1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).
2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდ
მთავარი მონაცემები
ვადახუთი წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
საქმე №ბს-59(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2025
…პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლი ითვალისწინებს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენას ხანდაზმულობით. მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების…
საქმე №ბს-267(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლს. კასატორის მითითებით, საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმა არ მიუთითებს საკუთრების უწყვეტობაზე. რაც შეეხება მფლობელობის უწყვეტობას, ეს წინაპირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე, 166-ე და 167-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა…
საქმე №ას-1605-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2023
…45 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდის მალის ნაშენის (ფერმის) იდენტურობა მოპასუხის ბალანსზე რიცხულ და მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ლითონის ხიდის მალის ნაშენთან (ფერმასთან). სადავო ნივთთან მიმართებით მოპასუხემ ასევე მიუთითა სსკ-ის 165-ე მუხლის საფუძველზე საკუთრების უფლების შეძენაზე. 12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი…
საქმე №ას-1667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2020
…შესრულებას კი არ ითხოვდა, არამედ მას სურდა სხვისი უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის დაბრუნება, ამგვარი მოთხოვნა კი, სასარჩელო ხანდაზმულობას არ ექვემდებარება. 14. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ქონებაზე საკუთრება ხანდაზმულობით ჰქონდა შეძენილი. სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა თავიდანვე იცოდა,…
…გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 21. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ მან სადავო ექსკავატორზე საკუთრების უფლება ხანდაზმულობით შეიძინა. 22. სსკ-ის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ 2012 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელემ სადავო ექსკავატორით…