გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.06.2019 წელი ქ. რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - თ--------------–-----ი
წარმომადგენელი - მ--------–--ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - ც----ა ო–----–---–ი, ნ-----–- ბ-------–---–-, ნ----- ო–----–---–ი
წარმომადგენელი - გ---------------ა
მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - გ------ი ხ------–-----ი, დ----- ხ------–-----ი, ნ----- ხ------–-----ი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №8------------03 (04.07.2018) გადაწყვეტილება.
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №3----- გადაწყვეტილებები.
1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე თ----- ხ------–-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირების ც----ა ო–----–---–ის, ნ-----–- ბ-------–---–-ს და ნ----- ო–----–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად არ არსებობს არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.2. მესამე პირებმა - გ------ი ხ------–-----მა, დ----- ხ------–-----მა და ნ----- ხ------–-----მა სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინეს, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულან, რის გამოც სასამართლოსთვის უცნობია მათი პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1 2005 წლის 09 აგვისტოს მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით დგინდება, რომ 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ო–----–---–ი ლ----------ის საკუთრების უფლება. ქონება მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ მ----------ში. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მ----------ის საკრებულოს №2--- (08.08.2005) ცნობა. ო–----–---–ი ლ----------ის საკუთრების უფლება აღრიცხულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი (ტ.1, ს.ფ 119-120)
- ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივი (ტ.1, ს.ფ 127-128)
4.1.2. 2005 წლის 08 აგვისტოს N2--- ცნობაში მითითებულია, რომ ლ---------- ო–----–---–ის სახელზე მ----------ის თემის საკრებულოში ირიცხება პრივატიზაციამდე 0.10 ჰა მიწის ფართობი (კ--------–-----------------7) და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2005 წლის 08 აგვისტოს N2--- ცნობა (ტ.1, ს.ფ 122)
4.1.3 N------------ სარეგისტრაციო განაცხადის ფარგლებში 2011 წლის 28 სექტემბრის N-------------09 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ნ-----–- ბ-------–---–-, ნ-----–- მორბედაძე, ნ----- ო–----–---–ი და ც----ა ო–----–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1968 წლის 28 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება, 2011 წლის 10 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობა, 1966 წლის 28 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი და 2005 წლის 08 აგვისტოს მ----------ის საკრებულოს მიერ გაცემული N2--- ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N-------------09 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 158)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 169-170)
4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 05 სექტემბერს მიიღო N8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე წილები განისაზღვრა შემდეგნაირად: ნ----- ო–----–---–ი - 6/24, ნ-----–- მორბედაძე - 1/24, ც----ა ო–----–---–ი - 6/24, ნ-----–- ბ-------–---–- - 6/24, ნ----- ო–----–---–ი, ც----ა ო–----–---–ი - 5/24.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 178)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 180-181)
4.1.5. 2015 წლის 02 თებერვალს N8----------- სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ----- ხ------–-----მა და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. განცხადებას თანდაურთო 2015 წლის 28 იანვრის N1-------2 სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ ნ-----. ხ------–-----ი, დ----- ხ------–-----ი, გ------ი ხ------–-----ი და თ--------------–-----ი არიან თანასწორ წილში გარდაცვლილი ნ-----–- ხ------–-----ის იგივე ნ-----–- მორბედაძის პირველი რიგის მემკვიდრეები. ამავე სამკვიდროში სამკვიდრო ქონებად მითითებულია 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება. 2015 წლის 06 თებერვალს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებით ქონებაზე წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ნ-----–- ბ-------–---–- - 6/24, ც----ა ო–----–---–ი - 6/24, ნ----- ო–----–---–ი - 6/24, ნ----- ო–----–---–ი, ც----ა ო–----–---–ი - 5/24, ნ----- ხ------–-----ი, დ----- ხ------–-----ი, გ------ი ხ------–-----ი და თ--------------–-----ი - 1/24.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N8----------- სარეგისტრაციო განაცხადი (ტ.1, ს.ფ. 188-193)
- სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ 191-193)
- N8------------03 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 194)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 195-196)
4.1.6. 2018 წლის 29 ივნისს N8----------- სარეგისტრაციო განაცხადით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა თ--------------–-----მა სამისდღემშიო რჩენის შეწყვეტის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2018 წლის 04 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ N8-----------03 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ----- ხ------–-----ს უარი უთხრა სარეგისტრაციო წარმოებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N8----------- სარეგისტრაციო განაცხადი (ტ. 1, ს.ფ 199-202)
- N8-----------03 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ 203)
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 31 ივლისის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8------------03 (04/07/2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1, 204-211)
- 2018 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილება (ტ.1, 216-219)
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1 2005 წლის 10 აგვისტოს ლ---------- ო–----–---–სა და თ----- ხ------–-----ს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით სარჩენმა ლ---------- ოშყმაშვილმა გადასცა მარჩენალ თ----- ხ------–-----ს 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება, ხოლო მარჩენალმა თ----- ხ------–-----მა აიღო ვალდებულება სარჩენისათვის სარჩოს გადახდის თაობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ნატურალური სახით: ბინით, კვებით, მოვლით და სხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სამისდემშიო რჩენის ხელშერულება (ტ.1, ს.ფ. 22-26)
4.2.2. ლ---------- ო–----–---–სა და თ----- ხ------–-----ს შორის გაფორმებული სამისდღემშიო ხელშეკრულება ან შესაბამისი ვალდებულება არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილება (ტ.1, 216-219)
4.2.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპაუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიღო სადავო აქტები, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ----- ხ------–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
"საჯარო რეესტრის შესახებ " საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.
7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
7.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.8. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
ამავე კანონის 23-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;
7.9 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამავე კოდექსის 942-ე მუხლის თანახმად კი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
7.10 საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
სასამართლო მიუთითებს რომ ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).
,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დ----- ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).
7.11 განსახილველ შემთხევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ო–----–---–ი ლ----------ის საკუთრების უფლება. ქონება მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ მ----------ში. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მ----------ის საკრებულოს №2--- (08.08.2005) ცნობა. ო–----–---–ი ლ----------ის საკუთრების უფლება აღრიცხულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივშიც. 2005 წლის 08 აგვისტოს N2--- ცნობაში მითითებულია, რომ ლ---------- ო–----–---–ის სახელზე მ----------ის თემის საკრებულოში ირიცხება პრივატიზაციამდე 0.10 ჰა მიწის ფართობი (კ--------–-----------------7) და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2005 წლის 10 აგვისტოს ლ---------- ო–----–---–სა და თ----- ხ------–-----ს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით სარჩენმა ლ---------- ოშყმაშვილმა გადასცა მარჩენალ თ----- ხ------–-----ს 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება, ხოლო მარჩენალმა თ----- ხ------–-----მა აიღო ვალდებულება სარჩენისათვის სარჩოს გადახდის თაობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ნატურალური სახით: ბინით, კვებით, მოვლით და სხვა. ამასთანავე, ლ---------- ო–----–---–სა და თ----- ხ------–-----ს შორის გაფორმებული სამისდღემშიო ხელშეკრულება ან შესაბამისი ვალდებულება არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო მიუთიტებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ N------------ სარეგისტრაციო განაცხადის ფარგლებში 2011 წლის 28 სექტემბრის N-------------09 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ნ-----–- ბ-------–---–-, ნ-----–- მორბედაძე, ნ----- ო–----–---–ი და ც----ა ო–----–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1968 წლის 28 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება, 2011 წლის 10 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობა, 1966 წლის 28 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი და 2005 წლის 08 აგვისტოს მ----------ის საკრებულოს მიერ გაცემული N2--- ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 05 სექტემბერს მიიღო N8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე წილები განისაზღვრა შემდეგნაირად: ნ----- ო–----–---–ი - 6/24, ნ-----–- მორბედაძე - 1/24, ც----ა ო–----–---–ი - 6/24, ნ-----–- ბ-------–---–- - 6/24, ნ----- ო–----–---–ი, ც----ა ო–----–---–ი - 5/24.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 02 თებერვალს N8----------- სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნინო ხ------–-----მა და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. განცხადებას თანდაურთო 2015 წლის 28 იანვრის N1-------2 სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ ნინო ხ------–-----ი, დ----- ხ------–-----ი, გ------ი ხ------–-----ი და თ--------------–-----ი არიან თანასწორ წილში გარდაცვლილი ნ-----–- ხ------–-----ის იგივე ნ-----–- მორბედაძის პირველი რიგის მემკვიდრეები. ამავე სამკვიდროში სამკვიდრო ქონებად მითითებულია 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება. 2015 წლის 06 თებერვალს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებით ქონებაზე წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ნ-----–- ბ-------–---–- - 6/24, ც----ა ო–----–---–ი - 6/24, ნ----- ო–----–---–ი - 6/24, ნ----- ო–----–---–ი, ც----ა ო–----–---–ი - 5/24, ნინო ხ------–-----ი, დ----- ხ------–-----ი, გ------ი ხ------–-----ი და თ--------------–-----ი - 1/24.
სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იმ პერიოდში, როდესაც N8----------- სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა თ--------------–-----მა სამისდღემშიო რჩენის შეწყვეტის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სამისდღემშიო ხელშეკრულების საგნის, 8-------- 0------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა ლ---------- ო–----–---–ი, შესაბამისად მოპასუხემ სწორად იხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ პუნქტით.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 04 ივლისის N8-----------03 გადაწყვეტილება კანონიერია და მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილება) ბათილად ცნობის საფუძვლებიც.
7.12 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, რის გამოც არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- ხ------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი