1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს მმართველად ინიშნება მოვალე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსალოდნელი არ არის მის მიერ მმართველობის წესიერად წარმართვა.

2. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველს და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზედამხედველად შეიძლება დანიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო ზედამხედველის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს 2013 წლის
25
დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

თავი XIV1

გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.1