განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210115001183218
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001183218

საქმე №2ბ/7486-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები _ გოდერძი გიორგიშვილი

 

ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი _ ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - შპს „ს--–--“

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, მ---- ფ----------ა, ნ--–- ნ-----–-–---–ი, ნ-----–- ე-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს--–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 2008 წლის 22 აგვისტოს, დაფუძნებული იქნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ს--–-- I”.

 

ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, მ---- ფ----------ა, ნ--–- ნ-----–-–---–ი, ნ-----–- ე-------–---–ი, ლ-–- ჭ--–--ე და შპს ,,ს--–--“ (დირ. გ-----------–--ე). ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გ-----------–--ე.

 

ამხანაგობის მიზნად განისაზღვრა, განსაზღვრული წესითა და ვადაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2 კალენდარული წლის განმავლობაში ხელშეკრულების დადების დღიდან, 2010 წლის 22 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 19-37).

 

2.2 ამხანაგობაში ე-- დ--------–---მა შენატანის სახით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 1566 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------) ასევე, 286 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------). თ------- კ-------–---–მა და მ---- ფ----------ამ ამხანაგობაში შეიტანეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 710 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------). ნ-----–- ე-------–---–მა და ნ--–- ნ-----–-–---–მა ამხანაგობაში შეიტანეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 857 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------) ასევე, 286 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------). ლ-–- ჭ--–--ემ იკისრა იურდიული მომსახურების განხორციელება, რომელიც შეფასებული იქნა 35 000 ლარით. ხოლო შპს ,,ს--–--მ“ შენატანის სახით შეიტანა საცხოვრებელი სახლის აშენების ფინანსური უზრუნველყოფა და სამშენებლო სამუშაოთა შესრულება (იხ. ს.ფ.19-37).

 

2.3. დაფუძნების ხელშეკრულებით ამხანაგობის წევრები შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ერთი მონაწილის ხმა განისაზღვრა ერთი ხმით, ასევე დადგინდა, რომ კრება უფლებაუნარიანი იყო თუ მას დაესწრებოდა ამხანაგობის მონაწილეთა ნახევარზე მეტი. ამხანაგობის მართვის ორგანოდ განისაზღვრა ამხანაგობის მონაწილეთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებდა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

 

2.4 ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 10-ე მუხლით, მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობის საქმიანობის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებზე. ერთ-ერთი ასეთ საფუძვლად მითითებული იქნა ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტა ერთობლივი საქმიანობის მიზნის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.

 

2.5 2014 წლის 15 მაისს, შედგა ამხანაგობა ,,ს--–-- 1-ის" დამფუძნებლების კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, ნ--–- ნ-----–-–---–ი, ნ-----–- ე-------–---–ი.

 

კრებაზე განხილული იქნა ამხანაგობის დაშლისა და რეესტრში საკუთრების უფლების აღდგენის საკითხი. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ს--–-- I“-ის დაფუძნების შესახებ 2008 წლის 22 აგვისტოს სანოტარო აქტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების დადებიდან ორი კალენდარული წლის ვადაში ანუ 2010 წლის 22 აგვისტოს. შესაბამისად გასულია მშენებლობის გონივრული ვადები. მშენებელმა ვერ მოიძია თანხა და ვერ დაიწყო მშენებლობა. ვინაიდან, ამხანაგობა შემქნილია საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, ამხანაგობის წევრთა უმრავლესობის შეთანხმდა, რომ შეუძლებელი გახდა ერთობლივი საქმიანობის მიზნის განხორციელება. ამავე კრების ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობის რამოდენიმე წევრი ცხოვრობს ქირით და არ აქვთ ქირის თანხის გადახდის შესაძლებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობა ,,ს--–-- I“ -ის დამფუძნებელთა 2015 წლის 15 მაისის კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებლები ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, ნ--–- ნ-----–-–---–ი და ნ-----–- ე-------–---–ი, მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2008 წლის 22 აგვისტოს სანოტარო აქტის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ. ამხანაგობის წევრებს ე-- დ--------–---ს, თ------- კ-------–---–ს, მ---- ფ----------ას, ნ--–- ნ-----–-–---–ს და ნ-----–- ე-------–---–ს დაუბრუნდათ კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ (იხ. ს.ფ. 41-44).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6 ერთობლივი საქმიანობის მიზანი-მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის. მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ მშენებლობა არც დაწყებულა.

 

სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ერთობლივი საქმიანობის - ამხანაგობის შექმნასთან, საქმიანობასთან, შეწყვეტასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ აღნიშნული კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. იმავე კანონის 934-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების შესაბამისად, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 939-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს ერთობლივი საქმიანობის - ამხანაგობის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა, მონაწილეთა გადაწყვეტილება, ერთობლივი საქმიანობის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა, ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა. ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის ამგვარ წესს ითვალისწინებს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაც. ხელშეკრულებით ასევე დადგენილი იქნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის წევრთა მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, კერძოდ ის, რომ ამხანაგობის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ ხმათა უბრალო უმრავლესობით.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იყო ის, რომ ერთობლივი საქმიანობის - ამხანაგობის დამფუძნებელი შვიდი წევრიდან ოთხმა წევრმა - ე-- დ--------–---მა, თ------- კ-------–---–მა, ნ--–- ნ-----–-–---–მა და ნ-----–- ე-------–---–მა, შეთანხმებულ ვადაში ხელშეკრულების მიზნის მიუღწევლობისა და მისი შემდგომი შეუძლებლობის საფუძვლით, 2014 წლის 15 მაისს, სანოტარო წესით დამოწმებული კრების ოქმის სახით მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის და ამხანაგობაში შეტანილი უძრავი ქონების დაბრუნების შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია კრების ოქმის ბათილობის საფუძვლებთან დაკავშირებით, რამდენადაც ცალსახად დადგენილ იქნა, რომ ამხანაგობის მიზანი მიღწეული არ არის და მხარეთა განმარტებით, არც პერსპექტივაში არ ჩანს შპს ,,ს--–--ს 1"-ის მიერ მშენებლობის განხორციელება. ამასთან, ამხანაგობის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამხანაგობის წევრთა უბრალო უმრავლესობის მიერ, ისე როგორც დადგენილია დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებით. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას და მასზე ვერ გავრცელდება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარებითი სარჩელის სწორი იურიდიული ინტერესის მითითება ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების უმთავრესი წინაპირობაა. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, მხარის იურიდიული ინტერესი ნათლად უნდა იკვეთებოდეს სასამართლოში სარჩელის აღძვრისა და განხილვისას. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, შეწყდა 2008 წლის 22 აგვისტოს დადებული – ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა ,,ს--–-- I“-ის) ხელშეკრულება, ხელშეკრულების მიზნის მიუღწევლობისა და მისი შემდგომი შეუძლებლობის საფუძვლით. სასამართლოს შეფასებით, გაურკვეველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი კრების ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში რამდენადაც, გაურკვეველია სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების შემთხვევაში უშუალოდ მოსარჩელეების რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი დადგება მათ სასარგებლოდ. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ ამხანაგობის კრება რომც ყოფილიყო არაუფლებამოსილი დღის წესრიგში მითითებული საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, მისი ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, ამხანაგობის მიზნის მიღწევა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება შეუძლებელია. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგანთან მიმართებაში, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა ამხანაგობა ,,ს--–-- I“ -ის დამფუძნებელთა 2015 წლის 5 მაისის კრების ოქმის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და არ უთითებდა, უშუალოდ მოსარჩელის რა უფლება იქნებოდა დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი დადგებოდა მათ სასარგებლოდ. მოცემულიდან გამომდინარე, რომ სარჩელი სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება. გადაწყვეტილების უდავო ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, როგორც მხარეთა განმარტებებით ირკვევა, დაწყებული არ არის. რაც არ წარმოადგენს სიმართლეს, რადგან მშენებლობა დიდი ხნის დაწყებულია და მიმდინარეობს. ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე გ-----------–--ე სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, გ-----------–--ე აწარმოებს მშენებლობას, მშენებლობის ობიექტზე გაკეთებულია კატლავანი, გათხრილია საძირკველი, ადგილზე არსებობს სამშენებლო ინვენტარი. აპელანტის განმარტებით, მართალია შპს ,,ს--–-- 1-ს" შეექმნა ფინანსური პრობლემები გარკვეული დროით, მაგრამ დღესდღეობით ეს პრობლემა მოგვარებულია, კომპანია ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას და შპს ,,ს--–-- 1-ს" შეუძლია ამხანაგობის მიზნის შესაბამისად დაასრულოს დაწყებული მშენებლობა. აპელანტის მითითებით, შპს ,,ს--–--ს" ამხანაგობით გათვალისწინებულ მშენებლობაზე დღეის მდგომარეობით დახარჯული აქვს ფინანსური სახსრები, რომელიც 600 000 შეადგენს. შესაბამისად კომპანიის მიზანია დაასრულოს ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებით დაწყებული მშენებლობა.

 

3.2. აპელანტის მოსაზრებით, გარდა ფაქტობრივი უსწორობებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, სამართლებრივ შეფასებაში სასამართლო ადგენს ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი საქმიანობის - ამხანაგობის დამფუძნებელი შვიდი წევრიდან ოთხმა წევრმა მიზნის მიუღწევლობის და მისი შემდგომში შეუძლებლობის საფუძვლით 2014 წლის 15 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის და ამხანაგობაში შეტანილი უძრავი ქონების დაბრუნების შესახებ. მაგრამ სასამართლო არ საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე, თუ რამდენად სწორად მოხდა ამხანაგობის კრების მოწვევა, პროცედურები რამდენად იყო დაცული და მოხდა თუ არა ყველა ამხანაგობის წევრთა შეტყობინება კრების მოწვევის შესახებ. ასევე - რამდენად იყო დაცული კრების ოქმის კანონიერად, პროცედურების სრული დაცვით მიღების საკითხი. რადგან დარღვეულია დამფუძნებელთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესი. აპელანტის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება დღის წესრიგს. დღის წესრიგი იყო ამხანაგობის დაშლა, გადაწყვეტილებით კი მიღებულ იქნა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტის გაუქმების გადაწყვეტილება, რაც თანხვედრაში არ მოდის ერთმანეთთან. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი უთითებს, რომ კრებამ იმსჯელა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტის, 2008 წლის 22 აგვისტოს სანოტარო აქტის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ს--–-- I"-ის დაფუძნების შესახებ გაუქმებაზე და არა ამხანაგობის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეთა ზეპირი მითითება წესდების მე-10 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტზე გაუმართლებელია, რამდენადაც წესდება არ ცნობს ამხანაგობის წესდების გაუქმებას, როგორც ამხანაგობის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველს. აპელანტის მოსაზრებით, ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ამხანაგობა ,,ს--–-- I"-ის 15.05.2014 წლის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების ოქმი არის უკანონო და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობის მიზანი მიღწეული არ არის და მხარეთა განმარტებით, არც პერსპექტივაში არ ჩანს შპს ,,ს--–-- 1“-ის მიერ მშენებლობის განხორციელება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ აქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესი, რაც, აპელანტის შეფასებით, არ არის სწორი და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ამხანაგობის თავჯდომარე გ-----------–--ე აწარმოებს მშენებლობას, მშენებლობის ობიექტზე გაკეთებულია კატლავანი, გათხრილია საძირკველი, ადგილზე არსებობს სამშენებლო ინვენტარი. შესაბამისად, მხარეთა მტკიცება იმის შესახებ, რომ მიზანი არ არსებობს და ამხანაგობის მიზნის მიღწევა შეუძლებელია არის სიცრუე. მართალია შპს ,,ს--–--ს" შეექმნა ფინანსური პრობლემები გარკვეული დროით, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს პრობლემა მოგვარებულია, კომპანია ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას და შპს ,,ს--–--ს" შეუძლია ამხანაგობის მიზნის შესაბამისად დაასრულოს დაწყებული მშენებლობა. ასევე მოსარჩელეს აქვს ამხანაგობის კრების ოქმის ბათილობის იურიდიული ინტერესი, რათა მოსარჩელემ განახორციელოს ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი თავისი კანონიერი უფლებების და ვალდებულებების სრული რეალიზება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2008 წლის 22 აგვისტოს, დაფუძნებული იქნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ს--–-- I”. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები იყვნენ: ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, მ---- ფ----------ა, ნ--–- ნ-----–-–---–ი, ნ-----–- ე-------–---–ი, ლ-–- ჭ--–--ე და შპს ,,ს--–--“ (დირ. გ-----------–--ე). ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გ-----------–--ე. ამხანაგობის მიზნად განისაზღვრა, განსაზღვრული წესითა და ვადაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2 კალენდარული წლის განმავლობაში ხელშეკრულების დადების დღიდან, 2010 წლის 22 აგვისტოს.

 

- ამხანაგობაში ე-- დ--------–---მა შენატანის სახით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 1566 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------) ასევე, 286 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------). თ------- კ-------–---–მა და მ---- ფ----------ამ ამხანაგობაში შეიტანეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 710 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------). ნ-----–- ე-------–---–მა და ნ--–- ნ-----–-–---–მა ამხანაგობაში შეიტანეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 857 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------) ასევე, 286 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 0---------------). ლ-–- ჭ--–--ემ იკისრა იურდიული მომსახურების განხორციელება, რომელიც შეფასებული იქნა 35 000 ლარით. ხოლო შპს ,,ს--–--მ“ შენატანის სახით შეიტანა საცხოვრებელი სახლის აშენების ფინანსური უზრუნველყოფა და სამშენებლო სამუშაოთა შესრულება.

 

- დაფუძნების ხელშეკრულებით ამხანაგობის წევრები შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ერთი მონაწილის ხმა განისაზღვრა ერთი ხმით, ასევე დადგინდა, რომ კრება უფლებაუნარიანი იყო თუ მას დაესწრებოდა ამხანაგობის მონაწილეთა ნახევარზე მეტი. ამხანაგობის მართვის ორგანოდ განისაზღვრა ამხანაგობის მონაწილეთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებდა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

 

- ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 10-ე მუხლით, მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობის საქმიანობის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებზე. ერთ-ერთი ასეთ საფუძვლად მითითებული იქნა ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტა ერთობლივი საქმიანობის მიზნის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.

 

- 2014 წლის 15 მაისს, შედგა ამხანაგობა ,,ს--–-- 1-ის" დამფუძნებლების კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, ნ--–- ნ-----–-–---–ი, ნ-----–- ე-------–---–ი. დადგენილია, რომ კრებაზე განხილული იქნა ამხანაგობის დაშლისა და რეესტრში საკუთრების უფლების აღდგენის საკითხი. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ს--–-- I“-ის დაფუძნების შესახებ 2008 წლის 22 აგვისტოს სანოტარო აქტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების დადებიდან ორი კალენდარული წლის ვადაში ანუ 2010 წლის 22 აგვისტოს. შესაბამისად გასულია მშენებლობის გონივრული ვადები. მშენებელმა ვერ მოიძია თანხა და ვერ დაიწყო მშენებლობა. ვინაიდან, ამხანაგობა შემქნილია საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, ამხანაგობის წევრთა უმრავლესობის შეთანხმდა, რომ შეუძლებელი გახდა ერთობლივი საქმიანობის მიზნის განხორციელება. ამავე კრების ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობის რამოდენიმე წევრი ცხოვრობს ქირით და არ აქვთ ქირის თანხის გადახდის შესაძლებლობა.

 

- ამხანაგობა ,,ს--–-- I“ -ის დამფუძნებელთა 2015 წლის 15 მაისის კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებლები ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, ნ--–- ნ-----–-–---–ი და ნ-----–- ე-------–---–ი,- ერთობლივი საქმიანობის მიზანი-მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის. მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ მშენებლობა არც დაწყებულა.

 

4.2. სააპელაციო სამართლომ დააზუსტებინა აპელანტს იურიდიული ინტერესი, რისი მიღწევასაც ისახავს მიზნად. აპელანტს სურს, ბათილად იქნეს ცნობილი ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2008 წლის 22 აგვისტოს სანოტარო აქტის გაუქმებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ. აპელანტის სურვილია, ამხანაგობას დაუბრუნდეს ამხანაგობის წევრების ე-- დ--------–---ის, თ------- კ-------–---–ის, მ---- ფ----------ას, ნ--–- ნ-----–-–---–ის და ნ-----–- ე-------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, რათა ამხანაგობამ გააგრძელოს საქმიანობა და გააგრძელოს მშენებლობა. შესაბამისად, პალატამ სარჩელი და სააპელაციო საჩივარი განიხილა ამ ჭრილში.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული სარჩელის და შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

 

აღნიშულთან დაკავშრებით მეტად საინტერესოა ის თავისებურებანი, რაც რაც ახასიათებს ამხანაგობის წევრთა ერთობლივ საქმიანობას. სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამოდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად. ამხანაგობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს უვადოდ, ხანგძლივი, არაერთჯერადი საქმიანობისათვის შექნილ წარმონაქმნს. ამხანაგობის ძირითადი მიზანი გარკვეული სამეურნეო შედეგის მიღწევაა ან შესაძლოა იგი შეიქმნას ამხანაგობისათვის სასურველი გარკვეული მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობა ,,ს--–-- I’’ შეიქმნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა და სამშენებლო სამუშაოების შესრულება უნდა მოეხდინა შპს ,,ს--–--ს“. ამხანაგობის წევრთა შეთანხმებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2 კალენდარული წლის განმავლობაში ხელშეკრულების დადების დღიდან, 2010 წლის 22 აგვისტოს.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ამხანაგობის წევრთა სადავო კრების ჩატარების მომენტისათვის 2014 წლისათვის შპს,,ს--–--ს’’ მიერ არ შესრულებულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 939-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მითითებული გარემოება. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა დამთავრებულიყო 2010 წელს. ამხანაგობის სადავო კრება კი, შედგა ამხანაგობის წევრთა შეთანხმებიდან 6 წლის შემდეგ. ამ დროისთვისაც სახეზე არ იყო ამხანაგობის სასურველი შედეგი მშენებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამხანაგობის წევრები უფლებამოსილნი იყვნენ შეეწყვიტათ ამხანაგობის საქმიანობა.

 

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 10-ე მუხლით, მონაწილენი შეთანხმდნენ ამხანაგობის საქმიანობის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებზე. ერთ-ერთი ასეთ საფუძვლად მითითებულია ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტა ერთობლივი საქმიანობის მიზნის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. ფაქტია, ორი წელის ნაცვლად კრების ჩატარებამდე გასულია 6 წელი. მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადაზე სამჯერ მეტი დროის გასვლის შემდეგ სასურველი შედეგის მიუღებლობის ფონზე შეუძლებელია ითქვას, რომ კვლავ არსებობდა შანსი იმისა, რომ მიღწეულიყო შედეგი და დამთავრებულიყო მშენებლობა.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ამხანაგობის თავჯდომარე გ-----------–--ე აწარმოებს მშენებლობას, მშენებლობის ობიექტზე გაკეთებულია კატლავანი, გათხრილია საძირკველი, ადგილზე არსებობს სამშენებლო ინვენტარი. აღნიშნულ გარემოება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამხანაგობის გადაწყვეტილების გასაბათილებლად. შესაძლებელია, მართლაც შესრულებული იყოს გარკვეული სამუშაოები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახლის აშენებას და შპს-ს მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

რაც შეეხება კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია, ამხანაგობის წევრთა შორის მოქმედი დაფუძნების ხელშეკრულების დებულებები. როგორც საქმის მასალებით დგინდება, დაფუძნების ხელშეკრულებით ამხანაგობის წევრები შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ერთი მონაწილის ხმა განისაზღვრა ერთი ხმით, ასევე დადგინდა, რომ კრება უფლებაუნარიანი იყო თუ მას დაესწრებოდა ამხანაგობის მონაწილეთა ნახევარზე მეტი. ამხანაგობის მართვის ორგანოდ განისაზღვრა ამხანაგობის მონაწილეთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებდა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 15 მაისის ამხანაგობის კრებას ესწრებოდნენ ამხანაგობის წევრთა უმრავლესობა - ე-- დ--------–---ი, თ------- კ-------–---–ი, ნ--–- ნ-----–-–---–ი და ნ-----–- ე-------–---–ი. ფაქტია, რომ კრების არცერთ მონაწილე ამხანაგობის წევრს, არ ჰქონია სურვილი გაეგრძელებინათ ერთობლივი საქმიანობა. მსგავსი სურვილი არ გააჩნიათ დღესაც. მსგავსი გარემოება კი შეუძლებელს ხდის ამხანაგობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას.

 

პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და ამხანაგობის საქმიანობის აღდგენის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება მშენებლობის გაგრძელება იმ მიზეზის გამო, რომ უძრავი ქონების მესკუთრეები უარს აცხადებენ მოსარჩელესთან საქმიან პარტნიორობაზე და არ სურთ გააგრძელონ მოსარჩელესთან ურთიერთობა. ამხანაგობის მითითებული წევრები იმყოფებიან უმრავლესობაში და მათი თანხმობის გარეშე შეუძლებელია მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის მიღწევა.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებოს საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ იქნა გადახდილი 150 ლარი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ს--–--“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები გოდერძი გიორგიშვილი

 

ბესარიონ ტაბაღუა