1. საკუთარი გამოძიებისა და სამართალწარმოებისადმი ზიანის მიუყენებლად, მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს გაუგზავნოს თავიანთი გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, თუ ჩათვლიან, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა, დაეხმაროს მიმღებ მხარეს გამოძიების ან სამართალწარმოების დაწყებასა და გაგრძელებაში, ან გამოიწვიოს მხარის მიერ მოთხოვნის დაყენება კონვენციისა და მისი ოქმების შესაბამისად.
2. ინფორმაციის მიმწოდებელ მხარეს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია დააწესოს ამ ინფორმაციის მიმღები მხარის მიერ გამოყენების პირობები.
3. მიმღები მხარე ვალდებულია, დაემორჩილოს ხსენებულ პირობებს.
4. თუმცა, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის გზით, შეუძლია განაცხადოს, რომ ის ინარჩუნებს უფლებას არ შეიზღუდოს თავი იმ პირობებით, რომელიც მას ეკისრება ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის მიერ მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ის არ მიიღებს წინასწარ შეტყობინებას მიწოდებული ინფორმაციის ხასიათის შესახებ და არ იქნება თანახმა მის გადაცემაზ