თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება
სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლი · სკ 500
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-970-935-2016
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლი გამორიცხავდა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
- საქმე №ას-430-407-2014
…დარჩენილ საფასურს გადაიხდიდნენ გრაფიკით, რაც არ მომხდარა. ამავე წერილით, შპს „ა.პ.მა“ უარი უთხრა შპს „ბ.ს“ ხელშეკრულების მოშლაზე და საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე (სკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 352-ე, 369-ე, 405-ე, 500-ე მუხლები), ამასთან, მოითხოვა ნასყიდობის დარჩენილი საფასურის სრულად გადახდა; ამ წერილის პასუხად, შპს „ბ-მა“ 2012 წლის 26 ნოემბერს „ა.პ.ს“ ასევე წერილობით აცნობა, რომ, მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, კვლავ ითხოვდა 2010 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების მოშლას და ავანსის სახით გადახდილი 183 656 ლარის უკან დაბრუნებას.
- საქმე №ას-1297-1317-2011
სასამართლო ვალდებული იყო შეფასება მიეცა ამ საკითხისათვის და გადაწყვეტილება დაესაბუთებინა სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლით, რის გამოუყენებლობითაც გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია. გასაჩივრებული განჩინების არასაკმარის იურიდიულ დასაბუთებაზე მიანიშნებს ის…
- საქმე №3კ/518-02
კასატორის მითითებით სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი, მანამ, სანამ გამყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.
- საქმე №210210017001863535
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას ნივთის ფლობის უფლებამოსილების თაობაზე, ნასყიდობის საფასურის გადახდამდე, რაც მისი მითითებით სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლის თანახმად (თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი;
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი
- მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ
- მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა
- მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
- მუხლი 498. უფლების ან სხვა ქონების გადასვლა
- მუხლი 499. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე
- მუხლი 501. ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ
- მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები
- მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება
- მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი
- მუხლი 505. ცნება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 500, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-500/