1.  ყოველი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ექსტრადიციას დაქვემდებარებული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების ფარგლებში,  უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე ბრალდებულის კონტროლირებული გადაცემის შესაძლებლობა.

2. გადაწყვეტილება კონტროლირებული გადაცემის გატარების შესახებ მიიღება მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ამ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

3. კონტროლირებული გადაცემა ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის პროცედურების შესაბამისად. მოქმედების, ოპერაციების ხელმძღვანელობისა და მათი გატარების კომპეტენცია ეკუთვნის ამ მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.

4. მხარეები, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, უთითებენ ამ მუხლის მიზნებისთვის დადგენილ კომპეტენტურ ორგანოებს. მომავალში მათ ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეუძლიათ შეცვალონ თავისი განცხადების პირობებ