1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულის დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის გასაცემად აუცილებელია მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღინიშნება მსჯავრდებულის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სადაც მსჯავრდებულს სურს დროებით გაიაროს რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაციის პერიოდი და მიზეზი.
2. ბიუროს უფროსის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბიუროს უფროსი გასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვა