1. ბიუროში მსჯავრდებულის პირველივე გამოცხადების დღეს ოფიცერი მსჯავრდებულს ავსებინებს მსჯავრდებულის სარეგისტრაციო ფორმასა (დანართი №6) და ავტობიოგრაფიას, ასევე, აცნობს უფლება-მოვალეობებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.
2. თუ მსჯავრდებულმა არ იცის სახელმწიფო ენა, მას ოფიცერი უფლება-მოვალეობებს აცნობს მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე, ხოლო თუ მსჯავრდებული წერა-კითხვის უცოდინარია, ოფიცერი ვალდებულია წაუკითხოს მსჯვარდებულს უფლება-მოვალეობები, რის თაობაზეც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
3. მსჯავრდებულის აღრიცხვაზე აყვანისას, ოფიცერი უფლებამოსილია მსჯავრდებულს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ფერადი ფოტოსურათის (ზომით 3X4) წარმოდგენა გონივრულ ვადაში, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.
4. მსჯავრდებულის აღრიცხვაზე აყვანისთანავე, „სისტემაში“ საქმის სტატუსად აღინიშნება „მოქმედი“ და დგება მსჯავრდებულის ბიუროში გამოცხადების გრაფიკ