1. ზოგიერთი საქმისწარმოება განსაკუთრებულია მსჯავრდებულის ან აღსასრულებელი სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი სპეციალური სტატუსის გამო და მისი წარმოების პროცესი, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება იყოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესებისგან განსხვავებული.

2. საქმისწარმოება განსაკუთრებულია თუ:

ა) აღსასრულებელ სამართლებრივ აქტს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“  ან უკვე მიმდინარე საქმისწარმოებაზე შემოსულია (მიღებულია) ამგვარი გრიფის მატარებელი დოკუმენტი;

ბ) მსჯავრდებული, რომლის მიმართაც იწყება (მიმდინარეობს)  საქმისწარმოება ჩართულია მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ მოქმედებს ამ ინსტრუქციით დადგენილი საქმისწარმოების განაწილების, დოკუმენტაციის მიღებისა და რეგისტრაციის წესები და ბიუროში ასეთ საქმისწარმოებას აღასრულებს მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაზე სპეციალური დაშვების მქონე უფლებამოსილი პირი.

4. განსაკუთრებული საქმისწარმოების მასალების საიდუმლო გრიფის მატარებელი დოკუმენტაცია, ან მისი ნაწილი ინახება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

5. განსაკუთრებული კატეგორიის საქმისწარმოების პროცესში მსჯავრდებულის უსაფრთხოების ან/და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნებისათვის უპირატესია  შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი,  ინსტრუქციით მოცემული პროცედურებისგან განსხვავებული სპეციალური წესები.

6. გრიფით „საიდუმლო“ შემოსული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი  რეგისტრირდება დადგენილი წესით საიდუმლო დოკუმენტაციის სააღრიცხვო  ჟურნალში;

7. ბიუროს უფროსის რეზოლუცია სრულდება დოკუმენტის პირველი ფურცლის ზედა მარცხენა კუთხეში ან სარეზოლუციო ფურცელზე, რომელიც წარმოადგენს სააღსრულებო საქმის შემადგენელ ნაწილს.

8. სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღებისთანავე ოფიცერი ვალდებულია სისტემაში შეიტანოს შემდეგი მონაცემები:

ა) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მონაცემები (განაჩენის გამოტანის თარიღი, განაჩენის საქმის ნომერი, სასჯელის სახე, სასჯელის ზომა, სასამართლოს დასახელება, მოსამართლის სახელი და გვარი, სახელმწიფო ბრალმდებლის სახელი და გვარი), გარდა მუხლისა და ჩადენილი დანაშაულის აღწერილობისა;

ბ) განაჩენის მიხედვით არსებული პერსონალური მონაცემები/შესაბამისი ინფორმაცია;

გ) საჯარო რეესტრის მონაცემები.

9. პრობაციის ოფიცერი საქმის წარმოებაში მიღებისთანავე სააღსრულებო საქმეს უკეთებს სატიტულო გვერდსა და სარჩევ