კონვენციის მე-15 მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„1. მოთხოვნები ურთიერთდახმარების აღმოჩენაზე, ასევე სპონტანური ინფორმაცია, წერილობითი ფორმით ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის იუსტიციის სამინისტროს და მათზე პასუხები ბრუნდება იმავე არხების მეშვეობით, თუმცა ისინი შეიძლება გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღებ სასამართლო ორგანოებს და მათზე პასუხები ბრუნდება იმავე არხების მეშევებით.
2. ამ კონვენციის მე-11 მუხლითა და ამ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მე-13 მუხლით გათვალისწინებული განცხადებები, ნებისმიერ შემთხვევაში ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის იუსტიციის სამინისტროს და უკან ბრუნდება იმავე არხების მეშვეობით.
3. ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნები, რომლებიც ეხება ამ კონვენციის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალწარმოებებს, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებს და უკან დაბრუნდნენ იმავე არხების მეშვეობით.
4. ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ამ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, შეიძლება გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.
5. მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით, შეიძლება გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის შესაბამისი სასამართლო ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის შესაბამის ორგანოებს, და პასუხები შეიძლება დაბრუნდეს უშუალოდ ამავე ორგანოების მიერ. მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის იუსტიციის სამინისტროს.
6. მოთხოვნები საბრალდებო დოკუმენტებსა და მათი ზომების ასლებზე, როგორც ეს მითითებულია ამ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-4 მუხლში, შესაძლოა, პირდაპირ გაეგზავნოს კომპეტენტურ ორგანოებს. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით, შეუძლია განსაზღვროს, ამ პუნქტის მიზნებისთვის, რომელი ორგანოები შეიძლება იქნეს განხილული როგორც კომპეტენტური.
7. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც პირდაპირი გადაცემა ნებადართულია ამ კონვენციით, იგი შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლი) მეშვეობით.
8. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, შეუძლია დაიტოვოს უფლება, შეასრულოს ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნები, ან სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე პირობიდან:
ა. მოთხოვნის ასლი იგზავნება განცხადებაში აღნიშნილ ცენტრალურ ორგანოში;
ბ. მოთხოვნები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისას არსებული მოთხოვნებისა, იგზავნება განცხადებაში აღნიშნულ ცენტრალურ ორგანოში;
გ. გადაუდებელი მიზეზების გამო პირდაპირი გადაცემის შემთხვევაში, ასლი პარალელურად ეგზავნება მხარის იუსტიციის სამინისტროს;
დ. ურთიერთდახმარების შესახებ რამდენიმე ან ყველა მოთხოვნა ეგზავნება მხარეს იმ არხების მეშვეობით, რომლებიც განსხვავდება წინამდებარე მუხლით გათვალისწიებული არხებისგან.
9. ამ კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნები და ნებისმიერი სხვა შეტყობინება, შესაძლოა გაიგზავნოს ნებისმიერი ელექტრონული ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით იმ პირობით, რომ მომთხოვნი მხარე, ნებისმიერ დროს მოთხოვნის საფუძველზე, მზად იქნება წარმოადგინოს მისი წერილობითი ჩანაწერი და ორიგინალი. გარდა ამისა, ხელშემკვრელ მხარეს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, შეუძლია განსაზღვროს პირობები, რომლის საფუძველზეც მას ექნება სურვილი, მიიღოს და შეასრულოს ელექტრონული და ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული მოთხოვნები.
10. ამ მუხლის დებულებები არ მოუტანს ზიანს მხარეებს შორის მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებსა თუ განაწესებს, რომლებიც ითვალისწინებენ დახმარების შესახებ მოთხოვნების უშუალო გადაცემას მათ შესაბამის ორგანოებს შორის.