1. ბიუროში კორესპონდენციის მიღებას და რეგისტრაციას უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.
2. ნებისმიერი კორესპონდენციის მიღება-რეგისტრაცია ხორციელდება ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის (EFLOW) საშუალებით.
3. ყველა შემოსული თუ გასული კორესპონდენცია ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით დამუშავებას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით დამუშავების შემდეგ, სამართლებრივი აქტის (საქმისწარმოების საფუძველი) აღსასრულებლად მიღებას უზრუნველყოფს ბიუროს უფროსი, რომელიც საქმისწარმოებას ანაწილებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით დადგენილი წესით.
5. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად აღსასრულებლად მიღებულ სამართლებრივ აქტს, სააგენტოს სისტემაში მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას სისტემაში ახორციელებს ოფიცერი.
6. თითოეულ აღსასრულებელ ძირითად სამართლებრივ აქტს სისტემაში ადაპტირებულ ელექტრონულ ჟურნალში (პროგრამის განუყოფელი საწყისი ნაწილი) ავტომატურად ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც ამავდროულად საქმისწარმოების ნომერია და საქმისწარმოების შემდგომი მოძრაობის მიუხედავად რჩება უცვლელი.
7. საქმისწარმოების პროცესში მიღებული თუ გასაგზავნი ყველა სხვა დოკუმენტი, გარდა საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლისა, ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოებას/რეგისტრაცია