1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს:

ა
) მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს;

ბ
) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;

გ
) მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

დ
) მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს;

ე
) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს;

ვ
) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;

ზ
) საქმიანობის ხანგრძლივობას;

თ
) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წეს