განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2019
საქმის ნომერი
330210017002081266
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002081266

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6786-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შპს ,,თ---–---- ს----------------- კ-------ა’’

წარმომადგენელი - ნ------–-------–-, რ-----------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს----- მ---------ი’’

წარმომადგენელი - ც--------------

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს----- მ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ მოსარჩელე შპს „ს----- მ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 25 105.89 ლარისა და პირგასამტეხლოს 3104.12 ლარის გადახდა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ მოსარჩელე შპს „ს----- მ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 362.06 ლარისა და პირგასამტეხლოს 36.12 ლარის გადახდა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ მოსარჩელე შპს „ს----- მ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 6395.90 ლარისა და პირგასამტეხლოს 767.30 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2017 წლის 02 მარტს შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ასა“ და შპს „ს----- მ---------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N0----------, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბოგდან 0-- ავტობუსის ჩობალების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 17 336 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).

 

2.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ყოველ ჯერზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%-ისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20).

 

2.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----- მ---------’’- მა შპს ,,თ---–---- ს----------------- კ-------ა“- ს 2017 წლის 10 აპრილს მიაწოდა ჯამში 1982 ლარის ღირებულების საქონელი: 800 ლარის ( 200 ცალი - საჭის მექანიზმის ჩობალი 22*35*7); 510 ლარის (100 ცალი - გენერატორის ჩობალი 15*32*7.5); 672 ლარის (320 ცალი - კოპრესორის ჩობალი 30*47*7), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა N ელ 0--------- და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 1387.4 ლარს.

 

2017 წლის 20 აპრილს მიაწოდა 5880 ლარის ღირებულების საქონელი (1400 ცალი - უკანა მორგვის ჩობალი შიდა), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0--------- და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 4116 ლარს.

 

2017 წლის 18 მაისს შპს ,,ს----- მ---------’’- მა შპს ,,თ---–---- ს----------------- კ-------ას“ მიაწოდა 1275 ლარის საქონელი (250 ცალი -გენერატორის ჩობალი), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებით Nელ0--------- და საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N0----------. 2017 წლის 18 მაისს მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 892.5 ლარს. (1275 ლარის 70%).

 

ჯამში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიწოდებულია 9137 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის 70% შეადგენს 6395.90 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმატება.

2017 წლის 10 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.28).

2017 წლის 20 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.27).

2017 წლის 18 მაისის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.26).

2017 წლის 10 აპრილის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 23).

2017 წლის 20 აპრილის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24).

2017 წლის 18 მაისის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25).

 

2.4. იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 15 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბოგდან 0-- ძარისა და კარების ნაწილების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 94 990 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ.38-42).

 

2.5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ყოველ ჯერზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%-ისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0---------- (ს.ფ. 39).

 

2.6. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----- მ---------’’- მა შპს ,, თ---–---- ს----------------- კ-------ა“- ს 2017 წლის 10 აპრილს მიაწოდა ჯამში 31 069.70 ლარის საქონელი: 1. 20 ცალი პანელი ტორბედოს მარცხენა - სულ 988 ლარი; 10 ცალი ბამპერი მარჯვენა წინა-268.9 ლარი; 100 ცალი სარკე უკანა ხედვის - 1491 ლარი; 30 ცალი სახელური შიგნითა მძღოლის კარების - 627 ლარი; 50 ცალი ხრახნი ქანჩით კარების სარეგულირებელი - 430 ლარი; 830 ცალი სახსარი - 16600 ლარი; 100 ცალი სარემონტო კომპლექტი კარების გაქმღები ჰაერის ცილინდრის - 3200 ლარის; 350 ცალი ამძრავი მექანიზმის სარემონტო კომპლექტი (პნევმოგამანაწილებელი) კარებისათვის - 6387.5 ლარი; 9 ცალი კრონშტეინი სარკის სამაგრი- 1077.3 ლარი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა N ელ 0--------- და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 21 748.79 ლარს.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----- მ---------’’-მა შპს ,,თ---–---- ს----------------- კ-------ა“- ს 2017 წლის 02 ივნისს მიაწოდა ჯამში, 16 734.56 ლარის საქონელი: 1. 60 ცალი საკიდი პეტლი მძღოლის კარებინის - ცალი 12.45 ლარი - ჯამში 747 ლარი; 200 ცალი კრონშტეინი გორგოლაჭით კარების - ერთ. ფასი - 21.66 ლარი/ჯამში 4332 ლარი; 8 ცალი კარების ღერძი- ერთ. ფასი - 66.5/ ჯამში - 540 ლარი; 1 ცალი კრონშტეინი სარკის სამაგრი - 119.7 / ჯამში 119.7 ლარი; 270 ცალი კარების ქვედა რეზინი - ერთ.ფასი:4.56 ლარი/ ჯამში - 1231.2 ლარი; 50 ცალი რეზინი შემამჭიდროვებელი კარების ძარაზე დასამაგრებელი - ერთ. ფასი- 18 ლარი/ ჯამი - 900 ლარი; 200 ცალი რეზინი შემაჭიდროებელი კარების - ერთ. ფასი - 29.95 ლარი / ჯამი 5990 ლარი; 30 ცალი სახელური გარე მძღოლის კარების - ერთ. ფასი 20.33 ლარი / ჯამი - 609.9 ლარი; 30 ცალი საკეტი მძღოლის კარების - ერთ. ფასი 8.26 ლარი / ჯამი 247.8 ლარი;22 ცალი ბამპერი უკანა - ერთ. ფასი 77.9 ლარი, სულ 1713 ლარი, საფარი წინა ფარების მარჯვენა რაოდენობა 22, ერთეულის ღირებულება 13.78, სულ ღირებულება 303.16 ლარი. აღნიშნული დასტურდება სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 16 734.56 ლარის 70% შეადგენს 11 714.19 ლარს.

 

ამდენად, ჯამში, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებულია 47 804.26 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის 70% შეადგენს 33 462.98 ლარს, საიდანაც გადახდილია 8357.09 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 10 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 44-45).

2017 წლის 10 აპრილის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 43).

2017 წლის 02 ივნისის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44).

 

2.7. 2017 წლის 11 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება, რომლის საგანია ავტობუსის ბაგირების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 28 575 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- (ს.ფ. 29-33).

 

2.8. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ყოველ ჯერზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%-ისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0---------- (ს.ფ. 30).

 

2.9. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----- მ---------’’- მა შპს ,,თ---–---- ს----------------- კ-------ას“ 2017 წლის 20 აპრილს მიაწოდა 252 ლარის საქონელი (35 ცალი ბაგირი აქსელერატორის ა- 0--), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0--------- და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 176.4 ლარს.

 

ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 მაისს შპს ,,ს----- მ---------“-მა შპს ,,თ---–---- ს----------------- კ-------ა’’- ს მიაწოდა ჯამში, 196 ლარის ღირებულების საქონელი: ფიქსატორი გადაცემის გადამრთველი ბაგირის - 70 ცალი; თანხა ჯამში - 196.00 ლარი. ფიქსატორი გადაცემის გადამრთველი ბაგირის პატარა 70 ცალი - 70 ლარი, ჯამში 266 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებით N ელ 0--------- და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება - ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 186.2 ლარს.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ მიერ მიწოდებულია 518 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის 70% შეადგენს 362.06 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2017 წლის 20 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.37).

2017 წლის 18 მაისის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.36).

2017 წლის 20 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 35).

2017 წლის 18 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.34).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.10. 2017 წლის 02 მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი თანხის

0.1%-ის ოდენობით ყოველი გადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება (ს.ფ. 21).

 

2.11. 2017 წლის 15 მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი გადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება (ს.ფ. 41).

 

2.12. 2017 წლის 11 აპრილის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი გადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება (ს.ფ. 32).

 

2.13. მხარეთა შორის ვალდებულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით არ შეწყვეტილა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ასა“ და შპს „ს----- მ---------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული N0---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, შპს „ს----- მ---------ს“ დაერიცხა პირგასამტეხლო 31 863.88 ლარის ოდენობით. შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ამ“ N0----------, N0---------- და N0---------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 31 864.89 ლარის ოდენობის მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელი თანხა, გაუქვითა პირგასამტეხლოს თანხაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას, რომლის ნამდვილობისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნების მიღება მეორე მხარის მიერ და მხარეთა ნების თანხვედრა. შესაბამისად, გარიგების ერთი სუბიექტის მიერ გამოვლენილი ნება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მეორე მხარეს მიუვა და წინასწარ ან მაშინვე არ განაცხადებს უარს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ 2017 წლის 24 მაისის N0------ წერილის თანახმად, შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ ფინანსური დირექტორი აცნობებს შპს „ს----- მ---------ს“ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის ნების არსებობას. (ს.ფ. 72). მოპასუხემ სადავოდ გახადა ამ წერილის მიღება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება შპს „ს----- მ---------ის“ მიერ ამ წერილის მიღების ფაქტი. აქედან გამომდინარე, არ დასტურდება შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნების მიღება მეორე მხარის მიერ. გარდა ამისა, სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილ შპს „ს----- მ---------ის“ 2017 წლის 30 ივნისს შედგენილ წერილზე, რომლის მიხედვით, შპს „ს----- მ---------ი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ითხოვს შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ისაგან“ დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად სადავო თანხის ჩარიცხვას. (ს.ფ.47-48). ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ შპს „ს----- მ---------ს“ არ ჰქონდა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის განზრახვა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხის მიერ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება შპს „ს----- მ---------მა“ მიიღო, ცალსახაა, რომ მან უარი განაცხადა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე, ასეთი გარიგების დადებაზე მისი უარი დასტურდება, 2017 წლის 11 სექტემბერს სარჩელის აღძვრითაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ მიერ გამოვლენილ ნებას ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შესახებ, არ დაეთანხმა შპს „ს----- მ---------ი“, რის გამოც მოპასუხის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი.

 

2.14. 2017 წლის 02 მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას 1387.4 ლარს, 2017 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, ყოველ ვადაცილებულ დღეზე, დაერიცხა 1387.4 ლარის 0.1%-1.38 ლარი, სულ 214.8 ლარი. 2017 წლის 20 აპრილს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას - 4116 ლარს, 2017 წლის06 მაისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე, ყოველდღიურად 4,11 ლარი, სულ 472,3 ლარი. 2017 წლის 18 მაისს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას - 892. 5 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, სულ

80.2 ლარი. ჯამში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 767.30 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება.

 

2.15. 2017 წლის 15მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილს მიწოდებული საქონლის გადაუხდელი თანხიდან 21 748.79 ლარს დაერიცხა 2017 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, ყოველ ვადაცილებულ დღეზე 21.06 ლარი, სულ 3241.56 ლარი. 2017 წლის 02 ივნისს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას 11 714.19 ლარს, 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა 3.35 ლარი, სულ 251.56 ლარი. ჯამში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 3493.12 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება.

 

2.16. 2017 წლის 11 აპრილის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 20 აპრილს მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელ თანხას 176,4 ლარს, 2017 წლის 06 მაისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, დაერიცხა ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.17 ლარი, სულ 19.55 ლარი. 2017 წლის 18 მაისს მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან გადასახდელ 186.2 ლარს, 2017 წლის 02 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით დაერიცხა ყოველდღიურად 0.18 ლარი, სულ 16.57 ლარი. ჯამში, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 36.12 ლარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ფულადი ვალდებულების შესრულების გადაცილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

შპს „ს----- მ---------სა“ და შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, შპს „ს----- მ---------მა“ გადასცა საკუთრებად ქონება შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული ფასი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ს----- მ---------ის“ მოთხოვნა შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ მიმართ, 2017 წლის 02 მარტის, 15 მარტისა და 11 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის 31 863.85 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, არ გაქვითულა იმავე მხარეებს შორის 2016 წლის 04 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ს----- მ---------ის“ ვალდებულებაში შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ის“ მიმართ. (ამ შემთხვევაში, ასეთი ვალდებულების არსებობის ფაქტიც არ დგინდება). შესაბამისად, შპს "თ---–---- ს----------------- კ-------ის" ვალდებულება შპს "ს----- მ---------ის" მიმართ, ზეამოღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის გადახდის შესახებ შეწყვეტილი არ არის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ მოსარჩელე შპს „ს----- მ---------ის“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შპს „თ---–---- ს----------------- კ-------ას“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 2017 წლის 2 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასური 6395.90 ლარი, 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 25 105.89 ლარი, 2017 წლის 11 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 362.06 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, შპს ”თ---–---- ს----------------- კ-------ის” მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, ნასყიდობის ფასის გადახდის ვადების დარღვევა. კონკრეტულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებების მე-12 მუხლების 12.2. პუნქტებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ნასყიდობის ფასის გადახდის ვადების დარღვევისათვის. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, ურთიერთმთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე უკვე შეწყვეტილი იყო მოსარჩელის მიმართ სარჩელში მითითებული გარიგებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება, რაც მოსარჩელისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით განხორციელდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3.1.1.-3.1.9. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.9. პუნქტები). შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

 

4.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 24 მაისს მოსარჩელისთვის N0------ წერილის გაგზავნის შემდეგ ამ უკანასკნელის მიმართ აღარ გააჩნია 31 864.89 ლარის გადახდის ვალდებულება, რადგან ის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით შეწყდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა, რომელსაც, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე საპროცესო-სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია. ორივე შემთხვევაში, აუცილებელია ნების გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ურთიერთგასაქვით მოთხოვნათა პირობებში, ავტომატურად არ ხდება. ამისათვის აუცილებელია ნების გამოვლენა, რაც, თავის მხრივ, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ცალმხრივი გარიგების ტოლფასია.

 

ურთიერთმოთხვონათა გაქვითვის განხორციელების პირველ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ორი პირი ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ ვალდებულნი შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე. ანუ ორივე ერთდროულად ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ როგორც მოვალეები, ასევე კრედიტორები, რის საფუძველზეც სახეზე უნდა იყოს ურთიერთმოთხოვნები საპასუხო შესრულებებზე. სსკ-ის 442-ე პირველი ნაწილი დამატებით წინაპირობად ადგენს, რომ დამდგარი უნდა იყოს ვალდებულებათა შესრულების ვადა, თუმცა აღნიშნულ წინაპირობასთან მიმართებით მუხლის მეორე ნაწილი საგამონაკლისო წესსაც ადგენს, რა დროსაც ვადამოუსვლელი ვალდებულების გაქვითვა დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ამას მოთხოვნის უფლების მქონე პირი მხარს დაუჭერს.

 

ამრიგად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მატერიალურ სამართლებრივი მექანიზმი გულისხმობს ვალდებულების ურთიერთმოთხოვნათა შეწყვეტას მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენით. იმ შემთხვევაში, თუ ნების მიმღები სადავოდ გახდის ვალდებულების არსებობას, სასამართლო ამოწმებს გამოვლენილი ნების ნამდვილობის წინაპირობებს: ვლინდება თუ არა გასაქვითი მოთხოვნები, დამდგარია თუ არა მათი შესრულების ვადა და ხომ არ არსებობს სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებები. თუ შემოწმების შედეგად სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომ შესრულებულია ყველა წინაპირობა, მაშინ მოთხოვნები გაქვითულად ჩაითვლება მხარის მიერ მეორე მხარისათვის შეტყობინების მომენტიდან, სხვა შემთხვევაში სასამართლო უარს იტყვის მოთხოვნების გაქვითულად მიჩნევაზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე აპელანტი როგორც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველ შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივარში იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ თანხის გადახდის ვალდებულება, რომელიც მოსარჩელის მიმართ სარჩელში მითითებული გარიგებების საფუძველზე გააჩნდა, შეწყვეტილია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად, რის შესახებაც მოსარჩელეს 2018 წლის 24 მაისის წერილით ეცნობა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, როგორც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეტყობინების განხორციელებას, ასევე თავად გასაქვითი მოთხოვნის არსებობას.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მოპასუხისთვის 31 864.89 ლარის დაკისრებას მათ შორის 2017 წლის 02 მარტს, 2017 წლის 15 მარტს და 2017 წლის 11 აპრილს გაფორმებული გარიგებების საფუძველზე მოითხოვს, თავის მხრივ მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ ამ გარიგებების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი ვალდებულება შეწყვეტილია 2016 წლის 04 ოქტომბრის გარიგების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნის გაქვითვის შედეგად, რის შესახებაც ამ უკანასკნელს 2018 წლის 24 მაისის წერილით აცნობა.

 

უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით 2017 წლის 02 მარტის, 2017 წლის 15 მარტის და 2017 წლის 11 აპრილის გარიგებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების 2018 წლის 24 მაისის წერილის საფუძველზე შეწყვეტის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ურთიერთგასაქვით მოთხოვნათა პირობებშიც კი, ავტომატურად არ ხდება და ამისათვის აუცილებელია ნების გამოვლენა, რომელიც თავის მხრივ ნების მიმღებს უნდა ჩაბარდეს/მიუვიდეს. პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით მოსარჩელისთვის მოპასუხის 2018 წლის 24 მაისის წერილის ჩაბარების ფაქტი სარწმუნოდ არ დასტურდება. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 24 მაისის წერილის საფუძველზე მხარეებს შორის ურთიერთმოთხოვნები არ გაქვითულა. უფრო მეტიც, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეტყობინების, მათ შორის მისი სამართალწარმოების ეტაპზე განხორციელების პირობებშიც კი, არ არსებობს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის სამართლებრივი შედეგის განხორციელების წინაპირობა, რადგან საქმის მასალებით სარწმუნოდ არ დასტურდება ვადამოსული გასაქვითი მოთხოვნის არსებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარე 2017 წლის 02 მარტის, 2017 წლის 15 მარტის და 2017 წლის 11 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტას 2016 წლის 04 ოქტომბრის გარიგების საფუძველზე მოსარჩელისთვის დარიცხულ პირგასამტეხლოზე მითითებით მოითხოვს. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე სარჩელის განხილვის ფარგლებში შემოწმების საგანი 2016 წლის 04 ოქტომბრის გარიგების და მის საფუძველზე მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება ან შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობების კვლევა არ ყოფილა, ამასთან, საქმის მასალებით სარწმუნოდ და დამაჯერებლად დადასტურებული ვერ იქნა 2016 წლის 04 ოქტომბრის გარიგების საფუძველზე საპასუხო მოთხოვნის არსებობა და მითუმეტეს ვადამოსულობის პირობებში მისი შეუსრულებლობა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სამართალწარმოების ეტაპზე ვალდებულების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ნების გამოვლენის პირობებშიც კი, მაინც არ არსებობს ვალდებულების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით შეწყვეტის წინაპირობა, რადგან არ დასტურდება ვადამოსული გასაქვითი მოთხოვნების არსებობა.

 

საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები შპს ,,ს----- მ---------ის’’ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,თ---–---- ს----------------- კ-------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /