განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002360829
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
საქმე #2ბ/7123-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
პირველი აპელანტი/მოსარჩელე - შპს „--–--ი“
წარმომადგენლები - პ-------–---–----ე, გ-----–-----–--–---–ი
მეორე აპელანტი/მოპასუხე - ააიპ ,------–--------------–-------------ი“
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–------------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, (თავდაპირველი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტ შპს „--–--ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ ააიპ ,------–--------------–-------------ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თ---–--------------–-------------სა“ და შპს ,,ე-–---’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 78577.2 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“ და ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ - 2397 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–---’’ და ააიპ ,------–--------------–-------------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
3. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–---’’ და ააიპ ,------–--------------–-------------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს; შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
4. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–---’’ და ააიპ ,------–--------------–-------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ----- ბანკი’’-ს საბანკო გარანტია #B----------, სადაც პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,------–--------------–-------------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 2397 ლარს.
5. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,------–--------------–-------------ისთვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 14 110.9 ლარს.
6. ააიპ ,------–--------------–-------------ის“ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შპს ,,ე-–--თან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–-------------ში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,ი-------–ი’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის #09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „--–--იმ“ მოპასუხე ააიპ ,,თბილისის #48 ს----–-------------ის’’ მიმართ და მოითხოვა ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“, შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14 110.9 ლარის გადახდა. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“, შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1078 ლარის გადახდა; ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“, შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხა - 2397 ლარი.
9.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,------–--------------–-------------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ მიერ გამოცხადებული პროცედურა, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 2397 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 14 110.9 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოპასუხემ 08.01.2018 წლის #03/01 წერილით აცნობა, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „--–--ის“ მიერ არსებითად დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%, რამაც შეადგინა 78.58 ლარი. მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09/13262 წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა. მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „ა--------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნ---------–--“ - ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა.
10. მოპასუხის შესაგებელი:
10.1. ააიპ ,,თ---–--------------–-------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით ვალდებულება სრულდებოდა არასათანადო ხარისხის მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად არ წარმოშობილა შპს „--–--ი’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც მოპასუხის მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს „--–--თან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის #48 ს----–-------------ს და შპს „--–--ს’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის პარამეტრები შპს „--–--ი’’-ს მიერ მუდმივად ირღვეოდა. სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N13-01173143295 წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე. მოპასუხის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულება, არ დამდგარა მიღება-ჩაბარების გაფორმების პირობა და გადახდის ვალდებულება, ეს გარემოება გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა უარყო საბანკო განარტის დაკისრების ნაწილშიც და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამორიცხავს საბანკო გარანტიის დაბრუნების ვალდებულებას.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა ააიპ ,,თ---–--------- ს----–-------------მა’’ შპს „--–--ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „--–--ს“, ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით - 22 975 ლარის ანაზღაურება.
11.1. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
თ---–----------–------------------------------------ოს მიერ, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების მიზნით ელექტრონულად გამოცხადებული შესყიდვის პროცედურის მეშვეობით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „--–--ი’’, რომელთანაც ს----–-------------ების მიერ გაფორმდა შესაბამისად 18 016 131,84 და 13 627 246,08 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 643 377.92 ლარი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს „--–--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: „თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40 %, მარილი 0,5-1,5 %. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური რეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად. ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრად მაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „ი-------–ი’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავო ფაქტია, რომ შპს „--–--ს’’ ს----–-------------ებში ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალურ რძეზე, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი. დასახელებულ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თავად ყველის მწარმოებლის „შპს ნ---------–--’’ -ის წერილიც, სადაც „შპს ნ---------–--’’ აღნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში, ვიდრე ძალაში შევიდოდა მთავრობის ზემოაღნიშნული რეგულაცია, შპს „--–--ს“ ამარაგებდა პროდუქტით, რომელსაც ეწერა „იმერული ყველი’’, თუმცა როგორც წერილშივეა მითითებული აღნიშნული პროდუქტიც მზადდებოდა აღდგენილ რძეზე. რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს შპს „--–--ი’’-ს მიერ შეტანილი პროდუქტის შეუსაბამობას კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან მიწოდების სრულ პერიოდზე. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: ,,თითოეული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს“. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შემოსული 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 წერილის თანახმად, წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, უტყუარადაა დადასტურებული, რომ შპს „--–--ი’’-ს მიერ ს----–-------------ში შეტანილი პროდუქტები (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა ს----–-------------სა და შპს „--–--ს“ შორის კვებით მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. შპს „--–--ი’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითადაა დარღვეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და საბავშვო ბაღს. მოსარჩელისთვის, შპს „--–--ი’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები რომელთა ღირებულების ანაზღაურებასაც მოითხოვს შეგებებული სარჩელის ავტორი.
12. შპს ,,ე-–---’’-ს პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით
12.1. ,,ე-–---ს“ წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: მოსარჩელეთა განცხადება შპს „--–--ი’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტების მიწოდების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „--–--ი’’-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელე მხარისათვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რისი გათვალისწინებით მხარეებს შორის დგებოდა გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები დავის საგანს არ წარმოადგენს. მოსარჩელეთა განცხადება შპს „--–--ი’’-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ ,,კარაქისადმი’’ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არანაირი კვლევა აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობასთან მიმართებაში არ ჩატარებულა და არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწოდებული კარაქის ხარისხობრივ ნაკლს. ამასთანავე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიწოდებული ყველის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ამ სახის პროდუქტისადმი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე ყველი წარმოადგენდა რძისაგან ან/და მშრალი რძისაგან (რძის ფხვნილი) დამზადებულ ნაწარმს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეთა განცხადება შპს „--–--ი’’-ს მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შპს „--–--ი’’-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისითა რ გამოვლენილა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,, ე-–---ს“ თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“, შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულება 14 110.9 ლარი. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“, შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 100 ლარი; შპს „--–--ის“ პირვანდელი სარჩელი ააიპ ,,თ---–--------------–-------------ისთვის“ საბანკო გარანტიის თანხის 2397 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს „--–--ის“ პირვანდელი სარჩელი ააიპ ,,თ---–--------------–-------------ისთვის“ პირგასამტეხლოს ნაწილის 978 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის“ შეგებებული სარჩელი შპს „--–--ის“ მიმართ 22975 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. (იხ.გადაწყვეტილება)
14. შპს ,, ე-–---“- ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
14.1. აპელანტის განმარტებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი "ი-------–ი" დამზადებული იყო არა ნატურალური, არამედ აღდგენილი რძისაგან, მაგრამ თვლის, რომ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხსენებული პროდუქტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქტ ყველის მახასიათებლებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქტი თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით განსხვავდებოდა მოპასუხეებისათვის ხელშეკრულებებით მისაწოდებელი პროდუქტისაგან, რისი გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მიაჩნია დაუსაბუთებლად.
იმ პირობებში როდესაც ვერ დასტურდება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან საბანკო გარანტიების გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობები. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არსებობა არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, რადგან მას ამ შემთხვევაში ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა სკ-ს 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, თვლის, რომ მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის სრული თანხის გადახდა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს და იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას. სსკ-ს 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად გარანტიის გამცემი ვალდებულია გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია გამოუთხოვად ვალდებულებას წარმოადგენს და გარანტორს ეკისრება ბენეფიციარის წინაშე მისი შესრულების ვალდებულება, თუკი ბენეფიციარის დაკმაყოფილების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა შესრულდა, შეწყდა სხვა საფუძვლით, ან ბათილია, წარმოიშობა ვითარება, როდესაც ბენეფიციარი საბანკო გარანტიიდან იღებს დაკმაყოფილებას ისე, რომ საერთოდ არ გააჩნია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ს 976 "ა" მუხლის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ზიანის არ არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის სახით 2397 ლარის შემოსავლის მიღება განხილულ უნდა იქნეს მხარის უსაფუძვლო გამდიდრებად. არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევასა და მის შემცირებასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 1078 ლარს ოდენობით, მიიჩნია არაგონივრულ პირგასატეხლოდ და შეამცირა აღნიშული 100 ლარამდე. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში სასამართლო არ უთითებს აღნიშნულის შემცირების რაიმე სამართლებრივ საფუძველს. მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენისას მხარემ ნებაყოფლობით შეამცირა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა და აღნიშნულის დარიცხვა განხორციელდა არა სრული სახელშეკრულებო თანხის ოდენობიდან არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წარმოადგენს გონივრულ პირგასამტეხლოს განსახილველ სამართალურთიერთობასთან მიმართებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს "ე-–---"-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და შპს "ე-–---"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
15. ააიპ ,------–--------------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
15.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ორ გარემოებაზე, ერთის მხრივ დაადგინა, რომ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი აკმაყოფილებდა უვნებლობის პარამეტრებს, ხოლო მეორეს მხრივ, პროდუქტის შეუსაბამობა არ იყო არსებითი ხასიათის. მოცემულ შემთხვევაში, შპს „--–--სა“ და აპელანტს შორის არსებული დავა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან, რომ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებულმა კომპანიამ მოწინააღმდეგე მხარემ, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ყველისა და კარაქის ნაცვლად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურებისას შემსყიდველს მიაწოდა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე კარაქისა და ყველისმაგვარი მასა. შესაბამისად, ის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც არ არის ყველი და კარაქი, რომელიც პირდაპირ არღვევს ხელშეკრულების პარამეტრებს, ხოლო აკმაყოფილებს თუ არა რაიმე სტანდარტს, ეს რა თქმა უნდა მოცემულ დავაში მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის, რადგან ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის სხვა პროდუქტის მიწოდება ითვლება საერთოდ მიუწოდებლობად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველითა და კარაქით და შპს „--–--ის“ მიერ მიწოდებული პროდუქციით მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვება სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანია, თუნდაც მხოლოდ რძის კომპონენტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ამ ერთი კომპონენტის ისეთი მნიშვნელოვანი ხელყოფით, როგორიც განხორციელებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, მთლიანად კვების მენიუს ხარისხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან საუბარი გვაქვს მცირეწლოვანი ბავშვების კვების რეჟიმზე, რომელიც შესყიდვის ეტაპზე დამუშავებულია სპეციალისტთა მიერ და გამოყვანილია იმ სავალდებულო მოთხოვნების დაცვით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, ნებისმიერი უმნიშვნელო კომპონენტის ცვლილებამაც კი შესაძლოა სრულიად შეცვალოს მენიუს არსი. სწორედ ამ რისკის გამორიცხვას ემსახურება მხარეთა შორის არსებული 4.1.5 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, რომ მიმწოდებელმა არ განახორციელოს მენიუში თვითნებური ცვლილებები და ნებისმიერი ცვლილება შეათანხმოს შემსყიდველთან. მოცემულ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს არა რაიმე უმნიშვნელო ცვლილებას, არამედ ორი პროდუქტის პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლებას. სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უშუალოდ პროდუქტის როგორც საკვები მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლო კვლევის საგანი. ეს მსჯელობა ცალსახად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის არსი. აპელანტის მხრიდან, შპს „--–--ის“ მიმართ წარმოშობილ პრეტენზიას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა ქ. თბილისის ს----–-------------ები სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. დასკვნისა და მისი დანართების თანახმად, დადგინდა რომ სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ ეთხოვა შპს „--–--ის“ მიერ აპელანტისათვის მიწოდებული პროდუქტის შემადგენლობის შედარება. „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის იმპერატიული ნორმის გათვალისწინებით, შესამოწმებელი სურსათის ეტიკეტზე დატანილი იყო პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების ჩამონათვალი. შესაბამისად, რაიმე დამატებითი კვლევის ჩატარება პროდუქტის შემადგენლობის დასადგენად საჭირო არ გამხდარა. მით უმეტეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა პოზიციებითაც სადავო არაა ის ფაქტი, რომ ეტიკეტზე აღწერილი შემადგენლობა სრულად შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქტის რეალურ შემადგენლობას აღნიშნულ გარემოებას ასევე წერილობით ადასტურებს თავად მწარმოებელი კომპანია „ნ---------–--“ რომელიც განმარტავს, რომ შპს „--–--ისათვის“ მიწოდებული ე.წ. ყველი წლების განმავლობაში მზადდებოდა რძის ფხვნილისგან - აღდგენილი რძისაგან. პროდუქტის შემადგენლობა წარმოადგენს საკვების მახასიათებელს. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება“ სასამართლოს კვლევის საგანი არ ყოფილა. მთავრობის დადგენილება პირდაპირ ავალდებულებს მწარმოებელს ეტიკეტზე დაიტანოს პროდუქტის შემადგენლობა. თავად მწარმოებელი კომპანია ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ სწორედ აღდგენილ რძეზე, ანუ რძის ფხვნილზე მზადდებოდა პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა შპს „--–--ი“ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების საკვებად. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევისას, ეტიკეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენება სრულიად ლეგიტიმური და კანონთან შესაბამისია, სასამართლოს მიერ განსხვავებული მიდგომა და მტკიცების ტვირთის სხვაგვარი გადანაწილება კი ცალსახად კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად. ლაბორატორიული კვლევის ჩატარების საჭიროება უნდა დაეყენებინა მოწინააღმდეგე მხარეს და დაემტკიცებინა, რომ ეტიკეტზე არსებული ინფორამცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ არ იყო, ნამდვილი და ხდებოდა ნატურალური რძის გამოყენება, ხოლო ეტიკეტზე მიეთითებოდა, როგორც რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი, რაც ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „ნ---------–--“-ის დირექტორის, გიორგი ბალესიაშვილის წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ შპს „--–--ს“ 2016 წლის 25 აგვისტოდან აწვდიდა ერთი და იგივე შემადგენლობის პროდუქტს. წერილში მითითებული ინფორმაცია შემადგენლობის შესახებ კი იდენტურია შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შემდგომი კვლევისათვის სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოში“ გადაგზავნილ ეტიკეტებზე დანატნილი მონაცემებისა. სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარეს შპს „--–--ს“ არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული ყველის მაგვარი მასა წარმოადგენდა აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტს. სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად უთითებს რომ „მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტებთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით. შესწავლის ფარგლებში სწორედაც, რომ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები შემოწმდა, მისი შემადგენლობის სახით. თუმცა ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა არა ლაბორატორიული კვლევა (რომლის ჩატარების საჭიროება არც შემოწმების და არც სასამართლო დავის ეტაპზე არ წარმოშობილა, რადგან ყველა მხარე თანხმდება, რომ პროდუქტის შემადგენლობა იდენტურია ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციისა), არამედ ეტიკეტზე ასახული მონაცემები პროდუქტის შემადგენლობის შესახებ. შპს „--–--ის“ მიერ მიწოდებული პროდუქტები არსებითად და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს და ამ გარემოების ეტიკეტირების პრობლემად წარმოჩენა სრულიად უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგო მსჯელობაა.
15.2. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა აპელანტის მიერ საბანკო გარანტიის სახით ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების შესახებ გაუგებარია სასამართლო მიდგომა, რომლის თანახმადაც დადგენილია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება თუმცა დადგენილი არ არის არაჯეროვანი შესრულების სახე და მითითებულია, რომ დარღვევა არაარსებითია გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა ეტიკეტირების წესის დარღვევის თაობაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების პირობების დარღვევად, რადგან მხარეთა შორის შეთანხმება არ გულისხმობდა არანაირ ეტიკეტირების წესს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საკანონმდებლო მოწესრიგების საგანს და მის ხელყოფაც იწვევს მხარის პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული წესით. შესაბამისად სასამართლოს მიერ საბანკო გარანტიის ნაწილში მსჯელობით, კიდევ ერთხელ არის ხაზი გასმული გარემოებაზე, რომ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტებს.
15.3. შპს „--–--ს“ არა მარტო უფლება ჰქონა შემსყიდველამდე პროდუქტის მიტანამდე შეემოწმებინა მესამე პირებისგან მიღებული პროდუქტის ნაკლი, არამედ იგი ვალდებული იყო სცოდნოდა თუ რა პროდუქტს ყიდულობდა და შემდეგ ყიდდა. შესაბამისად, შპს „--–--ი“ სრულად აგებდა პასუხს მასსა და მწარმოებელს შორის განხორციელებულ ნასყიდობის ფარგლებში შეძენილი პროდუქტის მახასიათებლებზე. რაც შეეხება აპელანტთან ურთიერთობაში იმაზე აპელირებას. რომ შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვა გულისხმობდა პერიოდულ მიწოდებას და ამ ხნის მანძილზე, შემსყიდველის მიერ არ მომხდარა პროდუქტის შემოწმება აღნიშნული პოზიცია იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან ნაკლზე ნივთის შემოწმებაზე აპელანტი მხარეების ვალდებულებას გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის მე-2 ნაწილი. გარდა იმისა რომ აპელანტი წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, ამასთან გამყიდველი (იგივ მიმწოდებელი) განზრახ დუმდა ნივთის ნაკლზე. შესაბამისად, ნაკლიანი ნივთის მიწოდებაზე, შემსყიდველი მხირდან მისი აღმოჩენის დროის მიუხედავად, სრულად აგებს პასუხს შპს „--–--ი“. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შპს „--–--ი“ გაცნობიერებულიად აწვდიდა შემსყიდველს ხელშეკრულებისგან განსხვავებულ პროდუქტებს, თუმცა ერთხელაც არ მიუმართავს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით უფრო მეტიც, სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულების მე-12 პუნქტით მხარეების მიერ შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის პირობებზე. ყველის ნაცვლად ყველის მაგვარი მასის ე.წ. „ი-------–ი“ და კარაქის ნაცვლად არასათანადო შემადგენლობის პროდუქტის მიწოდება კი, ცალსახად აუარესებს შემსყიდველი მდგომარეობას არა მხოლოდ ფასის კუთხით, არამედ შესყიდული პროდუქტის მიმართ არსებულ ინტერესის კუთხითაც. სრულიად გაცნობიერებულად, ხელშეკრულების უხეში დარღვევით, შპს „--–--მა“ თვითნებურად ჩაანაცვლა მისაწოდებელი ყველი ე.წ. „ი-------–ით“, რომელიც თავის მხრივ შესაძლო წარმოადგენდეს საკვებად ვარგის პროდუქტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არის ყველი და მით უმეტეს ხელშეკრულებით მოთხოვნილი მახასიათებლების ყველი, რომელიც გამიზნული იყო სკოლამდელი ბავშვები საკვებად. აპელანტის მითითების მიუხედავად, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „--–--თან" ანგარიშსწორების შეყოვნება განაპირობა ორმა გარემოებამ: შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლი 1 ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა აპელანტი აღიარებს, რომ გარდა კარაქისა და ყველის ღირებულებისა, დანარჩენ ნაწილში წარმოიშვა გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ბევრად ნაკლები იყო შპს „--–--ის“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა გაქვითვის უფლება და სამართლებრივი მოცემულობა ეს კი გამორიცხავს მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის 447–ე მუხლი ადგენს, რა შემთხვევაში არ დაიშვება გაქვითვა. ამ დავის ფარგლებში, კი არც ერთი მათგანი სახეზე არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
16. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ
16.1. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს,16.2. შპს ,,ე-–---ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება და ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“ შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 978 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
17. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს შპს „--–--ი-ს“ მოთხოვნას წარმოადგენს მიწოდებული საგნის ღირებულების ანაზღაურება. პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის, თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. როგორც ნასყიდობის ასევე, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ: ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
17.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------სა“ და შპს „--–--ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი შპს „--–--ი“ ვალდებული იყო 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით, უზრუნველეყო. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება 78577.2 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------ისა“ და ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2397 ლარის ოდენობით, გაითვალისწინეს. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 19-24).
17.2 . 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „--–--სა“ და ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „--–--ის“ მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ მახასიათებლების იდენტურია.
17.3. 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------სა“ და შპს „--–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ----- ბანკის“ საბანკო გარანტია NB---------- გაიცა, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „--–--ი“, ბენეფიციარი - ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა 2397 ლარით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 39).
17.4. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–--ის“ მიერ ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------ისთვის“ 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მიწოდებული საქონლის ღირებულება 14110.90 ლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ. 41-42).
17.5. ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------მა“ შპს „--–--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა (ტომი I, ს.ფ. 43-44).
17.6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–-------------ში შპს „--–--ის“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „ი-------–ი“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტომი I, ს.ფ 55-56).
18. სააპელაციო პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.
უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბ--------ებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბ--------ისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში ბ--------ებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80% ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის.
ამ კუთხით, საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–-------------ებში შპს „--–--ის“ მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვების თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამება. ამავე წერილებში მითითებულია, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს (ტომი I, 52-54, ტომი I, 45-65).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები არ არის შესწავლილი და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული და მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.
ამასთანავე, პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის - შპს „ა--------------–------–--------ის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა. (ტომი 1, ს.ფ. 57)
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდება. ამიტომ დგინდება, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
18. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „--–--მა“ ა(ა)იპ „თ---–-------- ს----–-------------თან“, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.
მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბ--------ებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „ი-------–ის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასიური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. ვინაიდან სახელშეკრულებო სამართალი მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართალია და იგი Pacta sunt servanda-ს პრინციპის მოქმედებას ითვალისწინებს, სახელშეკრულებო დავების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებას და იმ პირობებს ექცევა, რომლის შესრულებაც მხარეებმა დადებული გარიგებით ივალდებულეს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სამივე ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია, შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძე მიაწოდა, პალატა ასკვნის, რომ შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
როგორც ზემოთმოყვანილ მსჯელობაში აღინიშნა, მხარეთა შორის მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები დეტალურად გაიწერა, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „--–--მა“ ხელშეკრულების ფარგლებში ბ--------ს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია, ასევე, უდავოა, რომ ბ--------მა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „ი-------–ი“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ასევე, უდავოა, რომ ბ--------ს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნდა და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა ჰქონდა.
ამ კუთხით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, სადაც იდენტურ საქმეზე, საკასაციო პალატის მიერ ხელშეკრულების დარღვევა არ იქნა იმგვარ გადაცდომად მიჩნეული, რომელიც ხელშეკრულების არსებით დარღვევას გაუთანაბრდებოდა და კონტრაჰენტს სანქციების გამოყენების შესაბამის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინება საქმეზე Nას-1900-2018.)
21. რაც შეეხება შპს „--–--ის“ მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ქ. თ---–-------- ბ--------ს“ შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო მხოლოდ 100 ლარი, ხოლო მოთხოვნა 978 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. მოცემულ დავაზე, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნილ ოდენობას 1078 ლარი წარმოადგენდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკმაყოფილების (1078 ლარი) წინაპირობები არსებობს.
22. სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ ბ--------ების სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიების თანხის შპს „--–--ისთვის“ ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით დადგენილია , შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, პალატას მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხეებისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამათლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
23. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმების საფუძველი, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება, რითაც ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
24. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შპს ,, ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“ შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 39.12 (ოცდაცხრამეტი ლარი და 12 თეთრი) ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ვინაიდან ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,, ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“ შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 978 ლარის ოდენობით.
5. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს“ შპს „--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 39.12 (ოცდაცხრამეტი ლარი და 12 თეთრი) ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
მიხეილ გოგიშვილი