კონვენციის მე-20 მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:

„1. მხარეები ერთმანეთისგან არ  მოითხოვენ არანაირი ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც გამომდინარეობს ამ კონვენციის ან მისი ოქმების გამოყენებიდან, გარდა:

ა. ხარჯებისა, რომელებიც დაკავშირებულია მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე ექსპერტების ყოფნასთან;

ბ. ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია დაპატიმრებული პირების გადაყვანასთან, რომელიც ხორციელდება ამ კონვენციის მე-11 მუხლისა და მისი მეორე დამატებითი ოქმის მე-13 ან მე-14 მუხლების შესაბამისად;

გ. მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებისა.

2. თუმცა, ხარჯები ვიდეო და სატელეფონი კავშირის დამყარებისთვის, ხარჯები ვიდეო და სატელეფონო კავშირის მომსახურებისთვის მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, მხარის მიერ უზრუნველყოფილი თარჯიმნის გასამრჯელო და მოწმეთა ხელფასი, ასევე მათი სატრანსპორტო ხარჯები მოთხოვნის მიმღებ მხარის ტერიტორიაზე, ანაზღაურდება მომთხოვნი მხარის მიერ, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.

3. მხარეები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს ხარჯების დაფარვის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

4. წინამდებარე მუხლის დებულებები ვრცელდება ამ კონვენციის მე-10 მუხლზე მე-3 პუნქტისადმი  ზიანის მიუყენებლად.