1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს.

2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია სააღსრულებო მოქმედების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს.

3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.4