1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.
3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №ას-842-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2021
…მეწარმე სუბიექტი არის, შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე მან აიღო პასუხისმგებლობა და ის სამართლებრივი რისკებიც იკისრა, რაც ხელშეკრულებდან გამომდინარეობს და პირის ნებაზე დამოკიდებული პირობის შესრულებას უკავშირდება. სსკ-ის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც. უფლების…
…ვალდებულებები. კერძოდ, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 116 360 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა შეადგენს 109 741 აშშ დოლარს, ხოლო ბ- ხ-ეს - 63 458 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა შეადგენს - 88 842 აშშ დოლარს. 37. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 498-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც. 38.…
საქმე №ას-995-1194-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2009
…საrჩელით კი დასტუrდება, rომ მას წილის შეძენის სუrვილი აr გააჩნდა. მოცემული დავა სამოქალაქოსამაrთლებrივი ხასიათისაა და იგი უნდა მოწესrიგებულიყო სამოქალაქო კოდექსში ნასყიდობის ხელშეკrულების მაrეგულიrებელი ნოrმების, კეrძოდ, სამოქალაქო კოდექსის 498-ე მუხლის პიrველი და მეოrე ნაწილების საფუძველზე. საქაrთველოს უზენაესი სასამაrთლოს სამოქალაქო, სამეწაrმეო და გაკოტrების საქმეთა პალატის 2008 წლის…
საქმე №3კ/1244-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2003
…შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა მიერ ვერ ხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ირღვევა ვალდებულება. თუ გამყიდველმა ვერ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მთლიანად მაშინ მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის…
…დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. 8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 198-ე, 199-ე, 204-ე, 352-ე, 405-ე, 498-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა მოთხოვნის დათმობის და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.…