1. არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოებათა ინსტრუქცია (შემდგომ – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოებში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში (შემდგომ – ბიურო)  სააღსრულებო წარმოების (შემდგომ – საქმისწარმოების) ორგანიზების სისტემას, ადგენს საქმისწარმოების პროცესში მიღებული დოკუმენტების აღრიცხვა-რეგისტრაციის, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტების პრობაციის ოფიცრებზე (შემდგომში – ოფიცერი) განაწილების, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციის, სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების, აგრეთვე სტატისტიკური წარმოების, საარქივო მასალების ჩაბარებისა და შენახვის წესს.

2. ინსტრუქციის მიზანია ხელი შეუწყოს ბიუროში საქმისწარმოების სრულყოფას, პერსონალურ მონაცემთა, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა კანონიერ დამუშავებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

3. ბიუროში საქმისწარმოება  ხორციელდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბიუროს ტიპური დებულების, ამ ინსტრუქციისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

4. საქმისწარმოების სრულყოფა ხორციელდება დოკუმენტაციასთან მუშაობის ახალი ფორმებისა და მეთოდების დანერგვის გზით, საქმისწარმოების ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

5. საქმისწარმოების მიზანია:

ა) სააღსრულებო წარმოების პროცესში პერსონალურ მონაცემთა კანონიერი დამუშავება და დაცვა;

ბ) დოკუმენტაციასთან მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;

გ) დოკუმენტების შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღსრულების კონტროლი.

6. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესები სავალდებულოა ბიუროს ყველა თანამშრომლისათვის, აგრეთვე სააგენტოს შესაბამისი პირებისათვის. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების  შესრულებაზე, მათ შენახვაზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათი ასლების გაცემაზე, საქმისწარმოებაში არსებული პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური და საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.

7. საქმისწარმოების კოორდინაციას და კონტროლს ახორციელებენ ბიუროს  უფროსები, მათი დავალებით – ბიუროს უფროსის მოადგილეები, ხოლო იმ ბიუროებში, სადაც შექმნილია სპეციალიზებული ჯგუფები, ასევე ჯგუფის უფროსებად დანიშნული ოფიცრებ