სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 942. ხელშეკრულების ფორმა
სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლი · სკ 942
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1178-2025
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას გარიგების ფორმასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სსკ-ის 942-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების გადაცემით დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობა უკავშირდება რთული სანოტარო ფორმის დაცვას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.
- საქმე №ას-656-2025
…რიცხვს. თუ სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, ასეთ შემთხვევაში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს სანოტარო წესით. უძრავი ნივთის ცნება და სახეები განსაზღვრულია სსკ-ის 149-ე მუხლში. სსკ-ის 942-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა ამავე კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს და უძრავი ქონების გადაცემისათვის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება საკმარისი არ არის.
- საქმე №ას-261-2024
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას გარიგების ფორმასთან მიმართებით და, ვინაიდან სსკ-ის 942-ე მუხლი უძრავი ქონების გადაცემით სამისდღეშიო რჩენის ნამდვილობას რთულ სანოტარო ფორმას უკავშირებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ ყოფილა, როგორც კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ სწორად გააბათილა იგი.
- საქმე №ას-412-2020
სსკ გარიგების ნოტარიული დამოწმების ვალდებულებას ორ შემთხვევაში ითვალისწინებს, კერძოდ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც გარიგება უძრავი ქონების გადაცემას ეხება ( სსკ-ის 942-ე მუხლი) და საქორწინო ხელშეკრულების დადების დროს ( სსკ-ის 1173-ე მუხლი). გარიგების მონაწილეთა ხელმოწერების დადასტურების შემთხვევაში კი ნოტარიუსი მხოლოდ გარიგების მხარეების ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს (სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლი).
- საქმე №ბს-245(კ-21)
აღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია უძრავი ნივთის შესაძენად მოითხოვს გარიგების წერილობითი ფორმით დადებას და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ამასთან, ამავე კოდექსის 942-ე მუხლის მიხედვით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
- საქმე №ას-1001-2021
- საქმე №ას-149-2020
- საქმე №ას-582-582-2018
- საქმე №ას-979-911-2017
- საქმე №ას-178-167-2017
- საქმე №ას-400-373-2017
- საქმე №ას-1126-1082-2016
- საქმე №ას-661-632-2016
- საქმე №ას-1000-944-2015
- საქმე №ას-1275-1217-2013
- საქმე №ას-540-508-2012
- საქმე №ას-185-178-2012
- საქმე №ას-70-66-2012
- საქმე №ას-833-885-2011
- საქმე №ას-877-825-2010
- საქმე №ას-1071-1309-05
- საქმე №ას-789-1074-05
- საქმე №3კ/404-02
- საქმე №3კ/739
- საქმე №330210117001929562
- საქმე №330210018002664233
- საქმე №330210018002371743
- საქმე №330210017001884905
- საქმე №100210017001966269
- საქმე №140210015001121584
- საქმე №330210019003034638
- საქმე №190310018002649422
- საქმე №330210018002680910
- საქმე №330210117002062916
- საქმე №330310019002793092
- საქმე №020210018002693643
- საქმე №330210118002350060
- საქმე №330210018002371743
- საქმე №190210018002373284
- საქმე №190210017002226500
მეზობელი მუხლები
- მუხლი 936. მონაწილეთა ურთიერთმოთხოვნების გადაცემის დაუშვებლობა მესამე პირისათვის
- მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
- მუხლი 938. უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე
- მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
- მუხლი 940. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი
- მუხლი 941. ცნება
- მუხლი 944. სარჩოს გადახდის ვადები
- მუხლი 945. გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა
- მუხლი 946. შედავება სარჩოს გადახდის გამო
- მუხლი 947. ნატურალური სარჩოს გადახდა
- მუხლი 948. გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 942, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-942/