1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქმისმწარმოებელი ოფიცერი შესაბამისი დარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ოფიცერი ვალდებულია შეამოწმოს მსჯავრდებულის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვისათვის გათვალისწინებულ ვადაში მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმისმწარმოებელი ოფიცერი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს გადაეცემა გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, ბიუროს უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

4. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, თუ ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით რეჟიმის დარღვევა საპატიოდ იქნა ჩათვლილი (რაც გამოიწვევს მომდევნო დარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო თანხის ოდენობის ცვლილებას) საქმისმწარმოებელი ოფიცრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ბიუროს უფროსს გამოაქვს გადაწყვეტილება საჯარიმო ქვითარში ჯარიმის ოდენობის ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე. გადაწყვეტილება წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის განუყოფელ ნაწილს და მასთან ერთად გადაეცემა მსჯავრდებულს.

5. ოფიცერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ფოსტის საშუალებით უგზავნის ან უშუალოდ გადასცემს მსჯავრდებულს, ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. თუ მსჯავრდებული მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში (რაც ცნობილია პრობაციის ოფიცრისათვის), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იგზავნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის გადასაცემა