1. შესაბამისი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, მხარეს, რომელიც ითხოვის საქმის განხილვას და ამისთვის საჭიროა ამ მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირის დასწრება, შეუძლია დროებით გადასცეს ეს პირი მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც იხილება აღნიშნული საქმე.
2. ზემოხსენებული შეთანხმება მოიცავს დებულებებს პირის დროებით გადაცემასა და მისი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე დაბრუნების თარიღის შესახებ.
3. თუ შესაბამისი პირის გადაცემისთვის საჭიროა მისი თანხმობა, განცხადება თანხმობის შესახებ ან მისი ასლი დაუყოვნებლივ გადაეცემა მოთხოვნის მიმღებ მხარეს.
4. გადაცემული პირი რჩება პატიმრობაში მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე და, შესაბამის შემთხვევაში, იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის გავლითაც ტრანზიტია მოთხოვნილი, თუ მხარე, რომლის ტერიტორიიდანაც მოხდა პირის გადაყვანა, არ მოითხოვს მის გათავისუფლებას.
5. მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე პატიმრობის ვადა გამოაკლდება დაკავების იმ ვადას, რომელსაც შესაბამისი პირი ვალდებულია ან იქნება ვალდებული, დაექვემდებაროს მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე.
6. კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-12 მუხლის დებულებები გამოიყენება mutatis mutandis.
7. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის მეშვეობით, შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შეთანხმების დადებამდე, აუცილებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა, ან იქნება აუცილებელი განცხადებაში მითითებული გარკვეული პირობების შესაბამისა