მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა;
ბ) მონაწილეთა გადაწყვეტილება;
გ) ერთობლივი საქმიანობის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა;
დ) ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა.
2. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალება;
ბ) ერთ-ერთი მონაწილის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა;
გ) ხელშეკრულების მოშლ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(34)
საქმე №ას-636-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით“ (იხ. სუსგ №ას-866-808-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი). 48. სსკ-ის 939-ე მუხლი ადგენს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის განმაპირობებელ საფუძვლებს, რომელთაგან პირველი ნაწილი ზოგადი (ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა;…
საქმე №ას-1256-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
…მიერ შედავებულ გარემოებას, რომ მოცემული მდგომარეობით მხარეთა შორის ყოველგვარი სამართალურთიერთობა შეწყვეტილია, პალატამ ხსენებული არ გაიზიარა და განმარტა, რომ ერთობლივი საქმიანობის ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობებს განსაზღვრავს სსკ-ის 939-ე მუხლი, თუმცა, რამდენადაც აღნიშნული წინამდებარე საქმეში საკვლევ საკითხს არ წარმოადგენს, სასამართლო მის შეფასებაში ვერ შევა და ვერ გასცდება დავის საგნის…
საქმე №ას-998-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2022
…პირველი მოპასუხის საკუთრებად ირიცხება, შესაბამისად, მოქმედებს სსკ-ის 183-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი პრეზუმფცია აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. 19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განსჯით ვლინდება სსკ-ის 939-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის წინაპირობა, რაც ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობის საფუძვლით ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას…
საქმე №ას-890-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
…საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, როგორც ძირითადი - ისე შეგებებული სარჩელები უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 930-ე, 935-ე, 937-ე და 939-ე მუხლები გამოიყენა. 13. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.…
საქმე №ას-1002-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
…თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას; ამავე კოდექსის 939-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია მონაწილეთა გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 940-ე მუხლის…