დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-733-729(2კ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქმე Nბს-733-729(2კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ბ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ბ-მა 2013 წლის 16 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2 ოქტომბრის №926805 ბრძანებისა და. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 13 ნოემბრის №2122205 ... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინებით №3/4774-13 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაერთო ბინათ მენაშენეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 13 ნოემბრის №2122205 ... ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2 ოქტომბრის №926805 ბრძანება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს იმ შემთხვევაში თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ბათილად ცნობილი ბრძანების შინაარსის მქონე დოკუმენტი კერძოდ, კი თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი ამ დრომდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილული არ ყოფილა, შესაბამისად, მასზე არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საერთო სასამართლოებს დღევანდელ დღემდე არ აქვთ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ვინაიდან, არ ყოფილა მსჯელობა, რა სამართალურთიერთობაზე შეიძლება გავრცელდეს მითითებული ნორმა და როგორ შეიძლება განიმარტოს იგი მოცემულ შემთხვევაზე. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამშენებლო სამართლის განვითარებისა და მისი რეგულირების სფეროში წარმოშობილი ურთიერთობების გადაწყვეტისთვის. ამასთან, სადავო საგანზე გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს უზენაესი სასამართლო შეძლებს, ჩამოაყალიბოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგემარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 20 ივლისის №20/590 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში ... ქ. №62-ში ... II ჩიხი, №18-20-ში ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 16 აგვისტოს №20/520 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და ძალადაკარგულად ჩაითვალა 2002 წლის 16 აგვისტოს №20/520 ბრძანება.
2011 წლის 24 მაისის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წილის გადახდის განვადებით გასხვისების შესახებ გარიგების თანახმად, ამხანაგობის წევრმა გ. კ-მ იკისრა ვალდებულება წილობრივი მონაწილეობსათვის წევრისათვის - ს. ბ-სათვის საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის წევრისა და სამომავლო საკუთრების უფლება ნაწილობრივ - სულ საერთო ფართობით 481.25 კვ.მ-დან დაუზუსტებელი 123 კვ.მ, რომელიც მხარეთა შეთანხმებით დაზუსტებოდა გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო გ. კ-ის საკუთრებაში რჩებოდა სამომავლო საკუთრების უფლება დარჩენილ 35.25 კვ.მ-ზე.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სადავო მისამართზე რეგგისტრირებულია ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა „...“ საკუთრების უფლება. ვალდებულების გრაფაში ს. ბ-ი რეგისტრირებულია, როგორც ნასყიდობის საგნის (წილისა და სამომავლო საკუთრების უფლების) შეზღუდულ მესაკუთრედ. ხსენებული ჩანაწერის მიხედვით, ამხანაგობა ვალდებულია ს. ბ-ს საკუთრებაში გადასცეს ბინა შენობა №1-ში მე-2 სართულზე, 481.25 კვ.მ-დან 123 კვ.მ (დაუზუსტებელი) ფართი. სამსახურის 2013 წლის 2 ოქტომბრის №926805 ბრძანებით, შეთანხმდა ზემოხსენებულ მისამართზე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
კასატორები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით, რომლის თანახმად, ერთობლი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 934-ე მუხლი კი განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის მართვის პრინციპებს, რომლის შესაბამისად თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია. სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის დაფუძნებისა და მისი მართვის წესს. მართვა კი ხორციელდება მესამე პირებისგან ამხანაგობის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. ხელშეკრულების მონაწილეები სოლიდარულად აგებენ პასუხს ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე, აღნიშნული კი სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირების სფეროს წარმოადგენს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა ადმინისტრაციული სამართლის ჩარჩოებს, რაც დაუშვებელია. ის გარემობა, რომ ს. ბ-მა შესაძლოა ვერ განახორციელოს საკუთრების უფლების გამოყენება იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მოხდა თავდაპირველად მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, აღნიშნული წარმოადგენს ორ კერძო სუბიექტს შორის დავის საგანს და არანაირ შემხებლობაში არ არის კანონის შესაბამისად გამოცემული აქტის ბათილად ცნობასთან, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორედ განხორციელდა.
რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლზე, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ აღნიშნულ არ შეიძლება განხილული იქნეს სადავო აქტთან მიმართებაში, ვინაიდან, ხსენებული ეხება ქონების შეძენას, ფლობას და სარგებლობას და აღნიშნული წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით და მისი გავრცელება იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული შეიძლება განხილულ იქნეს კერძო სუბიექტებს შორის არსებული დავის ფარგლებში და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიამრთებაში.
იბა „...“ წევრთა 2008 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამხანაგობის დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობას გაუძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე. ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამხანაგობა წარმოადგინოს ერთპიროვნულად. ამხანაგობის თავმჯდომარე წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობასა და სასამართლოში“. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, „ამხანაგობის თავმჯდომარე დებს გარიგებებს ამხანაგობის სახელით, ამასთანავე თავმჯდომარე ერთპიროვნულად არის უფლებამოსილი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ მიუღებელ საცხოვრებელ სახლში იმ ბინებზე უფლების გასხვისებაზე, რომელიც იქნება ამხანაგობის დამფუძნებელთა საერთო საკუთრება. ეს წესი არ ეხება უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით (ამხანაგობის დებულებით) და ურთიერთგამიჯვნის შესახებ შეთანხმებით განაწილებულია (განპირობებულია) ამხანაგობის წევრებზე და რომელიც წინასწარი ჩანაწერით რეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 პუნქტით დადგენილი საკითხების გარდა, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის სახლეით სხვა გარიგებებს (ამხანაგობის საქმიანობის ფარგლებში) დებს ამხანაგობის წევრთა კრების თანხმობის გარეშე“. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა წინამდებარე გადაწყვეტილების 11.2 პუნქტს. აღნიშნულ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილი არ არის გაასხვისოს ის ბინები, რომლებიც ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით (ამხანაგობის დებულებით) და ურთიერთგამიჯვნის შესახებ შეთანხმებით განაწილებულია (განპირობებულია) ამხანაგობის წევრებზე და რომელიც წინასწარი ჩანაწერით რეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში და არა იმ გარემოებას, რომ ამხანაგობის თავმჯომარეს შეზღუდული ჰქონდა უფლება მიემართა დამინისტრაციული ორგანოსთვის და მოეთხოვა თუნდაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართის კორექტირება.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მეოთხე სეკუნდა მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე/მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთი (პირი რომელსაც აქვს ობიექტს სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი რომეზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დასტურდება, რომ სადავო მისამართზე ასაშენებელი შენობის თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა იბა „...“. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სადავო აქტის გამოცემის დროს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს. შესაბამისად, კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და მასზე მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნის უფლება ჰქონდა იბა „...“, მის თავმჯდომარეს, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა სწორედ 2008 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
კასატორების მოსაზრებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა არანაირი ვალდებულება, საქმეში დაინტერესებულ პირად ჩაერთო ს. ბ-ი, რადგან როგორც აღვნიშნეთ, კორექტირებაზე განცხადების შემოტანის უფლება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის თანახმად გააჩნდა ამხანაგობის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად. სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნა ს. ბ-ი (მისი განცხადების საფუძველზე) და მოსმენილ იქნა მისი პოზიცია საკითხთან მიმართებაში, რასაც მოწმობს 2013 წლის 27 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნებოდა მიღებული სხვაგავარი გადაწყვეტილება, გამომდინარე ლიცენზიების და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესებიდან.
ამასთან, სადავო აქტი არის აღმჭურველი აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს“. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. გასაჩივრებული აქტი არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მხარეს მის მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზიდან გამომდინარე კასატორების მიიჩნევენ, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას უნდა შეფასდეს, არა მარტო მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან ფორმალური თვალსაზრისით, არამედ საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სწორედ აღმჭურველი აქტით დაცული უფლებისა და ამ აქტის გაბათილებით მიყენებული ზიანის შეპირისპირება, შესაბამისად, აქტის მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის ზედმიწევნით შემოწმებისა და მათი უკანონოდ მიჩნევის პირობებში არსებითია შეფასდეს გარემოება, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში ზიანი მიადგება დამკვეთს. მითუმეტეს, რომ მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს თუნდაც უკანონო აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობას, თუ არსებითად არ ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები. ამდენად, აღმჭურველი აქტისთვის კანონმდებლობით შექმნილია განსაკუთრებული დაცვის გარანტიები, ანუ უნდა არსებობდეს დაინტერესებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების არსებითი დარღვევის ფაქტი, ისე რომ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი გახდეს მოცემული აქტის გაუქმების გარეშე.
კასატორები მიჩნევენ, რომ არსდებითად არასწორად იქნა შეფასებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისთვის მომავალი საკუთრების უფლების არსი და საჯარო რეესტრის ამონაწერის ვალდებულების გარაფაში რეგისტრაციის ფაქტი, რამდენადაც ვალდებულების გრაფაში მითითებულ პირებს, მათ შორის ს. ბ-ს რეგისტრირებული აქვთ თავიანთი უფლებები ამხანაგობაში. კასატორების მოსაზრებით მათ აქვთ არა საკუთრების უფლება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, არამედ საჯარო რეესტრის ამონაწერის ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია ამხანაგობის ვალდებულებები კონკრეტული პირების მიმართ, სამომავლოდ ქონების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების შესახებ. ამდენად, ვალდებულების გრაფაში მითითებული პირები წარმოადგენენ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ამხანაგობის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტებს და ისინი ვერ იქნებიან განხილულნი მესაკუთრის უფლებების მატარებლად. ამდენად, კასატორები მიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ არსებითად არასწორად არის განმარტებული სამოქალაქო კოდექსის ნორმები და „მომავალი საკუთრების უფლება ანუ მოთხოვნის უფლება გაიგივებულია საკუთრების უფლებასთან და კერძო პირის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი გაიგივებულია მესაკუთრესთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...ე 62-ის“ თავმჯდომარის მოთხოვნით, არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტის კორექტირების შეთანხმებისას, რომლითაც განხორციელდა საცხოვრებელი ფართის სტატუსის შეცვლა არასაცხოვრებელ ფართად, ხელყოფილ იქნა სხვა პირის - ს. ბ-ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლება, რამდენადაც ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...“ თავმჯდომარე ნ. ე-ა არ წარმოადგენდა ს. ბ-ის სახელზე სამომავლო საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ქონებაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისინებულ უფლებამოსილ პირს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს 21.09.2017წ. №02913 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="UXykIiujWs5eEvNdJ2R2piS8JuvmeBwcgU8YgVzT";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize