1. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია გადადოს მოთხოვნასთან დაკავშირებული ქმედების შესრულება, თუ ამგვარი ქმედება ზიანს აყენებს გამოძიებას, ბრალდებას ან მასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას, რომელიც ტარდება მისი ორგანოების მიერ.
2. მოთხოვნის მიმღები მხარე, დახმარების მოთხოვნაზე უარის თქმამდე ან მის გადადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნ მხარესთან კონსულტაციების შედეგად, განიხილავს მოთხოვნის ნაწილობრივ შესრულების შესაძლებლობას ან იმ პირობებით შესრულებას, რომელსაც იგი ჩათვლის აუცილებლად.
3. თუ მოთხოვნა გადაიდო, მხარეები ასეთი გადადების მიზეზების თაობაზე შეატყობინებენ ერთმანეთს. მოთხოვნის მიმღები მხარე ასევე შეატყობინებს მომთხოვნ მხარეს ნებისმიერი მიზეზის შესახებ, რომლებიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნის შესრულებას ან, შესაძლოა, მნიშვნელოვნად აყოვნებენ მის შესრულება