1.  ბიუროში განცხადებებისა და ოფიციალური დოკუმენტების შესრულებას აკონტროლებს ბიუროს უფროსი, რომელიც ამ მიზნით უფლებამოსილია გაეცნოს და  შეისწავლოს ბიუროში არსებული საქმისწარმოება.

2. ბიუროს უფროსი ან მისი დავალებით - ბიუროს უფროსის მოადგილე, აგრეთვე ჯგუფის უფროსი,  სისტემის და მატერიალური სახით არსებული მასალების საშუალებით პერიოდულად აკონტროლებს საქმისწარმოებას (განხორციელებულ მოქმედებებს), მათ შორის, კანონით კონკრეტული მოქმედების განსახორციელებლად დადგენილი ვადის დაცვას.

3. დოკუმენტის შესრულების ვადა, გარდა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ვადებისა, გამოითვლება კალენდარული დღეებით, რომლის ვადის ათვლა იწყება მისი შემოსვლის დღიდან და განისაზღვრება არაუმეტეს 10 კალენდარული დღით, ხოლო პირობითი მსჯავრის გაუქმების მიზნით, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის განცხადების განხილვის ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.

4. საქმისწარმოებაში არსებული დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, ოფიცერმა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბიუროს უფროსს. დოკუმენტის დაკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს მიერ ტარდება სამსახურებრივი შემოწმებ