2. გადაუდებელ შემთხვევაში სასამართლო დავალებები შესაძლებელია გადაგზავნილი იქნას ერთი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მეორე მხრის სასამართლო ორგანოებისადმი. მათზე პასუხები შესაბამისი დოკუმენტებით უბრუნდებათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არხებით.
3. მე–13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თხოვნები, შესაძლებელია გადაგზავნილ იქნას დაინტერესებული სასამართლო ორგანოების მიერ მოპასუხე მხარის სასამართლო ორგანოებისადმი და პასუხები შეიძლება დაუბრუნდეთ უშუალოდ ამ ორგანოებისაგან. მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული თხოვნები ეგზავნება მომთხოვნი მხრის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოპასუხე მხარის იუსტიციის სამინისტროს.
4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე–3 პუნქტით გაუთვალისწინებელი თხოვნები ურთიერთდახმარების შესახებ, კერძოდ კი იმ თხოვნებს, რომლებიც ეხება ბრალის წაყენებამდე გამოძიების ჩატარებას, შესაძლებელია გადაგზავნოს უშუალოდ სასამართლო ორგანოების მიერ.
5.იმ შემთხვევებში,როდესაც წინამდებარე კონვენციით დაშვებულია პირდაპირი გადაცემა, ის შეიძლება განხორციელდეს ინტერპოლის მეშვეობით.
6.ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვრენციის ხელმოწერის, სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით ამცნოს, რომ სხვა არხების საშუალებით , რაც არ არის მოყვანილი წინამდებარე მუხლში ან მოთხოვოს, რომ წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო დავალების ასლი იმავდროულად მიეწოდოს მის იუსტიციის სამინისტროს.
7.წინამდებარე მუხლის დებულებანი არ ლახავენ იმ ორმხრივ შეთანხმებებასა და მოლაპარაკებებს,რომლებიც მოქმედებენ ხელშემკვრელ მხარეთა შორის და რომლებითაც გათვალისწინებულია დახამრების შესახებ თხოვნის გადაცემა მათი შესაბამისი ორგანოების მიერ