ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კორესპონდენცია – ბიუროში შესული ან ბიუროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტი;
ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი – ბიუროში აღსასრულებლად შესული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სააღსრულებო საქმისწარმოების დაწყების საფუძველს;
გ) სააღსრულებო საქმისწარმოება - აღსასრულებლად მიღებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მსჯავრდებულის მიმართ დაწყებული საქმისწარმოება;
დ) საქმისმწარმოებელი ოფიცერი - ოფიცერი, რომელიც აღასრულებს კონკრეტულ საქმისწარმოებას;
ე) პრობაციის საქმისწარმოების სისტემა (შემდგომში – სისტემა) – არასაპატიმრო სასჯელშეფარდებულ და პირობით მსჯავრდებულთა მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემატიზებული ბაზა – პრობაციის სისტემის სპეციალური ელექტრონული პროგრამა;
ვ) საქმისწარმოების ნომერი – სისტემის მიერ ავტომატურად მინიჭებული უნიკალური ნომერი;
ზ) მსჯავრდებულის აღრიცხვა – მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობა და მსჯავრდებულის სარეგისტრაციო ფორმის შევსებ