განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
080210116001421332
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210116001421332

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-438-2018 29 აგვისტო, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ს---–---- ქ------ე

წარმომადგენელი - ლ-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ვ--–------ ქ-----–---–ი

წარმომადგენელი - ე--------------------ე

დავის საგანი - ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ--–------ ქ-----–---–ის სარჩელი ს---–---- ქ------ის მიმართ მიბარებული მოძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. დაევალა ს---–---- ქ------ეს ვ--–------ ქ-----–---–სათვის კაკლის ხის კარადის (რომელიც შედგება სამი ნაწილისგან, ზომებით: სიმაღლე 3 მეტრი, სიგანე -2.1 მეტრი, ჩუქურთმებში, ცენტრალურ ნაწილში ,,ქალღმერთის“ გამოსახულებით, ზედა ნაწილში ოთხი მეომრის სახით) ორი, ქვედა და შუა ნაწილი, რომელიც ინახება ს---–---- ქ------ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისში, კ----–--ის ქ. N-- დაბრუნება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ ვ--–------ ქ-----–---–მა, გ------ი ქ------ემ და ტ------– ზ----–--ემ მოქალაქის შეკვეთით დაამზადეს კარადა. კარადა შედგება სამი ნაწილისაგან, ზომებით: სიმაღლე 3 მეტრი, სიგანე 2,1 მ. დამზადებულია კაკლის (ნიგვზის) ხის მასალისგან ჩუქურთმებში, მის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია „ქალღმერთის“ გამოსახულება, ხოლო ზედა ნაწილში - „ოთხი მეომრის სახე“. 2.2. ტ------– ზ----–--ემ, ვ--–------ ქ-----–---–მა და გ------ი ქ------ემ დაამზადეს კარადა მოქალაქის შეკვეთით. კარადის ღირებულების დასაფარად მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ, აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს დაუმზადეს აღნიშნული კარადის ანალოგი. პირველად დამზადებული კარადა დროებით შესანახად გადაეცა ს---–---- ქ------ეს, შემდეგ კი შედგა მოლაპარაკება ს---–---- ქ------ესთან მისივე სურვილის მიხედვით, კარადის შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულ პიროვნებასთან შეათანხმება არ შედგა 2016 წლის 03 თებერვალს. ხელწერილის თანახმად, მხარეებს განსაზღვრული აქვთ კარადის შეერთება მისი რეალიზაციის მიზნით, ხოლო თუ ერთ-ერთი მესაკუთრე გადაწყვეტს აღიშნული კარადის საკუთრებაში დატოვებას, მაშინ მან თითოეულ მესაკუთრეს უნდა გადაუხადოს კარადის ღირებულების 1/3. 2.3. 2016 წლის 18 თებერვლის საქართველოს ნოტარიუსის ვლადიმერ ჭოხონელიძის სანოტარო ბიუროში, მდებარე ქ. ქუთაისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №37 ბ. №31, გ------ი ქ------ის და ვ--–------ ქ-----–---–ის მიმართვის საფუძველზე, დამოწმებული იქნა მათ მიერ 2016 წლის 18 თებერვალს შედგენილი ხელწერილი. 2.4. 2016 წლის 22 თებერვლის ხელწერილით ტ------– ზ----–--ე და ქ-----–---–ი ვ--–------ი თანხმდებიან, რომ 2016 წლის 18 თებერვლის ხელწერილით, კაკლის ხისგან დამზადებული კარადა წარმოადგენს ტ------– ზ----–--ის, გ------ი ქ------ის და ვ--–------ ქ-----–---–ის თანასაკუთრებას, თითოეულის 1/3 წილის უფლებით. აღნიშნული ხელწერილით ტ------– ზ----–--ე აცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ კარადაზე საკუთრები უფლებას მის წილზე (1/3-ზე) უთმობს თანამესაკუთრე ვ--–------ ქ-----–---–ს, რომლის შემდეგაც ყველა უფლება სამომავლოდ ნივთის 2/3 წილზე საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ--–------ ქ-----–---–ს. 2.5. 2016 წლის 22 თებერვალს საქართველოს ნოტარიუსის ვლადიმერ ჭოხონელიძის მიერ სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №37 ბ. №31-ში ტ------– ზ----–--ისა და ვ--–------ ქ-----–---–ის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული იქნა მხარეების მიერ 2016 წლის 22 თებერვალს შედგენილი ხელწერილი. 2.6. 2016 წლის 23 თებერვლის მინდობილობით დგინდება, რომ ნოტარიუს ლია ვადაჭკორიასათვის გ------ი ქ------ის მიმართვის საფუძველზე, გ------ი ქ------ის თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (ხის კარადა) მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილება გადაეცა ვ--–------ ქ-----–---–ს. 2.7. 2016 წლის 20 მაისის წერილით უ–---- (უჩა) ბ--------ისა და ს---–---- ქ------ე- ბ--------ის მიმართ დგინდება, რომ მოსარჩელე, ვ--–------ ქ-----–---–ი მიმართავს უ–---- (უჩა) ბ--------ესა და ს---–---- ქ------ე-ბ--------ეს, მიბარების ხელშეკრულებით გადაცემული კარადის დაბრუნების შესახებ. ამასთან ითხოვს, 05 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს თვე რიცხვი და საათი, თუ როდის იქნება შესაძლებელი აღნიშნული კარადის წამოღება. 2.8. 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით №თთ2------------- რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ დგინდება, რომ განმცხადებლის: ვ--–------ ქ-----–---–ის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდა ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 2.9. 2016 წლის 19 აპრილის ინფორმაციის უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. ქუთაისი, კ----–--ის ქ. №--, მესაკუთრეები არიან უ–---- ბ--------ე (1/2 წილი) და ი------–- ჟ----–---–---ი (1/2 წილი). 2.10. მოწმედ დაკითხულმა ნ-------ა ბ----------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ტ------– ზ----–--ის ხის საამქროსთან ახლოს სადაც მოსარჩელემ და კიდევ ორმა პირმა დაამზადეს სადავო კარადა. კარადის მასალა, კაკალი, ჩამოიტანეს გურიიდან. მოწმის განმარტებით, კარადის დამზადებიდან ათ წელზე მეტია გასული. 2.11. მოწმედ დაკითხულმა თ--- ჯ--------ემ განმარტა, რომ არის ვ--–------ ქ-----–---–ის მეზობელი. სურდა შეეძინა სადავო კარადა, რომელსაც მესამე ნაწილი აკლდა. კარადა განთავსებული იყო ქ. ქუთაისში კ----–--ის ქუჩაზე, სადაც მცხოვრებმა ქალბატონმა სახელად ს---–----, განუმარტა, რომ კარადა მისი არ იყო და ფასსაც ვერ დაუკლებდა. 2.12. მოწმედ დაკითხულმა ს---- ლ-------ემ განმარტა, რომ ვ--–------ ქ-----–---–ი მისი შვილია. მოწმის განმარტებით, სადავო კარადა დაამზადა სამმა პირმა თანაბარი საკუთრების უფლებით. ვინაიდან არ ჰქონდა სახლში ადგილი, კარადა დროებით მიაბარეს ს---–---- ქ------ეს. როდესაც ავტომანქანით კარადის წამოსაღებად მივიდნენ, არ გამოატანეს. 2.13. მოწმედ დაკითხულმა გია ქ------ემ განმარტა, რომ არის მოპასუხე ს---–---- ქ------ის ძმა, რომლის დახმარებით შეიძინა ხის დამამუშავებელი დანადგარები. ახლობელმა დაუკვეთა კაკლის ხის კარადის დამზადება. გურიაში, საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა კაკლის ხეები, რომელიც მოჭრა და ჩამოიტანა ქუთაისში. შემდეგ მათ შეუერთდათ ვ--–------ ქ-----–---–ი, რომელმაც ხის ცეხისათვის ასევე შეიძინა 1000 (ათასი) ლარის ღირებულების იარაღები. მოწმის განმარტებით, ს---–---- ქ------ესთან სახლში არის განთავსებული სადავო კარადის ორი ნაწილი, რომელიც ვ--–------ ქ-----–---–მა მიიტანა ს---–----სთან. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ვინაიდან ვ--–------ ქ-----–---–მა არ გაატანა სახელოსნო ჩარხები, კარადაც არ გაატანეს მას. გია ქ------ე წარმოადგენდა, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეს. 2.14. მოწმედ დაკითხულმა უჩა ბ--------ემ განმარტა, რომ არის ს---–---- ქ------ის შვილი. მოწმის განმარტებით, ვ--–------ ქ-----–---–ს არ გაატანეს სადავო კარადა, რადგან უნდა გადაეხადათ გია ქ------ის წილის ღირებულება. 2.15. მოწმედ დაკითხულმა ნ---------------ემ განმარტა, რომ არის ს---–---- ქ------ის მეზობელი. იცის, რომ სადავო კარადა 25 წელია დგას ს---–----სთან ოჯახში, თუმცა არ იცის ვისი საკუთრებაა იგი. 2.16. მოწმედ დაკითხულმა გ---–----- შ---–----ემ განმარტა, რომ რომ არის ს---–---- ქ------ის მეზობელი. იცის, რომ სადავო კარადა არის გია ქ------ის საკუთრება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.17. სასამართლომ თავდაპირველად იმსჯელა მოპასუხის მითითებაზე ხანდაზმულობის შესახებ და მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. 2.19. დადგენილია, რომ სადავო ნივთი განთავსებულია მოპასუხე ს---–---- ქ------ის საცხოვრებელ სახლში. დადგენილია, რომ ნივთი ს---–---- ქ------ის სახლში მიიტანა ტ------– ზ----–--ემ და ვ--–------ ქ-----–---–მა. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან მხარეებს შორის მიბარების ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, არ არსებობს მიბარების ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხე ნივთის (სადავო კარადა) კანონიერი მფლობელია. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ სახეზე იყო სწორედ მიბარების ზეპირი ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული ნივთი. კანონი ამ ურთიერთობისათვის სავალდებულო ფორმას არ ადგენს. ამავე კანონის 770-ე მუხლით, მიმბარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო. მითითებული ნორმა აწესებს შემნახველის ვალდებულებას, მიმბარებლის მოთხოვნისთანავე დააბრუნოს მიბარებული ნივთი. 2.20. ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წერტილი. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე ვ. ქ-----–---–ის წერილი ს---–---- ქ------ე-ბ--------ის და უ–----(უჩა) ბ--------ის მიმართ, სადავო კარადის დაბრუნების მოთხოვნით. წერილი ადრესატს ჩაბარდა, ხოლო კარადა არ დაუბრუნდა მესაკუთრეს. 2.21. აღნიშნული მტკიცებულებაზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო, რადგან ხანდაზმულობა უნდა შეფასებულიყო სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრულ 3 წლიან ვადაში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად - სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა მიბარებული ნივთის დაბრუნების თაობაზე განხორციელდა 2016 წლის 20 მაისს, სარჩელი ხანდაზმული არ იყო, რადგან იგი სასამართლოს წარედგენა 2016 წლის 05 ივლისს. 2.22. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული ნივთი. კანონი ამ ურთიერთობისათვის სავალდებულო ფორმას არ ადგენს. გარიგების ფორმის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 68-ე-71-ე მუხლებში. 68-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. გარიგების ძირითადი ფორმებია ზეპირი და წერილობითი ფორმა, ხოლო წერილობითი გარიგება თავის მხრივ შეიძლება იყოს მარტივი ან რთული (სანოტარო) სახის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი სახით მიბარების ხელშეკრულება, რომლის პირობა მიბარებული ნივთის დაბრუნების თაობაზე დარღვეული იყო მოპასუხის მიერ. სწორედ აღნიშნული მოტივით აღიძრა ვინდიკაციური სარჩელი. 2.23. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. 2.24 სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო მოძრავი ნივთის 2/3-ის მესაკუთრეს. ნივთი შედგებოდა სამი ნაწილისგან, რომლის 2/3 ნაწილი მიბარების საფუძველზე განთავსებული იყო მოპასუხის საცხოვრებელ სახლში. მოპასუხე, მოსარჩელის მიერ ნივთის დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა სადავო ნივთს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა : ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო მიუთითებს, რომ ს---–---- ქ------ე მოსარჩელის მიერ სადავო კარადის მოთხოვნის მომენტიდან იმავე ნივთის არამართლზომიერი მფლობელია და იგი ვალდებულია დაუბრუნოს მიბარებული ნივთი მოსარჩელეს. აპელანტისათვის სადაო კარადა არავის მიუბარებია, რადგან იმ პერიოდში, როდესაც კარადა მასთან მიიტანეს და დატოვეს, იგი სახლში არ იმყოფებოდა და არც არაფერი ჩაუბარებია. ეს კარადა არის მისი ოჯახის საკუთრება, რადგანაც მასალა, რომლითაც კარადა გაკეთდა იყო მისი ოჯახის საკუთრება, რომელიც დაამზადა და ქუთაისში ჩამოიტანა მისმა ძმამ გ------ი ქ------ემ. ეს მასალა იყო 7 კუბა მეტრი. ამ მასალის ფული მათთვის არავის მიუცია. თუმცა ამ მასალით გაკეთდა სხვა შეკვეთებიც, რიმელიც გაყიდა მოსარჩელემ და აღებული თანხა არავისთვის გაუნაწილებია. ამიტომ აღნიშნული კარადის ორი ნაწილი დაიტოვა აპელანტმა, ხოლო ერთი ყველაზე დიდი ნაწილი წაიღო ტ------– ზ----–--ემ. 3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის ხელწერილით მოქ. ტ------– ზ----–--ემ, ვ--–------ ქ-----–---–მა და გ------ი ქ------ემ დაამზადეს კარადა მოქალაქის შეკვეთით კარადის ღირებულების დასაფარავად მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს დაუმზადეს აღნიშნული კარადის ანალოგი. პირველად დამზადებული კარადა დროებით შესანახად გადაეცა ს---–---- ქ------ეს შემდეგ კი შედგა მოლაპარაკება ს---–---- ქ------ესთან მისივე სურვილის მიხედვით კაარადის შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულ პიროვნებასთან შეთანხმება არ შედგა 2016 წლის 03 თებერვალს. აღნიშნული მტკიცება მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, რადგან არანაირი დროებით შესანახად კარადა აპელანტს არ გადასცემია. როდესაც მიუტანეს და დადგეს მის ოჯახში 1992 წელს სამი წლის მანძილზე დადიოდნენ კარადის შესყიდვის მსურველები, მაგრამ ძვირი ფასის გამო, რადგან იყო დამზადებული კაკლის ხის მასალისაგან არ გაიყიდა, ამიტომ ოჯახი შეწუხდა და აპელანტის მეუღლემ კარადა გაატანა სამივეს. კარადის ფასი იყო 1500 აშშ დოლარი. ამ კარადამ მოიარა მთელი დასავლეთი საქართველო, არ გაიყიდა და ამის შემდეგ დანაწილდა კარადა. ზედა ნაწილი აირჩიეს ტ. ზ----–--ემ და ვ. ქ-----–---–მა, ხოლო 2 ნაწილი დაუტოვეს აპელანტს, რადგან პირველი ნაწილი გაკეთებული იყო მთლიანად გ. ქ------ის მიერ და სოფლიდან ჩამოყვანილი მეზობლის გედევან ფოცხიშვილის მიერ, რომელსაც გარკვეული თანხა გადაუხადა აპელანტმა. მეორე, მესამე ნაწილი კი დაამზადა სამივემ. კარადა რომ გაყიდულიყო, აპელანტისთვის უნდა მიეცათ სოფლიდან ჩამოტანილი კაკლის მასალის მთლიანი ფული. კარადის პირველი სართულის გაკეთების 80%, ხოლო მეორე და მესამე სართულის 1/3. ამიტომ კარადის მეორე ნაწილი დარჩა ოჯახს, ხოლო მესამე ნაწილი, რომელიც მეორე ნაწილზე ორჯერ მეტია წაიღეს მათ. ამ კარადის დამზადებას და ამ კარადის ანალოგის დამზადებაზე გაიხარჯა 2 კუბ.მეტრი კაკლის მასალა, ხოლო დანარჩენი 5 კუბ. მეტრი მასალა გამოიყენეს სხვა შეკვეთების დასამზადებლად, რომლის ფული აპელანტისათვის არ მიუციათ. გარდა ამისა, ვ. ქ-----–---–მა, რომელმაც ჩაიბარა ოჯახის კუთვნილი საამქრო და 7 წელი დამოუკიდებლად ამუშავა, ისე რომ არანაირი სამუშაო იარაღები და ჩარხ დანადგარები აპელანტის ოჯახისათვის არ დაუბრუნებია და არც თანხა არ მიუცია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გ. ქ------ე არის აპელანტის ძმა და ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ. 3.3. სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 23 თებერვლის მინდობილობით გ------ი ქ------ის თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (ხის კარადა) მართვისა და განკარგვასთან დაკავშირებით უფლებამოსილება გადაეცა ვ--–------ ქ-----–---–ს. აღიშნული მტკიცება არ არის სწორი, რადგან გ------ი ქ------ემ ვ--–------ ქ-----–---–ისათვის გადაცემული უფლება გააუქმა 2016 წლის 01 მარტს და აცნობა კიდეც ვ--–------ ქ-----–---–ს მინდობილობის გაუქმების შესახებ. ზემოთ აღნიშნულ მინდობილობაზე ვ--–------ ქ-----–---–მა მოაწერინა ხელი ისე, რომ მან, რადგან იყო მთვრალ მდგომარეობაში არ იცოდა რას აწერდა ხელს, ხოლო როდესაც გაიგო გააუქმა კიდეც. 3.4. სასამართლო მიუთითებს, რომ სახლი, უძრავი ქონება, სადაც მოძრავი სადაო კარადა დგას არის უჩა ბ--------ის (1/2 ნაწილი) და ი------–- ჟ----–---–---ის (1/2 ნაწილი) საკუთრება. უნდა აღინიშნოს ის მდგომარეობა, რომ მიბარების ფაქტი არანაირი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, თან სადაო კარადა ამ დროისათვის სად დგას, ვის საკუთრებაში სასამართლოს ეს არ გამოურკვევია, რადგან უძრავი ნივთი არის არა უჩა ბ--------ის, არამედ დღესაც უ–---- ბ--------ის სახელზე, რომელიც გარდაცვლილია 1988 წელს. მიბარებული თუ იყო ნივთი, რატომ წაიღეს ყველაზე დიდი მესამე ნაწილი და რატომ არ დგას ის აპელანტთან, როდესაც თავდაპირველად სამივე ნაწილი იდგა მათთან, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ 1995 წელს ტ. ზ----–--ემ და ვ. ქ-----–---–მა წაიღეს ყველაზე დიდი მესამე ნაწილი ოთხი მეომრის გამოსახულებით, როგორც მათი წილი და ახლაც იმყოფება მათთან. საინტერესოა რატომ არის ვ. ქ-----–---–ი სადაო კარადის 2/3-ის მესაკუთრე. როდესაც მას მიცემული მინდობილობა გაუუქმა გ. ქ------ემ სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე 2016 წლის 01 მარტს. ასევე არასწორია მხარის მტკიცება, თითქოს აღნიშნული კარადა ღირს 3000 აშშ დოლარი, რადგან არ არსებობს ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია. არც მოსარჩელეს წარმოუდგენია ის მტკიცებულების სახით. არადა ამ კარადის გაყიდვა სურდათ 1500 აშშ დოლარად, რა ფასშიც არ გაიყიდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. აპელანტი 26 წელია ფლობს და სარგებლობს ამ ნივთით კანონიერად და საინტერესოა რატომ არის ვ. ქ-----–---–ი ამ ნივთის მესაკუთრე, მაშინ, როდესაც ეს კარადა დამზადებულია აპელანტის ხის მასალისაგან და მასში თანხა არ გადაუხდია. მას თანხა არ გადაუხდია იმ მასალაშიც, რომლისგანაც შეკვეთები დაამზადა და გაასხვისა. გარდა ამისა მოთხოვნა ხადაზმულია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 1990 წლიდან 1992 წლამდე ვ--–------ ქ-----–---–ს, გ------ი ქ------ესა და ტ------– ზ----–--ეს ჰქონდათ საამქრო და ამზადებდნენ ავეჯს. 4.2. 1990-1991 წლებში მათ შეკვეთით, კაკლის ხის მასალით დაამზადეს 3 მ. სიმაღლისა და 2,1 მ. სიგანის ჩუქურთმიანი კარადა (ს.ფ. 18), თუმცა მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა. 4.3. ამის გამო, დაახლ. 1994 წლიდან კარადის ნაწილი განათავსეს ტ------– ზ----–--ის, ხოლო ნაწილი - უ–---- ბ--------ისა და ი------–- ჟ----–---–---ის კუთვნილ სახლში. 4.4. გ------ი ქ------ე ს---–---- ქ------ის ძმაა. ამჟამად, უ–---- ბ--------ისა და ი------–- ჟ----–---–---ის კუთვნილ სახლში განთავსებული კარადის ნაწილს ისინი ფლობენ. 4.5. 2016 წლის 22 თებერვალს ტ------– ზ----–--ემ სადავო ქონების 1/3 წილზე საკუთრების უფლება ვ--–------ ქ-----–---–ს გადასცა. 4.6. 2016 წლის 18 თებერვალს, კი გ------ი ქ------ე და ვ--–------ ქ-----–---–ი შეთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ კარადის რეალიზაციას და გაიყოფდნენ რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 4.7.1. სადავო ქონებაზე მხარეთა უფლებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოიშვა და, ამიტომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ამ უფლებათა დასადგენად 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, ხოლო 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ - საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები უნდა იქნას გამოყენებული. 4.8. 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 447-ე მუხლის თანახმად, საერთო საქმიანობის ხელშეკრულებით მხარეები კისრულობენ ერთად იმოქმედონ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად. 4.8.1. უდავოდ არის დადგენილი, რომ 1990 წლიდან ვ--–------ ქ-----–---–ი, გ------ი ქ------ე და ტ------– ზ----–--ე სწორედ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად მოქმედებნენ. ამის შესაბამისად, მათ საერთო საქმიანობის ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული. 4.9. აღნიშნული კოდექსის 449-ე მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, საერთო საქმიანობის შედეგად შექმნილი ქონება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. 4.9.1. დადგენილია, რომ სადავო კარადა სწორედ ვ--–------ ქ-----–---–ის, გ------ი ქ------ისა და ტ------– ზ----–--ის საერთო საქმიანობის შედეგად შეიქმნა, ამიტომ იგი მათი საერთო საკუთრებაა. 4.9.2. საყურადღებოა, რომ ქონება საერთო საკუთრებად ჩაითვლებოდა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შემთხვევაშიც, რადგან ამ ნორმატიული აქტის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ის, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს. 4.10. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ თანამესაკუთრეებმა სადავო ქონება აპელანტს მიაბარეს. 4.10.1. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება საქმეში არ არის და ამის თაობაზე არც მოწმეებს მიუთითებიათ. 4.10.2. გარდა ამისა, ასეც რომ ყოფილიყო, იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 428-ე მუხლის თანახმად, შენახვის ხელშეკრულება, რომლის თუნდაც ერთი მხარე მოქალაქე იყო, თუ ჩაბარებული ქონების ღირებულება 100 მანეთს აღემატებოდა, აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა დადებულიყო. თანამესაკუთრეებსა და ს---–---- ქ------ეს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება კი საქმის მასალებში არ მოიპოვება. 4.10.3. ამის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა აპელანტის მიმართ ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. 4.11. ამავდროულად, მოწმეების, უჩა ბ--------ის, გ---–----- შ---–----ისა და ნ---------------ის ჩვენებებით უთუოდ დგინდება, რომ სადავო ქონებას აპელანტი ფლობს. 4.11.1. აღნიშნულს ადასტურებს გ------ი ქ------ის ჩვენებაც, რომლის თქმითაც კარადა ს---–---- ქ------ეს ეკუთვნოდა, რადგან მის დასამზადებლად ხარჯი ჰქონდა გაწეული. 4.11.2. თუმცა, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს არ წარმოუდგენია. 4.12. პალატის აზრით, სადავო ნივთზე საკუთრების უფლება აპელანტმა ვერ დაამტკიცა. 4.12.1. აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სადავო ნივთი მას ეკუთვნის. საქმეში არც ამ ქონების მოვლისა და პატრონობისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვება. 4.12.2. 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 449-ე მუხლის საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები გაიღებენ ამ კოდექსის 447-ე მუხლში აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფულს ან ქონებას ანდა მონაწილეობენ საქმეში საერთო შრომით. ხელშეკრულების მონაწილეების ფულადი ან სხვა ქონებრივი შენატანები... მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს. 4.12.3. ამის შესაბამისად, ის შენატანი, რაც აპელანტის ძმამ საერთო საქმეში განახორციელა, ყველა მონაწილის საერთო საკუთრება იყო და, მხოლოდ, ამის საფუძველზე იგი შექმნილ ქონებაზე ინდივიდუალურ საკუთრებას ვერ მოიპოვებდა. 4.12.4. საქმის მასალებით არ დგინდება არც ის, რომ საერთო საქმიდან გ------ი ქ------ის გასვლის შემდეგ თანამესაკუთრეებმა საზიარო ქონება ნატურით გაიყვეს და გ------ი ქ------ეს კარადის სადავო ნაწილი მიაკუთვნეს. 4.12.5. საყურადღებოა, რომ ეს არც გ------ი ქ------ეს აღუნიშნავს. კერძოდ, მისი განმარტებით, მოსარჩელემ სადავო ნივთის გადაცემა რამდენჯერმე სთხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა, რადგან მისთვის კუთვნილი ჩარხ-დანადგარები არ დაუბრუნებიათ და კარადის დასამზადებლად დახარჯული მასალის თანხა არ გადაუხდიათ. 4.12.5. პალატის აზრით, აღნიშნული განმარტება საერთო ქონების გაყოფის შესახებ მხარეთა შეთანხმებას თავისთავად გამორიცხავს. 4.13. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. 4.13.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. 4.13.2. მოსარჩელე მოპასუხისაგან რაიმე მოქმედების შესრულებას ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას, ე.ი. ვალდებულების შესრულებას კი არ ითხოვს, არამედ სხვისი უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის დაბრუნება სურს. 4.13.3. ამგვარი მოთხოვნა კი სასარჩელო ხანდაზმულობას არ ექვემდებარება. 4.14. გარდა ამისა, აპელანტი სადავო ნივთის, როგორც საკუთარის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობის ფაქტზე უთითებს. 4.14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით). 4.14.2. ამის შესაბამისად, არსებითად, აპელანტის განმარტებით მას სადავო ქონებაზე საკუთრება ხანდაზმულობით აქვს შეძენილი. 4.15. პალატა არ ეთანხმება ამ პოზიციას. 4.15.1. ზემოხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა. 4.15.2. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ნივთი ვ--–------ ქ-----–---–ის, გ------ი ქ------ისა და ტ------– ზ----–--ის საერთო საქმიანობის შედეგად იყო შექმნილი, აპელანტმა იმთავითვე იცოდა. 4.15.3. მეტიც, ერთ-ერთი მოწმის, თ--- ჯ--------ის განმარტებით, კარადის შესაძენად მისულს „ოჯახის პატრონმა ს---–----მ“ განუცხადა, რომ კარადის ფასის დაკლების უფლება არ ჰქონდა და ამის თაობაზე „ვინც იყო მეპატრონე“, მას უნდა მოლაპარაკებოდა. 4.15.4. ამის შესაბამისად, აპელანტისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ სადავო ნივთი მას არ ეკუთვნოდა, ეს კი ხანდაზმულობით საკუთრების შეძენას გამორიცხავს. 4.16. ამის მიუხედავად, პალატის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა აპელანტის მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლოა. 4.16.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სადავო ქონებას აპელანტი გ------ი ქ------ის ნების საფუძველზე ფლობს. 4.16.2. გ------ი ქ------ე ქონების თანამესაკუთრეა. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტს სადავო ქონება ნამდვილი უფლების საფუძველზე აქვს მიღებული. 4.16.3. გ------ი ქ------ეს აპელანტის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე თანხმობა გამოუხატავს. 4.16.4. ამის შესაბამისად, აპელანტი სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კი დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. 4.17. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სადავო ქონებას, არა მარტო, აპელანტი, არამედ გ------ი ქ------ეც ფლობენ. 4.17.1. მოსარჩელეს გ------ი ქ------ესთან შედარებით ქონების ფლობის უკეთესი უფლება არა აქვს. 4.17.2. ქუთაისში, კ----–--ის ქ. N---დან კარადის გადაადგილება გ------ი ქ------ის, ე.ი. თანამესაკუთრის მფლობელობიდან მის გასვლას ნიშნავს. 4.17.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. 4.17.4. ამ ნორმის საფუძველზე, მოსარჩელესაც ნივთის დაბრუნება ყველა თანამესაკუთრის, მათ შორის, ცხადია, გ------ი ქ------ის სასარგებლოდ შეეძლო მოეთხოვა. 4.17.5. გ------ი ქ------ის მფლობელობიდან გ------ი ქ------ისავე სასარგებლოდ ქონების გამოთხოვა, ცხადია, შეუძლებელია. 4.18. 2016 წლის 18 თებერვლის შეთანხმების პირობების შესრულებისა და ქონების რეალიზაციის მოთხოვნით ვ--–------ ქ-----–---–ს სარჩელი არ აღუძრავს და გ------ი ქ------ე მოპასუხედ არ დაუსახელებია. 4.19. ამ ვითარებაში, კი პალატის აზრით, სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას სადავო ქონების მხოლოდ ვ--–------ ქ-----–---–ისათვის დაბრუნების თაობაზე. 4.20. პალატის აზრით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის და, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ს---–---- ქ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და ვ--–------ ქ-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ვ--–------ ქ-----–---–ს ს---–---- ქ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 279 ლარის ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ს---–---- ქ------ისათვის კაკლის ხის კარადის განკარგვის აკრძალვის თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ს---–---- ქ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება;

3. ვ--–------ ქ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ვ--–------ ქ-----–---–ს ს---–---- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 279 ლარის გადახდა;

5. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ს---–---- ქ------ისათვის კაკლის ხის კარადის განკარგვის აკრძალვის თაობაზე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე