განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330217716001212321
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5063-17 28 თებერვალი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები – ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - გ-----------–---
წარმომადგენელი - ვ-–--–--–------
მოწინააღმდეგე მხარე - იბა „ს----------–----------“, სს „ტ------------------ა“, ო-------–--------–------------–---–-, ნ---------------–-–---–---------------------ე, შპს „ა---–-----–---ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2----–-–---------–--- თ----------–----------------------–----–---–---------------–--------- და გ-----------–---მ სარჩელი აღძრეს მოპასუხეების იბა „ს----------–---------ის“, სს „ტ------------------ის“, ლ------------–---–ის, ნ---------------–-–---–---------------------------------–------- შპს „ა---–-----–---ის“ მიმართ და მათ შორის დადებული გარიგების შესრულება მოითხოვეს; ასევე, გარიგებით გათვალისწინებული, იბა „ს----------–---------ის“ საკუთრებაში რიცხული, უძრავი ქონების მოსარჩელეებისთვის, კერძოდ, თ----------–----თვის საკუთრებაში უძრავი ქონების ს/კ N--------------------------, ს---------------–----–---–ისთვის საკუთრებაში უძრავი ქონების ს/კ N--------------------------; თ---------–-------ისთვის საკუთრებაში უძრავი ქონების ს/კ N--------------------------- გ-----------–--ისთვის საკუთრებაში უძრავი ქონების ს/კ 0------------------------- გადაცემა მოითხოვეს.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გაუქმდა, რომლითაც იბა „ს----------–----------ს“ (I---------------------) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება და შემდგომი უფლებრივი დატვირთვა აეკრძალა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდა უძრავ ქონებებზე, მდებარე: ა. ქალაქი თბილისი, ქ---------–----–--–-------, საკადასტრო კოდი №--------------------------; ბ. ქალაქი თბილისი, ქ---------–----–--–-------, საკადასტრო კოდი №0-------------------------;
ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისში, ს---–----–--–---------------–- მდებარე უძრავ ნივთებზე: ა) საკადასტრო კოდი №--------------------------; ბ) საკადასტრო კოდი №0-------------------------; - საკუთრების უფლების ან არსებული საკუთრების უფლების ცვლილებების რეგისტრაცია აეკრძალა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გ-----------–---მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2----–-–------------ს სს „ტ------------------ასა“ და შპს „ა---–-----–---ას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულებით სს „ტ------------------ამ“ შპს „ა---–-----–---ას“ მის საკუთრებაში არსებული 716 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გადასცა (ტომი I, ს.ფ. 21).
6. ხელშეკრულებით, შპს „ა---–-----–---ამ“ იკისრა ვალდებულება სს „ტ------------------ისთვის“ აშენებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საოფისე ფართი 180 კვ.მ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცა და 2----–-–---------–----- შემოსავლების კომპენსაციის სახით, მშენებლობის დამთავრებამდე ყოველთვიურად 220 ლარი გადაეხადა. (ტომი I, ს.ფ. 10-19).
7. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები სამუშაოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. (ტომი I, ს.ფ. 21).
8. 2----–-–------------–ს შპს „ა---–-----–---ასა“ (შემსრულებელი) და იბა „ს----------–----------ს“ (დამკვეთი) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულებით შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, ს----------–--------------ში დამკვეთის 1 596 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, (რომელიც შედგება ო-------–---------- კვ.მ. სს „ტ------------------ას“ 716 კვ.მ., და შპს „ა---–-----–---ას“ 850 კვ.მ, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისაგან, სავარაუდოდ 4 000 კვ.მ.) დამტკიცებული სამშენებლო პროექტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი აეშენებინა.
9. 2----–-–------------–ის ხელშეკრულებით, შპს „ა---–-----–---ამ“ (შემსრულებელი) იკისრა ვალდებულება, იბა „ს----------–----------სთვის“ (დამკვეთი) ორი 90 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში, 180 კვ.მ. საოფისე ფართი თეთრი რემონტით და 716 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის 25%, 180 კვ.მ. საოფისე ფართის გამოკლებით გადაეცა (ტომი I, ს.ფ. 20).
10. დამკვეთზე მისაცემი ზ/აღნიშნული ფართების გარდა, შპს „ა---–-----–---ას“ თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო დანარჩენი ბინებისა და საოფისე ფართების გასხვისება, რაც ობიექტის დაფინანსების ძირითადი წყარო იქნებოდა. ასაშენებელი ფართის კოეფიციენტის დამატების შემთხვევაში, თუ დამკვეთი ხარჯებში წილობრივ მონაწილეობას მიიღებდა, მაშინ მას შესაბამისი ფართი გადაეცემოდა.
11. ამავე შეთანხმებით, შემსრულებელს შემოსავლების საკომპენსაციოდ, სს „ტ------------------ასთვის“ ყოველთვიურად, საცხოვრებელი სახლის დასრულებამდე, 220 ლარი უნდა გადაერიცხა (ტომი I, ს.ფ. 20).
12. ხელშეკრულების ძალით, შემსრულებელს ევალებოდა პროექტირების, მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის ხარჯებს გაღება (ტომი I, ს.ფ. 20).
13. 2----–-–------------- სადამფუძნებლო ხელშეკრულებით იბა „ს----------–----------“ დაფუძნდა და მის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ: ო-------–-----, შპს „ა---–-----–---ა“, სს „ტ------------------ა“, ლ------------–---–ი, ნ---------------–-–---–---------------------ე. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით ამხანაგობაში წევრთა შენატანების ოდენობა განისაზღვრა. (ტომი I, ს.ფ. 10-19).
14. 2----–-–------------- ხელშეკრულების მე-8 მუხლით ამხანაგობის წევრთა შორის წილის განსაზღვრის მექანიზმი განისაზღვრა, კერძოდ, დამფუძნებელ წევრთა კრება პერიოდულად დაამტკიცებდა ამხანაგობის წევრთა შორის წილობრივი თანასაკუთრების ტაბულას, რომლითაც განისაზღვრებოდა:
ა) ამხანაგობის თითოეული წევრის წილი, იმ საცხოვრებელი და/ან არასაცხოვრებელი ფართების პირობითი იდენტიფიკაციით, რომელზედაც შესაბამისი წევრი საკუთრების უფლებას მოიპოვებდა;
ბ) ინდივიდუალურ საკუთრებად განუსაზღვრელი საცხოვრებელი და/ან არასაცხოვრებელი ფართები (ტომი I, ს.ფ. 10-19).
15. იბა „ს----------–----------ს“ დამფუძნებელ წევრთა 2----–-–------------------ კრების ოქმის თანახმად, იბა „ს----------–---------ის“ ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების ტაბულა შემდეგი სახით დამტკიცდა:
საცხოვრებელი და საოფისე ფართები:
- შპს „ა---–-----–---ა“ - 4 599,10 კვ.მ.
- სს „ტ------------------ა“ - 179,7 კვ.მ.
- ნ---------------–-–---–- - 105,00 კვ.მ.
- ლ------------–---–ი - 141,30 კვ.მ.
- ო-------–----- - 133,40 კვ.მ.
- თ----------------- - 114,80 კვ.მ.
ავტოსადგომების ფართები:
- შპს „ა---–-----–---ა“ - 143,6 კვ.მ.
- სს „ტ------------------ა“ ---
- ნ---------------–-–---–- -16,00 კვ.მ.
- ლ------------–---–ი - 15,40 კვ.მ
- ო-------–----- - 15,40 კვ.მ (ტომი I, ს.ფ. 22-32).
16. 2----–-–---------------ს დამფუძნებელ წევრთა საერთო კრების ოქმი N---ს თანახმად, 2----–-–------------------ კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ა---–-----–---ისათვის“ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ქ. თბილისში, ს----------–-----------------–-, სა----------------–- დამტკიცებული შვიდსართულიანი N- მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლისა და მასში არსებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გაუქმდა. დამტკიცდა შესაბამისი ფართების განშლა და დანართი N---ს მიხედვით, განშლილ ფართებს შესაბამისი ნუმერაცია მიენიჭათ. (ტომი I, ს.ფ. 33-39).
17. 2----–-–------------–ს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თ---------–-------მა 36 560 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდის სანაცვლოდ შპს „ა---–-----–---ისგან“ ქ.თბილისი, ს---–----–--–---------------–- (ხელშეკრულების გაფორმების მომენტში - ს-------------- მდებარე მშენებარე სახლის, ს--------–-------–----–---------–------------------------------------- კვადრატული მეტრი შეიძინა (ტომი I, ს.ფ. 232-234).
18. 2----–-–-----------ს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გ-----------–---მ 110 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის სანაცვლოდ შპს „ა---–-----–---ისგან“ ქ. თბილისი, ს---–----–--–---------------–- (ხელშეკრულების გაფორმების მომენტში - ს-------------- მდებარე მშენებარე სახლის, ს--------–-------–----–-------- შენობა N-, ოფისი N- ფართით 1----- კვადრატული მეტრი შეიძინა (ტომი I, ს.ფ. 235-237).
19. 2----–-–------------------ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ს---------------–----–---–მა 80 00 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდის სანაცვლოდ, შპს „ა---–-----–---ისგან“ შეისყიდა იბა „ს----------–---------ის“ მიერ მშენებარე სახლის სა-------–-----–------------ კვ.მ.მქონე საოფისე „----------- მდებარე: ქ. თბილისი, ს---–----–--–---------------–- (ხელშეკრულების გაფორმების მომენტში - ს----------–----------ტომი I, ს.ფ. 229-231).
20. 2----–-–-----------ს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თ----------–---- 80 00 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდის სანაცვლოდ, შპს „ა---–-----–---ისგან“ შეისყიდა იბა „ს----------–---------ის“ მიერ მშენებარე I--------------–------------------------------------------- კვ.მ. მდებარე: ქ. თბილისი, ს---–----–--–---------------–- (ხელშეკრულების გაფორმების მომენტში - ს----------–----------ტომი I, ს.ფ. 226-228).
21. 2----–-–----------------- ს---------------–----–---–მა, თ---------–-------მა და თ----------–---- მოთხოვნების დათმობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს და მოსარჩელე გ-----------–---ს შპს „ა---–-----–---ისა“ და იბა „ს----------–----------ს“ (ამხანაგობის წევრების) მიმართ არსებული მოთხოვნები დაუთმეს. ხელშეკრულების თანახმად:
- ს---------------–----–---–მა მოსარჩელე გ-----------–---ს შპს „ა---–-----–---ასთან“ 2----–-–------------------ გაფორმებული N-- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა მოთხოვნა და უფლება, მათ შორის, ქ.თბილისი, ს---–----–--–---------------–- მდებარე სახლის 1---------- მქონე საოფისე „----------- საკუთრებაში მიღების უფლება გადასცა;
- თ---------–-------მა მოსარჩელე გ-----------–---ს შპს „ა---–-----–---ასთან“ 2----–-–------------–ს გაფორმებული N-- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა მოთხოვნა და უფლება, მათ შორის, ქ.თბილისი, ს---–----–--–---------------–- მდებარე სახლის, ს--------–------- 9--------- ფართის საკუთრებაში მიღების უფლება გადასცა.
- თ----------–---- მოსარჩელე გ-----------–---ს შპს „ა---–-----–---ასთან“ 2----–-–-----------ს გაფორმებული N-- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა მოთხოვნა და უფლება, მათ შორის ქ.თბილისი, ს---–----–--–---------------–- მდებარე სახლის I--------------–---- ოთახიანი 1---------- ფართობის მქონე ბინის საკუთრებაში მიღების უფლება გადასცა (ტომი I, ს.ფ. 336-338).
22. თ---------–-------ისა და გ-----------–--ისათვის, შპს „ა---–-----–---ასთან“ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გადასაცემი ქონებები, რომელთა მახასიათებლებია: 1) ქ. თბილისი, ს---–----–--–-----------------–-------------–-ს, ს--------–-------–----–-------- შე----------------------------- 9---- კვადრატული მეტრი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0--------------------------; 2) ქ. თბილისი, ს---–----–--–-----------------–-------------–-ს, ს--------–-------–----–-------- შ---------------------------------------ვადრატული მეტრი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------), საჯარო რეესტრში იბა „ს----------–---------ის“-სახელზეა რეგისტრირებული (ტომი I, ს.ფ. 554-563).
23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ა---–-----–---ის“ სარჩელი მოპასუხეების სს „ტ------------------ა“, ო-------–--------–------------–---–-, ნ---------------–-–---–---------------------ისა და იბა „ს----------–---------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების (სადავოდ გამხდარი ქონება ამჟამინდელ სარჩელში სადავო ქონების იდენტურია) მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 357-371);
24. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელეები (თ----------–--ა, ს---------------–----–---–ი, თ---------–-------ი, გ-----------–---) ამხანაგობა „ს----------–---------ის“ წევრები ამხანაგობის ხელშეკრულებით დადგენილი წესების შესაბამისად არ გამხდარან. ამხანაგობის წევრებს მათი ამხანაგობაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შესაბამისად, ისინი ამხანაგობის წევრებს არ წარმოადგენენ. ამასთან, ამხანაგობას მოსარჩელეების წინაშე რაიმე სახის ქონების გადაცემის ვალდებულება არ აუღია. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეებს ამხანაგობა „ს----------–---------ის“ მიმართ სადავო ფართებზე საკუთრების უფლების გადაცემის სახელშეკრულებო საფუძველი არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონებების გადაცემის ვალდებულება თ----------–----ათვის, ს---------------–----–---–ისათვის, თ---------–-------ისათვის და გ-----------–--ისათვის სწორედ შპს „ა---–-----–---ამ“ აიღო. შპს „ა---–-----–---ის“ სახელით მითითებულ ხელშეკრულებებს ზ---–---–---–--ე აწერს ხელს. ამავე ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ ხელშეკრულების საგანს საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემა წარმოადგენს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 226-237). თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება შპს „ა---–-----–---ის“ უფლება გადასაცემ ფართთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რის საფუძველზე მოხდა შპს „ა---–-----–---ის“ მიერ იმ ქონებების მოსარჩელეების სახელზე გასხვისება, რომელიც ამხანაგობას შპს „ა---–-----–---ისათვის“ არ გადაუცია.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების მიმართაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე დადებული გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა კრედიტორს ეკუთვნოდეს. მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოვალე მხოლოდ მაშინ იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მოვალეობას, თუ ცედენტმა ცესიონერს ნამდვილი უფლება გადასცა. თუ მოთხოვნის უფლება არ არსებობს, შესაბამისად, მოთხოვნის გადაცემა არ ხორციელდება ნამდვილი უფლების საფუძველზე, რაც გარიგებას კანონსაწინააღმდეგოს ხდის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად აქცევს.
26. განსახილველ შემთხვევაში შპს „ა---–-----–---ამ“ მოსარჩელე ფიზიკურ პირებს (თ----------–----, ს---------------–----–---–ს, თ---------–-------ს, გ-----------–---ს) მოთხოვნა კი არ დაუთმო, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ფართებზე, რომელზეც საკუთრების უფლება თავად არ ჰქონდა მოპოვებული. უფრო მეტიც, სადავო იყო აღნიშნულ ფართებზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნის მართლზომიერება. შესაბამისად, მოთხოვნის გასხვისებასა და ფართის გასხვისებას შორის განსხვავებას არსებითი მნიშვნელობა აქვს წინამდებარე დავაზე სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეებს შპს „ა---–-----–---ისაგან“ მოთხოვნის უფლება ექნებოდათ შეძენილი, ისინი ამხანაგობის მიმართ სამართალურთიერთობაში შპს „ა---–-----–---ას“ ჩაანაცვლებდნენ და მათი მოთხოვნის უფლება პირდაპირ ამხანაგობის მიმართ პროცესუალურ-სამართლებრივად დასაბუთებული იქნებოდა (სათანადო მოსარჩელეები იქნებოდნენ), თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სხვა ვითარება გვაქვს სახეზე, მოსარჩელეებმა შპს „ა---–-----–---ასთან“ ფართების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. თავის მხრივ, აღნიშნული ფართები, შპს „ა---–-----–---ას“ ამხანაგობისაგან უნდა მიეღო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები ამხანაგობის (წევრების) მიმართ ფართების გადაცემის მოთხოვნით არასათანადო მოსარჩელეები არიან, ვინაიდან მათ აღნიშნული მოთხოვნის წარმოდგენის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
27. ამდენად, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ მოსარჩელე (თ----------–--ა, ს---------------–----–---–ი, თ---------–-------ი, გ-----------–---) ფიზიკურ პირებს ამხანაგობის (წევრების) მიმართ ფართების გადაცემის მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა, მისი საფუძვლიდან გამომდინარე, შპს „ა---–-----–---ას“ მიემართება. თავის მხრივ კი შპს „ა---–-----–---ა“ აღნიშნული ფართების გადაცემას ამხანაგობისაგან ითხოვდა, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოცემულ დავაში პრეიუდიციული ძალა აქვს იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილია, რომ შპს „ა---–-----–---ას“ ამხანაგობის მიმართ სადავო ფართებზე დასაბუთებული და საფუძვლიანი მოთხოვნის უფლება არ აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოების ეჭვქვეშ დაყენება და ხელახლა გადასინჯვა, მით უფრო, არასათანადო მოსარჩელეების სარჩელის საფუძველზე, ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების კანონიერი ძალის პრინციპს, ერთხელ გადაწყვეტილი დავის მიმართ მოქალაქეთა კანონიერი ნდობის ლეგიტიმურ უფლებას და ა. შ. რაც ერთობლიობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი კომპონენტებს წარმოადგენს.
28. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ფიზიკურ პირებს (თ----------–----, ს---------------–----–---–ს, თ---------–-------სა და გ-----------–---ს) მოთხოვნის უფლება შპს „ა---–-----–---ის“ მიმართ გააჩნიათ და არა პირდაპირ ამხანაგობის (წევრების) მიმართ, ხოლო, თავის მხრივ, შპს „ა---–-----–---ას“ მოთხოვნის უფლება ამხანაგობის (წევრების) მიმართ ჰქონდა, რაზეც სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ შპს „ა---–-----–---ის“ მოთხოვნა ამხანაგობის მიმართ საფუძვლიანი არ იყო. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები აღნიშნული დადგენილი ფაქტის გადასინჯვას ითხოვენ, რაც დაუშვებელია, მით უფრო, ამხანაგობის (წევრების) მიმართ არასათანადო მოსარჩელეების სარჩელის საფუძველზე. პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს ამხანაგობის მიმართ ფართების გადაცემის თაობაზე დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმომშობი არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საფუძველი არ გააჩნიათ, ამიტომ მათი მოთხოვნა ეფუძნება სწორედ იმას, რომ შპს „ა---–-----–---ას“ აქვს ამხანაგობისაგან ფართების მოთხოვნის უფლება, რაზეც სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ შპს „ა---–-----–---ას“ აღნიშნული მოთხოვნა ამხანაგობის (წევრების) მიმართ არ გააჩნია.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს ფაქტის დადგენა მასზედ, ჰქონდა, თუ არა, შპს „ა---–-----–---ას“ ამხანაგობისაგან იმ ფართებზე საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება, რომელ ფართებზეც საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება მან ფიზიკური პირების (მოსარჩელეები) წინაშე აიღო. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების არსებითი კვლევის შედეგად დაადგინა, რომ შპს „ა---–-----–---ამ“ ფიზიკური პირების წინაშე იმ ფართებზე აიღო საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება, რომელზე მოთხოვნის უფლებაც ამხანაგობის წინაშე თავადაც არ გააჩნდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ იბა „ს----------–----------“ 2----–-–-----------ს დაფუძნდა, რომლის დამფუძნებლებსაც ო-------–-----, შპს „ა---–-----–---ა“, სს „ტ------------------ა“, ლ------------–---–ი, ნ---------------–-–---–- და თ----------------- წარმოადგენენ. ამავე ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ამხანაგობის წევრთა შორის წილების განაწილების წესი, კერძოდ კი, წილობრივი თანასაკუთრების ტაბულა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება ფაქტი მასზედ, რომ შპს „ა---–-----–---ამ“ ფართები აღნიშნული ტაბულის შესაბამისად სრულად მიიღო. რაც შეეხება შპს „ა---–-----–---ის“ მიერ იმაზე მეტ ფართზე მოთხოვნის უფლებას, ვიდრე მითითებული ტაბულით განისაზღვრა, აღნიშნული საკითხი ერთხელ უკვე გახდა სასამართლო განსჯის საგანი და დადგინდა, რომ შპს „ა---–-----–---ას“ იმაზე მეტი ფართის მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, ვიდრე აღნიშნული 2----–-–------------- თანასაკუთრების ტაბულით განაწილდა (ტომი 1, ს.ფ. 357-361). შესაბამისად, თუ ვიტყვით, რომ შპს „ა---–-----–---ას“ ამხანაგობის მიმართ მითითებული უფლება არ ჰქონდა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ არც მოსარჩელეებს აქვთ ამხანაგობისაგან აღნიშნულ ფართებზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნის უფლება. უფრო მეტიც, პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ადრესატი და შესაბამისად, დასახელებულ მოთხოვნაზე პასუხისმგებელი სუბიექტიც შპს „ა---–-----–---აა“ და არა ამხანაგობა. ამდენად, წარმოუდგენელია მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ ამხანაგობის წევრთა მიმართ, ვინაიდან პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უთითებს, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის ვალდებულების წარმოშობის არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საფუძველია სახეზე. ერთადერთი სამართალსუბიექტი, ვის მიმართაც მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეთ, შპს „ა---–-----–---აა“. ამ მიმართებით, ნიშანდობლივია, ყურადღება მიექცეს სარჩელის საფუძველსაც. აღსანიშნავია, რომ სარჩელის საფუძველი ემყარება მოთხოვნას, რომელიც შპს „ა---–-----–---ას“ ამხანაგობის მიმართ გააჩნია და და არა თავად მოსარჩელეებს ამხანაგობის მიმართ. შესაბამისად, პროცესუალურად შეუძლებელიცაა, სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გვერდის ავლით კიდევ ერთხელ იმსჯელოს საკითხზე მასზედ, რომ შპს „ა---–-----–---ას“ ხომ არ გააჩნია ამხანაგობის მიმართ იმ ფართებზე მოთხოვნის უფლება, რომელთა გადაცემის ვალდებულებაც შპს „ა---–-----–---ამ“ მოსარჩელე ფიზიკური პირების წინაშე აიღო. ამდენად, პალატა ხაზგასმით დასძენს, რომ მოსარჩელე ფიზიკურ პირებს ამხანაგობისა და მისი წევრების მიმართ სადავო ფართზე მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ, ხოლო რაც შეეხება შპს „ა---–-----–---ის“ მოთხოვნის უფლებას ამხანაგობის მიმართ, აღნიშნული საკითხი მოსარჩელე ფიზიკური პირების სარჩელის ფარგლებში და მის საფუძველზე გადასაწყვეტი საკითხი არ არის, მით უფრო, იმ პირობებში, რომ უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა---–-----–---ის“ მოთხოვნა ამხანაგობის მიმართ დამატებითი ფართების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
30. პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ დავაში გ-----------–--- იმ ქონებების საკუთრების უფლებით გადაცემას ითხოვს, რომელთან დაკავშირებითაც სასარჩელო პრეტენზიას შპს „ა---–-----–---ა“ აცხადებდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, გ-----------–--- იმავე სასარჩელო მოთხოვნით მიმართავს ამხანაგობასა და მის წევრებს, რა მოთხოვნაც შპს „ა---–-----–---ას“ ამხანაგობის მიმართ ჰქონდა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე, მოთხოვნის უფლება შპს „ა---–-----–---ის“ მიმართ აქვს და არა ამხანაგობისა და მისი წევრების მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელეების სარჩელის საფუძველზე ხელახლა არ უნდა შეფასდეს ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ა---–-----–---ასა“ და ამხანაგობას შორის დადგინდა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ფიზიკურ პირთა სასარჩელო მოთხოვნა ამხანაგობის მიმართ დამოუკიდებელ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს და მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პერსპექტიულია შპს „ა---–-----–---ის“ მოთხოვნა ამხანაგობის მიმართ.
31. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, პალატა მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს მოსარჩელე ფიზიკურ პირთა მოთხოვნის მართლზომიერებაზე ამხანაგობის მიმართ, ისე, რომ არ შეეხოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებას. თუმცა, აღნიშნული მსჯელობა მაინც შპს „ა---–-----–---ის“ მოთხოვნის მართლზომიერების შეფასებას ეხება, ვინაიდან მოსარჩელეებს მოთხოვნა შპს „ა---–-----–---ის“ მიმართ აქვთ და არა ამხანაგობის მიმართ.
32. მოსარჩელეთა განმარტებით, შპს ,,ა---–-----–---ის“, როგორც იბა ,,ს----------–---------ის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მოთხოვნა სადავო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით გამომდინარეობს 2----–-–------------------ 2----–-–------------–ს დადებული ხელშეკრულებებიდან, კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ ,,ერთ-ერთ დამფუძნებელს - შპს ,,ა---–-----–---ას“ – 2----–-–----------------ფორმებული ხელშეკრულებით, ასევე, შპს ,,ა---–-----–---ასა“ და ო-------–-----ს შორის 2----–-–------------–ს დადებული შეთანხმებით განესაზღვრა კუთვნილი წილი და მიეთითა, რომ ამ ფართების გასხვისებას განახორციელებდა შპს ,,ა---–-----–---ა“ თავისი შეხედულებისამებრ, რაც იქნება ობიექტის ფინანსირების ძირითადი წყარო“ (იხ. სარჩელი). შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ემყარება მითითებული ხელშეკრულებებით დადგენილი უძრავი ქონების განაწილების პრინციპს. პალატას მიაჩნია, რომ 2----–-–------------------ 2----–-–------------–ს დადებულ ხელშეკრულებებს არ გააჩნია სამართლებრივი ძალა და შესაბამისად, ვერ წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს ხელშეკრულების მონაწილეებს შორის. პალატის აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს:
33. დადგენილია, რომ 2----–-–------------ს სს „ტ------------------ასა“ და შპს „ა---–-----–---ას“ შორის დაიდო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით სს „ტ------------------ამ“ შპს „ა---–-----–---ას“ გადასცა მის საკუთრებაში არსებული 716 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ხელშეკრულებით, შპს „ა---–-----–---ამ“ იკისრა ვალდებულება სს „ტ------------------ისთვის“ გადაეცა აშენებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საოფისე ფართი 180 კვ.მ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში (იხ. გადაწყვეტილების 5-7 პუნქტები)
34. დადგენილია, რომ 2----–-–------------–ს შპს „ა---–-----–---ასა“ (შემსრულებელი) და ო-------–-----ს, როგორც იბა „ს----------–---------ის“ (დამკვეთი) თავმჯდომარეს შორის ხელშეკრულება დაიდო. აღნიშნული ხელშეკრულებით შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება აეშენებინა საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ს----------–--------------ში დამკვეთის 1 596 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, (რომელიც შედგება ო-------–---------- კვ.მ. სს „ტ------------------ის“ 716 კვ.მ., და შპს „ა---–-----–---ის“ 850 კვ.მ, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისაგან, სავარაუდოდ 4 000 კვ.მ.) დამტკიცებული სამშენებლო პროექტის შესაბამისად.
35. ხელშეკრულებით, შპს „ა---–-----–---ამ“ (შემსრულებელი) იკისრა ვალდებულება იბა „ს----------–----------სთვის“ (დამკვეთი) გადაეცა ორი 90 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში, 180 კვ.მ. საოფისე ფართი თეთრი რემონტით და 716 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის 25%, 180 კვ.მ. საოფისე ფართის გამოკლებით. დამკვეთზე მისაცემი ზ/აღნიშნული ფართების გარდა, შპს „ა---–-----–---ას“ თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო დანარჩენი ბინებისა და საოფისე ფართების გასხვისება, რაც ობიექტის დაფინანსების ძირითადი წყარო იქნებოდა. ასაშენებელი ფართის კოეფიციენტის დამატების შემთხვევაში, თუ დამკვეთი ხარჯებში წილობრივ მონაწილეობას მიიღებდა, მაშინ მას შესაბამისი ფართი გადაეცემოდა (იხ. გადაწყვეტილების 8-12 პუნქტები).
36. დადგენილია, რომ 2----–-–------------- ხელშეკრულებით დაფუძნდა იბა „ს----------–----------“ და მის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ: ო-------–-----, შპს „ა---–-----–---ა“, სს „ტ------------------ა“, ლ------------–---–ი, ნ---------------–-–---–---------------------ე.
37. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს: ა. მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს; ბ. მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ. მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს; დ. მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს; ე. მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს; ვ. ხელშეკრულებიდან გასვლის წესს; ზ. საქმიანობის ხანგრძლივობას; თ. ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.
38. ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შეთანხმებას, რომლის მონაწილეები ისახავენ ერთიან (საერთო) მიზანს; ასრულებენ მოქმედებებს, რომლებიც სავალდებულოა მის მისაღწევად; შენატანების საფუძველზე ქმნიან ქონებას, რაც მათი საერთო წილობრივი საკუთრებაა; ერთობლივად კისრულობენ საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას; ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოადგენს მისი წევრების ნებაყოფლობით გაერთიანებას ხელშეკრულების საფუძველზე.
39. პალატა განმარტავს, რომ ამხანაგობის მონაწილეებს გააჩნიათ ურთიერთშეთანხმებით განაწილებული (შიდა სახელშეკრულებო) უფლებები და მოვალეობები, რომელთა შესრულების შედეგად, ანუ მონაწილეთა მიერ წარმოებული საქმიანობის სანაცვლოდ ხდება დასახული მიზნის მიღწევა. მონაწილეთა მნიშვნელოვან ქონებრივ უფლებას წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის შედეგად წარმოშობილი სარგებლის მიღებისა და საერთო ქონებიდან წილის უფლება. შესაბამისად, ხელშეკრულების შინაარს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა, რომელშიც განმტკიცებულია კონტრაჰენტთა უფლებები და მოვალეობები.
40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------- შეთანხმებას ხელს აწერს შპს ,,ა---–-----–---ის“ დირექტორი და სს ,,ტ------------------ის“ დირექტორი, ხოლო 2----–-–------------–ის ხელშეკრულება ხელმოწერილია შპს ,,ა---–-----–---ის“ დირექტორის მიერ და ო-------–-----ს, როგორც იბა ,,ს----------–---------ის“ თავმჯდომარის მიერ. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის დამფუძნებლებს შორის წერილობითი ფორმით ხელშეკრულება 2----–-–-----------ს დაიდო, რომლის შესაბამისად, ამხანაგობას 6 პირი წარმოადგენს, მათ შორის, მითითებულ ხელშეკრულებაში მონაწილე პირები: შპს „ა---–-----–---ა“, სს „ტ------------------ა“, ო-------–----- (როგორც ფიზიკური პირი). რაც შეეხება დანარჩენ წევრებს - ლ------------–---–ს, ნ---------------–-–---–-, თ-----------------ს - ეს პირები არ აწერენ ხელს 2----–-–--------------ა და 2----–-–------------–ის შეთანხმებას. ო-------–-----, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარის სტატუსით მოქმედებდა ხელშეკრულების დადების დროს, ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის პოზიციას გავიზიარებთ, რომ ამხანაგობა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2----–-–-----------ამდე არსებობდა, საქმის მასალებით არ დგინდება, თუ ვინ წარმოადგენდნენ ამხანაგობის მონაწილეებს. პალატა განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელმძღვანელობა ხელშეკრულებით შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთ მონაწილეს - თავმჯდომარეს, რომელიც ამხანაგობას წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ეკისრება ამხანაგობის საქმეების გაძღოლა, ხოლო როდესაც სადავო საკითხი შეეხება მონაწილეებს შორის შემოსავლების განაწილებას და მის პროპორციებს, გადამწყვეტია თითოეული წევრის ნება. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მითითებულ ხელშეკრულებებზე (2----–-–--------------ა და 2----–-–------------–ის) ხელს არ აწერს ყველა ის პირი, რომლებიც შემდგომ (2----–-–-----------ს) გაერთიანდნენ და ამხანაგობა დააფუძნეს.
41. ერთი მხრივ, თ----------–----, ს---------------–----–---–ს, თ---------–-------ს, გ-----------–---სა და, მეორე მხრივ, შპს ,,ა---–-----–---ას“ შორის დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ ეს ხელშეკრულებები დაიდო ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს----------–---------------- დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. როგორც აღინიშნა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (ხელშეკრულება), რომელიც დაადასტურებდა შპს ,,ა---–-----–---ის“ უფლებას სადავო უძრავ ნივთებზე. შესაბამისად, მყიდველს უნდა გამოეჩინა მეტი წინდახედულება და შეემოწმებინა შესაძენ უძრავ ნივთზე გააჩნდა თუ არა გამყიდველს უფლება.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დასძენს, რომ დაუშვებელია ამხანაგობის წევრებს შორის ქონების განაწილება 2----–-–-------------- და 2----–-–------------–ის ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდეს, ვინაიდან ამხანაგობა 2----–-–-----------ს დაფუძნდა. აღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა ამხანაგობის წევრთა შორის წილის განსაზღვრის მექანიზმი (იხ. გადაწყვეტილების მე-13-14 პუნქტები). კიდეც, რომ გაზიარებულ იქნეს ფაქტი მასზედ, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ამხანაგობა 2----–-–-----------ამდე არსებობდა, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ როდესაც ამხანაგობა წერილობითი დოკუმენტის შედგენით ფუძნდება, ზეპირი შეთანხმებები აღნიშნული წერილობითი დოკუმენტის არსებით შემადგენელ ნაწილად ვერ განიხილება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება 2----–-–-----------ამდე ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ვალდებულებების აღების ფაქტი, ანდა ამხანაგობის წერილობით დაფუძნების შემდეგ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა იმის შესახებ, რომ ამხანაგობის დაფუძნებამდე ამხანაგობის ცალკეული წევრების მიერ აღებული ვალდებულება ამხანაგობის საერთო ვალდებულებას შეადგენდა. თუმცა, პალატა მითითებულ გარემოებაზე, როგორც დამატებით და მეორად არგუმენტზე ისე აპელირებს, რადგან აღნიშნული საკითხი ორგზის განხილულია და 2----–-–------------ა და 2----–-–------------ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მკაფიოდ და არაორაზროვნად დადასტურებულია.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა, აპელანტთა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ-----------–--ის მოთხოვნა იბა „ს----------–---------ისა“ და ამავე ამხანაგობის წევრების - სს „ტ------------------ის“, ო-------–-----ს, ლ------------–---–ის, ნ---------------–-–---–-სა და თ----------------ის მიმართ უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეებს დასახელებული მოპასუხეების მიმართ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ, კერძოდ, მოსარჩელეები ამხანაგობის წევრები არ არიან და არც ამხანაგობასთან შესულან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ამდენად, ამხანაგობასა და მის წევრებს, ამხანაგობის სახელით, მოსარჩელეების მიმართ სარჩელით მოთხოვნილი ფართების გადაცემის ვალდებულება არ აუღიათ. აღნიშნული ვალდებულება შპს „ა---–-----–---ამ“ აიღო. შესაბამისად, მათ აღნიშნული მოთხოვნის სახელშეკრულებო საფუძველი სწორედ შპს „ა---–-----–---ის“ მიმართ გააჩნიათ, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა---–-----–---ის“ მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან სადავო ფართების მესაკუთრე შპს „ა---–-----–---ა“ არ არის, შესაბამისად, მოსარჩელეთა პირველადი მოთხოვნა (ვალდებულების შესრულება) შპს „ა---–-----–---ის“ მიმართ ვერ დაკმაყოფილდება, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანს, აღნიშნულ მოთხოვნას წარმოდგენილი სარჩელი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, შპს „ა---–-----–---ას“ გააჩნია, თუ არა, სარჩელით სადავოდ გამხდარი ფართების გადაცემის მოთხოვნის უფლება იბა „ს----------–---------ისა“ და მისი წევრების მიმართ, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნადაა გადაწყვეტილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ქეთევან მესხიშვილი