გადაცემაზე შეიძლება უარი ითქვას:
(ა)თუ დაკავებული პირი არ ეთანხმება;
(ბ)თუ მისი მოპასუხე მხარის ტერიტორიაზე ყოფნა აუცილებელია სისხლის სამართლებრივი დევნისათვის;
(გ) თუ გადაცემამ შეიძლება გაახანგძლივოს მისი დაკავების ქვეშ ყოფნა; ან
(დ)არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა ის არ გადაეცეს მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე.
2.მე–2 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით წინა პუნქტში გათვალისწინებული დაკავებულ პირთა სატრანზიტო გადაყვანა ამ კონვენციის წევრი მესამე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით დაიშვება მომთხოვნის მხარის იუსტიციის სამინისტოროს მიერ ტრანზიტული ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსადმი შუამდგომლობის საფუძველზე,რომელსაც თან ერთვის ყველა აუცილებელი დოკუმენტი. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს მისი მოქალაქის ტრანზიტზე.
3.გადაცემული პირი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე რჩება დაკავების ქვეშ და სადც საჭიროა ტრანზიტული მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარე რომელსაც ეთხოვა გადაცემა არ მოითხოვს მის განთავისუფლებას