1. ოფიცერთა  შორის საქმისწარმოება ნაწილდება რიგითობის წესით, რაც გულისხმობს ოფიცერთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და ოფიცერთა რიგითობის მიხედვით.

2. ბიუროში ოფიცერთა რიგითობას განსაზღვრავს   ბიუროს  უფროსი.

3. ოფიცერთა შორის საქმეების განაწილების მიზნით, ბიუროს უფროსი ოფიცერთა რიგითობას განსაზღვრავს ოფიცრის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში – მომდევნო ასოს მიხედვით. რიგითობით პირველი ნომერი ენიჭება იმ ოფიცერს, რომლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასო ანბანის მიხედვით პირველია.

4. ერთნაირი გვარის მქონე ოფიცერთა რიგითობა განისაზღვრება მათი სახელების პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასოს მიხედვით. ერთნაირი სახელების შემთხვევაში ოფიცერთა რიგითობა განისაზღვრება  წილისყრით.

5. ბიუროს წარმოებაში მიღებული საქმეები ოფიცერთა შორის ნაწილდება ბიუროში საქმის შემოსვლის თანმიმდევრობის მიხედვით.

6. შემოსვლის რიგით ყოველი მომდევნო საქმე გადაეცემა რიგითობით მომდევნო ოფიცერს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის შესახებ ბიუროში უკვე მიმდინარეობს საქმისწარმოება. ასეთ შემთხვევაში, შემოსული საქმე გადაეცემა იმ ოფიცერს, რომელიც კონკრეტული მსჯავრდებულის  საქმეს აწარმოებს.

7. ოფიცერთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ვალდებულია ხელახლა განსაზღვროს ოფიცერთა რიგითობა ამ მუხლის შესაბამისად.

8. საქმისწარმოების კატეგორიების მიხედვით, თუ სხვა ნიშნით ოფიცერთა სპეციალიზაციის შემთხვევაში საქმეები ნაწილდება ბიუროს უფროსის მიერ, სპეციალიზებული ჯგუფის უფროსის მეშვეობით, ამ ოფიცერთა შორის, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.

9. იმ ბიუროებში, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაში შემავალ მუნიციპალიტეტებში მიმაგრებულია კონკრეტული ოფიცერი (ოფიცრები), ბიუროს უფროსი ამ ადმინისტრაციულ ერთეულში აღსასრულებელ საქმეს პირდაპირ გადასცემს შესასრულებლად ოფიცერს. ერთზე მეტი ოფიცრის არსებობის შემთხვევაში, საქმე ნაწილდება მათ შორის ამ მუხლის მიხედვით, ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრული რიგითობის შესაბამისა