არ ერთვოდა მასში მითითბული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მისცემდა სასამართლოს შესაძლებლობას შეემოწმებინა ის გარემოება, არსებობდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული ვითარება. ამასთან, იგი არც საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადებულა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული საპატიო მიზეზად. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მასში მითითებული ფაქტები, არ მიუთითებენ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე, მით უფრო იმ მოცემულობაში, როცა ეს ფაქტები სრულიად დაუდასტურებელია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის წარდგენის გზით, საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარადგინა 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულებები, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოებაც, რომ საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არ ჰქონდა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ საჩივრში აღწერილი განმარტებით, რაც კიდევ უფრო გამორიცხავდა საჩივრის საფუძვლიანობას.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი არ წარმოადგენდა დ----- გ--------ის მიერ აღძრულ სარჩელზე სათანადო მოპასუხეს, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის შეფასება ხდებოდა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე და არა საჩივრის განხილვის ეტაპზე.
სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა და ამ საჩივრის ძალაში დატოვება-არდატოვების საკითხის გადაწყვეტა ხდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების განხილვა-შეჯერების საფუძველზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. გ------ი მ-–---–---ის მიერ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი შეტანილი არ ყოფილა. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეული იქნა დამტკიცებულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა, შესაბამისად არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 20 ივნისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ----- გ---------ის მიერ აღძრულ სარჩელზე, მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა გ------ი მ-–---–---ი. ამ კუთხით, აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 08 ივნისს, მის მიერ გასხვისებულ იქნა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაადგინა აუცილებელი გზა. შესაბამისად, გ------ი მ-–---–---ი აღარ წარმოადგენდა ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია არასაპატიოდ, საჩივრის ავტორის მითითება, რომ იმყოფებოდა მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აღნიშნულის გამო ვერ შეძლო შესაგებლის წარდგენა.
სამართლებრივი საფუძვლები
3.3. აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებებლი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული სსსკ-ის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა დასაბუთებული თუ რატომ ამართლებს დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 180-ე მუხლების შესაბამისად), მაშინ, როდესაც საქმეში მონაწილეობს არასათანადო მოპასუხე. სასამართლოს მხრიდან არ იქნა შეფასებული გ------ი მ-–---–---ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტი, რის საფუძველზეც ის აღარ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. ასევე, სასამართლოს მხრიდან სათანადოდ არ იქნა დასაბუთებული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მაშინ როცა მოპასუხეს გააჩნდა საპატიო მიზეზი შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის თაობაზე (საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლი).
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ------ი მ-–---–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული სასამართლო აქტები იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათი გაუქმების საფუძველია.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
4.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს ჩაბარად პირადად 16.05.2018წ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, საქართველოს შ-------------------------------------------------–--------------------------–-------------------–--ის მეშვეობით (ტომი 1; ს/ფ 67). შესაბამისად, შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან და ამოიწურა 2018 წლის 28 მაისს (ორშაბათი). ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2018 წლის 20 ივნისს.
4.3. საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმყოფებოდა სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რის გამოც ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენა.
აპელანტის ამ პოზიციას პალატა ვერ მიიჩნევს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატო მიზეზად, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მითითებულ პერიდში გ------ი მ-–---–---ის მივლინებაში ყოფნის ფაქტს (სააპელაციო საჩივარს ერთვის საზღვრის კვეთის დამადასტურებელი პასპორტის ასლი, რომლის თანახმადაც აპელანტმა ქვეყანა დატოვა 19.05.2018წ. და დაბრუნდა 21.05.2018წ.). ამასთან, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მოპასუხეს ჰქონდა საკმარისი დრო, გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ესარგებლა საადვოკატო მომსახურებით, ან/და სასამართლოსათვის წარედგინა შუამდგომლობა შესაგებლის წარსადგენად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ მასზე იყო.
4.6. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
4.7. პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სარჩელში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები იურიდულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია, და სათანადო შეფასება არ მისცა გ------ი მ-–---–---ის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად წარდგენილ საჩივარში მითითებულ გარემოებებს. კერძოდ, გ------ი მ-–---–---ი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგნდა იმ უძრავი ნაკვეთის მესაკუთრეს, რაზედაც აუცილებელი გზის დადგენას მოითხოვდა მოსარჩელე. განმარტავდა, რომ მის მიერ მიწის ნაკვეთი გასხვისებულ იქნა 2018 წლის 08 ივნისს, და შესაბამისად, დ----- გ---------ის მიერ აღძრულ სარჩელზე იგი არ წამოადგენდა სათანადო მოპასუხეს.
გასაჩივრებული განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის აღნიშული არგუმენტი და მიუთითა, რომ მოპასუხის სათანადოობა, არსებითი განხილვის საგანს წარმოადგენდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში, სასამართლო ამ გარემოებაზე ვერ იმსჯელებდა, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, დ----- გ---------ის მიერ სარჩელი აღძრულია 05.04.2018 წელს, მოპასუხე გ------ი მ-–---–---ის მიმართ. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, სარჩელს მტკიცებულების სახით ერთვოდა 02.09.17წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ს------–---–------------------, ს/კ №------------, რეგისტრირებული იყო გ------ი მ-–---–---ის საკუთრების უფლება. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 0--------- წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ჯ----------ძე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2018 წლის 08 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღად - 0--------- წ.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ როგორც განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ - 10.09.2018 წ.), ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების (20.06.2018 წ.) გამოტანის მომენტისათვის, იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაზედაც მოსარჩელე მხარე მოითხოვდა აუცილებელი გზის დადგენას, წარმოადგენდა არა სარჩელში მოპასუხედ დასახელებული პირი - გ------ი მ-–---–---ი, არამედ, ჯ----------ძე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 85-ე მუხლი ავალებს სასამართლოს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან რაიმე კავშირი არ გააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვისას, არ გამოიკვლია გ------ი მ-–---–---ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები, რისი გამოკვლევის შედეგად, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოთხოვნა გაუმართლებელი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 180-ე მუხლებისა და საჯარო რეესტრის შესახებ, საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ’’ პუნქტთან მიმართებით (სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრაციის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე).
ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა საქართველოს სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმის საკითხზე და მოსარჩელეს თანხმობის შემთხვევაში არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით. შესაბამისად, უნდა გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეში უნდა ჩაერთო სათანადო მოპასუხე.
4.8. საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით, არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე და 2321 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გ------ი მ-–---–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მომზადების ეტაპიდან.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------ი მ-–---–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და მომზადების ეტაპიდან ხელახალა განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გელა ქირია