იპოთეკა არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 293-ე მუხლი · სკ 293
იპოთეკა არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
მუხლი 293. იპოთეკის გავრცელება უძრავი ნივთის ნაყოფზე 1. იპოთეკა არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზედაც,ნაყოფზე, თუ იგიმხარეთა ნორმალურიშეთანხმებით სამეურნეოსხვა საქმიანობისრამ შედეგად არ მოპოვებულა,არის ანგათვალისწინებული. ვიდრესაქართველოს არ2007 გასხვისებულა.წლის 2.29 იპოთეკისივნისის ძალითკანონი უძრავი№5127 ნივთიდან- იფარებასსმ მოთხოვნისI, პროცენტებიცა№27, და17.07.2007წ., სასამართლო ხარჯებიც.მუხ.2
ფაქტობრივად, სადავო ფართი სააქციო საზოგადოებას გადაცემული აქვს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე თვეში 300 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო უძრავი ნივთის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი, 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილების, 47-ე მუხლის პირველი ნაწილის, 48-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შედგენილი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.
საპროცესო ნორმების აღნიშნული დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც სსკ-ს 293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ძირითადი თანხის სახით 30472 აშშ დოლარს, ხოლო საჯარიმო სანქციების სახით 38784 აშშ დოლარს.
გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი სსკ-ს 293-ე მუხლის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო 14 დღის განმავლობაში.
იპოთეკა გაცემული იყო სესხზე 200000 აშშ დოლარის ფარგლებში და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაც ამ ფარგლებში უნდა მოხდეს, რასაც დაემატება პროცენტი და სასამართლოს სხვა ხარჯები, ვინაიდან სკ-ს 293-ე მუხლის შესაბამისად იპოთეკის ძალით უძრავი ნივთიდან იფარება მოთხოვნის პროცენტიცა და ხარჯებიც. მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს…
…მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით. ჩვეულებრივი იპოთეკის დროს უპირატესობა ენიჭება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იპოთეკას და მოთხოვნის შემძენის უფლებები ამ რესტრის მიხედვით განისაზღვრება. სამოქალაქო კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად იპოთეკის ფარგლებს წარმოადგენს მოთხოვნა (ანუ ვალი) და მისი პროცენტები სასამართლო ხარჯების ჩათვლით.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 293, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-293/