თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება გადაეცემა ყოველ მომდევნო მყიდველს. მყიდველს შეუძლია თავისი უფლებების ფარგლებში მოთხოვნები წარუდგინოს შესაბამის გამყიდველს ნასყიდობათა ამ რიგშ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 499. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე
სამოქალაქო კოდექსის 499-ე მუხლი · სკ 499
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-643-973-07
…მოწესრიგდეს 1964 წლის 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსით, რადგან მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი იურიდიული ფაქტები უკავშირდება 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი და ამჟამად ძალადაკარგული ნორმატიულ აქტს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეების ფულადი ან სხვა ქონებრივი შენატანები, აგრეთვე, საერთო საქმიანობის შედეგად შექმნილი და შეძენილი ქონება მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს.
- საქმე №ბს-185-355-კ-03
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 499-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. კასატორის, შპს “ს-ის”, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №3კ/854-02
…იგი არ უნდა ჩაითვალოს ნივთობრივი ნაკლის მქონედ. სააპელაციო პალატის განჩინება რ. ხ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მიუთითებს, რომ ჯ. და თ. ბ.-ებმა იცოდნენ, რომ ავტომანქანა იყო ნაკლის მქონე, გადაკეთებული და დაზიანებული. სკ-ს 499-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება გადაეცემა ყოველ მომდევნო მყიდველს.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. წინამდებარე კონვენცია აწესრიგებს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებას და გამყიდველისა და მყიდველის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც ეს ხელშეკრულება წარმოშობს. კერძოდ,
- მუხლი 67. 1. თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის გადაზიდვას და გამყიდველი ვალდებული არ არის გადასცეს იგი რომელიმე კონკრეტულ ადგილას, რისკი გადადის მყიდველზე, როდესაც საქონელი ჩაბარდება პირველ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 493. უარის უფლება საქონლის მიღებაზე
- მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი
- მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ
- მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა
- მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
- მუხლი 498. უფლების ან სხვა ქონების გადასვლა
- მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება
- მუხლი 501. ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ
- მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები
- მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება
- მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 499, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-499/