1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით.
2. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება.
3. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
4. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხელშეკრულების მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას საქმეების მართვაში მონაწილეობაზე. ასეთ პირს შეუძლია გამგეობას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
5. თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(93)
საქმე №ას-135-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2025
…მოპასუხისთვის თანხის გადაცემაზე. 5. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 930-ე, 931-ე და 934-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, პირველ რიგში, უნდა დაედასტურებინა, რომ მის მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის არსებული…
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
…მუხლზე (ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად), ამავე კოდექსის 934-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ…
საქმე №ას-641-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2024
…იწვევდა ამხანაგობის 19.03.2015 საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებას და ამასთან, მოპასუხე უკვე იყო ამხანაგობის წევრი და არა მესამე პირი, რომელთანაც ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება საეჭვოობისას ნამდვილია ( სსკ 934-ე მუხლი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 27.07.2021 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ფართების დაანგარიშება…
საქმე №ას-1171-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
…ტ.ს–იას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, მის მიერ, ამხანაგობის სახელით, თუნდაც ამხანაგობის ნების არარსებობის პირობებში დადებული გარიგებების საფუძველზე, უფლება-მოვალეობები მაინც ამხანაგობას წარმოეშობა. 19. უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის…
საქმე №ას-1286-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
…კოდექსის 933-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას. იმავე კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს…
საქმე №ას-949-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2023
საქმე №ას-827-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2022
საქმე №ას-900-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
საქმე №ას-1497-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2021
საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
საქმე №ას-1188-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2020
საქმე №ას-879-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2019
საქმე №ას-1792-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2019
საქმე №ას-985-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2019