1. მომთხოვნი მხარის თხოვნის საფუძველზე და კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებების დაურღვევლად, მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მომთხოვნ მხარეს განკრგულებაში გადასცეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ნივთები, რათა დაუბრუნოს ისინი მათ კანონიერ მფლობელებს.
2. იყენებს რა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებს, მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი თქვას ნივთების მიღებამდე და მიღების შემდეგ მომთხოვნი მხარისათვის მათ დაბრუნებაზე, თუ უზურნველყოფილი იქნება მათი კანონიერი მფლობელისთვის ამ ნივთების რესტიტუცია. კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებები უნდა არ უნდა შეილახოს.
3. მომთხოვნი მხარისათვის ნივთების გადაცემამდე უარის თქვის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარე არ განახორციელებს უსაფრთხოების უფლებას ან კომპენსაციის სხვა უფლებას საგადასახადო ან საბაჟო კანონმდებლობების შესაბამისად ამ ნივთებთან მიმართებაში.
4. მე-2 პუნქტში მითითებული უარი, არ აზარალებს მოთხოვნის მიმღები მხარის გადასახადებისა და სხვა გადასახდელების კანონიერი მფლობელებისგან ამოღების უფლება