1. ბიუროს უფროსი განიხილავს მსჯავრდებულის წერილობით დასაბუთებულ განცხადებას, ამავე ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ბიუროს სხვა მუნიციპალურ ოფისში დროებით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით მიხედვით დადგენილი ვადის ფარგლებში და პერიოდულობით, რეგისტრაციის თაობაზე.

2. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის ერთიანი პროგრამის მეშვეობით, განცხადება შესაბამისი რეზოლუციით გადაეწერება საქმისმწარმოებელ ოფიცერს, რომელიც ადგენს  ოფიცრის მოთხოვნების  შეცვლის შესახებ ოქმს (დანართი №9).

3. ოფიცრის მოთხოვნების  შეცვლის შესახებ ოქმში აღინიშნება ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი, ოქმის შემდგენელი ოფიცრის სახელი და გვარი, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებული ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება, შეფარდებული სასჯელი, ოფიცრის მოთხოვნის შეცვლის საფუძველი და  ოფიცრის მოთხოვნა, იმ ვადის მითითებით, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული  სხვა მუნიციპალურ ოფისში გაივლის რეგისტრაციას. ოქმს ხელს აწერს  ოფიცერი და მსჯავრდებული. ოქმი მოწმდება პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. ოქმის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულ