გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210018002680910
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

მოსარჩელე - კ-----–--ა მ----–-ძე

წარმომადგენელი - ა-----– კ----–-–---–ი, ლ--–ა მ----–-ძე

მოპასუხე - თ---------- მ--------ძე

წარმომადგენელი - ნ----ა გ---–--–---–ი

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, საკუთრების უფლება აღიარება უძრავ ნივთზე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. გაუქმდეს 2--- წლის 12 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური;

 

1.2. აღიარებულ იქნეს კ-----–--ა მ----–-ძის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე თ---–--ში, ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--, 3---- კვ.მ ფართზე, ს/კ 0--------------------------.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე, მდებარე თ---–--ში, ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--, ს/კ 0-------------------. 0----- საკუთრების უფლება წარმოეშვა 1--- წლის 25 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ პერიოდიდან უწყვეტად ფლობს ქონებას. 2--- წლის სექტემბერში ცნობილი გახდა ფაქტი (რაც წლების განმავლობაში შეუმჩნეველი აღმოჩნდა ახლო ნათესავებისთვისაც), მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2--- წლის აგვისტოს თვეში გარკვეული უთანხმოებების წარმოშობის შემდგომ (რაც უკავშირდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ულუფის მითვისებას, ბენეფიციარის ბარათის დაუბრუნებლობას, სახელმწიფო ფულადი თანხების უნებართოდ მიღებას და სხვა), მოპასუხეს მოსარჩელის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული ჰქონდა 2--- წლის 12 დეკემბერს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხესთან ერთად დოკუმენტებთან ურთიერთობა წლების წინ ნამდვილად გააჩნდა, როდესაც განსაკუთრებული ნდობის გამო, სთხოვა პენსიის მიღების გაგრძელებისთვის ბ---ში ფიზიკურად მიყვანა და გარკვეული სარეგისტრაციო პროცედურების გავლა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ სწორედ ამ მიზნით მიიყვანა სს „ლ-------ი ბ---ის“ მომსახურების სერვის-ცენტრში ნ--–-----ის ქუჩაზე და სწორედ მაშინ მოაწერინა ხელი გარკვეულ დოკუმენტაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ბ---ის მომსახურების სივრცეში, მაშინდელი გამოცდილებით იმავდროულად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც საქმიანობდნენ, მოპასუხე ამ ფორმით დაეუფლა ერთადერთ საცხოვრებელ ბინას.

 

მოსარჩელეს საკუთრების უფლების დათმობაზე, არავითარი თანხმობა და ნამდვილი იურიდიული ნება არ გამოუხატავს. სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის ერთადერთ საცხოვრებელ ფართს და ქონებას, რაც დადასტურებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 სექტემბრი №4----- წერილით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელე 1990 წლიდან 2016 წლის ივლისის თვემდე უწყვეტად ცხოვრობდა თ---------- მ--------ძის საცხოვრებელ მისამართზე და მოპასუხე ზრუნავდა მოსარჩელეზე.

 

2016 წლის ივლისის თვეში კიბეზე ჩამოსვლისას მოპასუხემ ფეხი დაიზიანა, რის გამოც სთხოვა მის ბიძაშვილებს დროებით მიეხედათ მოხუცი დეიდასთვის, რადგან მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

 

თ---------- მ--------ძის ბიძაშვილებმა ნახეს, რომ მოხუცი რთულად მოსავლ--–ი იყო და განუცხადეს მოპასუხეს, რომ მოხუცს დამოუკიდებლად ვერ მოუვლიდნენ, რის გამოც თ---------- მ--------ძეს შეუთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს აუყვანდნენ მომვლ--–ს, რომლის ხელფასსაც ამ დრომდე იხდიან თანაბარწილად.

 

კ-----–--ა მ----–-ძისთვის 2--- წელსვე იყო ცნობილი, რომ აფორმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. მან ჯერ კიდევ 19-- წელს გამოხატა სურვილი, რომ ბინა მოპასუხისათვის გადაეცა საკუთრებაში, მან შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება თ---------- მ--------ძეს დაუტოვა. მოსარჩელის მიერ 2--- წელს გამოვლენილ იქნა ნება საკუთრების უფლების ბინის მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ბინა წარმოადგენს მოსარჩელის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს, რის გამოც თ---------- მ--------ძეს არასოდეს უფიქრია მის გაყიდვაზე.

 

რაც შეეხება, საპენსიო თანხების უნებართვოდ მიღებას, მოსარჩელემ თავად გასცა მინდობილობა თ---------- მ--------ძის სახელზე, რომელსაც მის ნაცვლად უნდა აეღო სახელმწიფო დახმარებები, რადგან თავად გადაადგილება უჭირდა.

 

მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის 2--- წლის 12 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო ან ამორალურ ხასიათს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 12 დეკემბრიდან კ-----–--ა მ----–-ძე აღირიცხა მესაკუთრედ უძრავი ქონებისა მდებარე თ---–--ში, ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--, 3---- კვ.მ ფართზე, ს/კ 0--------------------------, პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე (№------, დამოწმების თარიღი 25/0-/1---; ნოტარიუსი ც. ბ-----ე).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 74).

 

3.1.2. 2--- წლის 12 დეკემბერს კ-----–--ა მ----–-ძესა (გამყიდველი) და თ---------- მ--------ძეს (მყიდველს შორის) გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველმა საკუთრებაში გადასცა მყიდველს უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ში, ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--, 3---- კვ.მ ფართზე, ს/კ 0--------------------------.

 

ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 1- დეკემბრიდან თ---------- მ--------ძე აღირიცხა აღნიშული უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 76).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 80-81).

 

3.1.3. კ-----–--ა მ----–-ძის საკუთრების უფლება სხვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. იგი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდეც და მის შემდგომაც (დავის მიმდინარეობის პერიოდშიც) ცხოვრობს ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2--- წლის 19 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №4----- წერილი (ს.ფ. 79).

 

3.1.4. 2--- წლის 10 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობის მიხედვით, კ-----–--ა მ----–-ძის ძირითად დაავადებას წარმოადგენს: მ---–---ა პ-------ის მ–---ე უ----------ა (კ---------–ი ა----ა), მ-------–----ი ნ---–-------ა (ზომიერი), მ-------–----ი ს------–ის ა--------------–ი ს--------ი; გართულება: გ---–ის უ----------ა III (N----, ტ--------------–ი ნ---–-------ა (ზომიერი); თანმხლები: ა-----------–ი ჰ-----------ია III (E------), ა---ია, დაუზუსტებელი, თ-------–--ის ქრონიკული დაავადება დაუზუსტებელი, ა---------–ი ს--------ი (მსუბუქი), მ-------------ის გ----------–ი ი---------ი (08/2---).

 

ამავე ცნობის თანახმად, პაციენტს 1- წლის წინ ჩატარებული აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირება, რის შედეგადაც მოძრაობა შეზღუდული აქვს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №3709 (ს.ფ. 82-83).

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №3140 (ს.ფ. 85-87).

 

3.1.5. კ-----–--ა მ----–-ძე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში.

 

კ-----–--ა მ----–-ძე რეგისტრირებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კ----------ის“ ბენეფიციარად და სარგებლობს ყოველდღიური ულუფით.

 

მოსარჩელე არის მარტოხელა პენსიონერი.

 

მოსარჩელე საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, რა მიზნითაც შინმოვლის მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ბენეფიციარ კრემლენა მ----–-ძეს მიეწოდება შინმოვლის მომსახურება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (44-49).

შინმოვლის მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 169).

 

3.1.6. თ---------- მ--------ძე წარმოადგენს კ-----–--ა მ----–-ძის დისშვილს. 19-- წლის 16 მაისის კ-----–--ა მ----–-ძის ანდერძის (რეგისტრაციის ნომერი 1----) თანახმად, მთელს მის ქონებას, რაც აღმოჩნდებოდა მისი გარდაცვალების დროისათვის მისი კუთვნილი, მათ შორის ბინას, მდებარე თ---–--ში, ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--, 3---- კვ.მ ფართზე, ს/კ 0--------------------------, უანდერძებდა თ---------- მ--------ძეს.

 

ანდერძი დამოწმებულია ბინაზე მოანდერძის ავადმყოფობის გამო.

 

ანდერძი დამოწმებულია სანოტარო წესით, ნოტარიუსის ე-- მ----–--ეს მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ანდერძი (ს.ფ. 1-6).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს კ-----–--ა მ----–-ძესა და თ---------- მ--------ძეს შორის დაიდო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ინსტიტუტი სამოქალაქო სამართალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ერთნამეთისაგან განსხვავდება ნება და ნების გამოვლენა. ნება თავის თავში გ---–ისხმობს პირის სურვილს, განზრახვას განახორციელოს მოქმედება, რომელიც მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. თუმცა, იმისათვის, რომ პირისათვის სასურველი შედეგი რეალურად დადგეს, აუცილებელია ნების გამოვლენა ანუ ნების მატერიალიზება. ნების გამოვლენა არის იურიდიული აქტი, რომელიც მიმართულია გამოხატული ნების შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, ანუ ნების გამოვლენა წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიმართულია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის ნამდვილ (შინაგან) ნებას. კანონმდებელი ერთმანეთისაგან არ გამოყოფს პირის შინაგან ნებას და გამოვლენილ ნებას. იგ---–ისხმება, რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის სურვილს, განზრახვას. თუმცა, შესაძლებელია მათ შორის არსებობდეს შეუსაბამობაც, მაგალითად, შეცდომის, მოტყუების, ძალადობის დროს. შინაგანი ნებისა და გამოხატული ნების შეუსაბამობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხადასხვა გარემოებებით, მათ შორის ცალკეული ფაქტების არცოდნით ან მათი არასწორად გაგებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როდესაც ნების გამოვლენა მოხდა შეცდომით, მოტყუებით ან ძალადობით დადებული გარიგება ითვლება ბათილად.

 

თუმცა უფრო რთულადაა საკითხი, როდესაც შინაგანი ნებისა და გამოვლენილი ნების შეუსაბამობის შესახებ არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი მეორე მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ინტერესი: ერთის მხრივ, არამართებულია პირს დავაკისროთ სამართლებრივი შედეგი გამოვლენილი ნებისათვის, რომელიც მის შინაგან, ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (დავაკისროთ იმ გარიგების შესრულება რომლის დადებასაც ის არ აპირებდა) და მეორეს მხრივ, ასევე, დაუშვებელია, მეორე მხარის უფლებების იგნორირება, რომელიც ენდობოდა გამოვლენილ ნებას და რომელმაც შესაძლოა აღნიშნული (გამოვლენილი) ნების საფუძველზე განახორციელა კიდეც სხვა მოქმედებები და რომლისთვისაც გარიგების ბათილობა სავარაუდოდ დიდ ზიანთან იქნება დაკავშირებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ პირის ნამდვილ, შინაგან ნებას ენიჭება უპირატესობა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზუმფციის თანახმად, იგ---–ისხმება, რომ გამოვლენილი ნება და შინაგანი ნება ერთმანეთს შეესაბამება, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა იქნეს გაგებული ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწროდ გაგება.

 

კანონის მითითებული დანაწესის მიზანია, მოდავე მხარის მიერ გარკვეულ საკითხზე ნების გამოვლენისას მხარის აღნიშნული ნება განიმარტოს არა ვიწროდ, მარტოოდენ ფორმალური თვალსაზრისით, არამედ შეფასდეს, რა მიზნის მიღწევა ჰქონდა განზრახული მხარეს კონკრეტული ნების გამოვლენით.

 

იმის გასარკვევად, თუ რა გარიგება დადეს მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა, საკმარისი არ არის მხოლოდ წერილობით დაფიქსირებული ხელშეკრულება. აუცილებელია იმის დადგენა, თუ რომელი სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ მიმართეს მხარეებმა გამოვლენილი ნება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების დადგენისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს რიგი გარემოებები, კერძოდ:

 

- მოსარჩელე კ-----–--ა მ----–-ძე წარმოადგენს მარტოხელა პენსიონერს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ასევე რეგისტრირებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კ----------ის“ ბენეფიციარად და სარგებლობს ყოველდღიური ულუფით.

- სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს.

- მოპასუხე თ---------- მ--------ძე არის მოსარჩელის დისშვილი. სადავო არ არის, რომ წლების მანძილზე (სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე) მოპასუხის დედა (კ-----–--ა მ----–-ძის და) ახორციელებდა მზრუნველობას მოსარჩელეზე, ხოლო დედის გარდაცვალების შემდგომ მოპასუხე თ---------- მ--------ძე განაგრძობდა დეიდის მოვლა-პატრონობას. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

- კ-----–--ა მ----–-ძეს გაცემული აქვს მინდობილობა თ---------- მ--------ძის სასარგებლოდ და ეს უკანასკნელი იღებდა სახელმწიფო დახმარებას მოსარჩელის სასარგებლოდ.

- კ-----–--ა მ----–-ძეს ჯერ კიდევ 19-- წელს თ---------- მ--------ძის სასარგებლოდ შედგენილი აქვს ანდერძი.

- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მყიდველი არ დაუფლებია, როგორც მესაკუთრე ნასყიდობის საგანს და უძრავ ქონებაში მთელი ამ წლების მანძილზე ცხოვრობს ისევ გამყიდველი (მოსარჩელე).

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ სწორედ სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა როგორც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს კ-----–--ა მ----–-ძესა და თ---------- მ--------ძეს შორის დაიდო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები და უდავო ფაქტობრივი გარემოებები. სადავო არ არის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდეც და მის შემდგომაც თ---------- მ--------ძე ახორციელებდა მზრუნველობას კ-----–--ა მ----–-ძეზე. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ წლების მანძილზე მოპასუხე უვლიდა და პატრონობდა მოსარჩელეს და სწორედ ამის გამო კ-----–--ა მ----–-ძის ნება იყო იმ ხარჯების საკომპენსაციოდ, რაც გასწია თ---------- მ--------ძემ დეიდის მზრუნველობისთვის მადლიერების ნიშნად გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. 2019 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი, 16:21:0--17:04:39). ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები გააკეთა ნასყიდობის ფასის გადახდასთან დაკავშირებით. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, რაც ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საფასური გადახდილია სრულად, თუმცა იმ პირობებში როდესაც ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოა, სასამართლო ვერ მიიჩნევს ამ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ფაქტს დადასტურებულად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თანხის გადახდის ფაქტი მყიდველს არ დაუდასტურებია. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ამ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გამყიდველმა მადლიერების ნიშნად, მის მიმართ განხორციელებული მზრუნველობის და გაწეული ხარჯების გამო გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო შემდგომ განმარტა რომ ნასყიდობის თანხა მიღებული აქვს გამყიდველს სრულად ხელშეკრულების გაფორმებამდე ბევრად ადრე ნაწილ-ნაწილ (იხ. 2019 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი, 16:21:0--17:04:39).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ შედგენილი ჰქონდა ანდერძი. შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი ნება (თუნდაც მადლიერება, როგორც განმარტავს მოპასუხის წარმომადგენელი) ამ ფორმით გამოხატული ჰქონდა და ნაკლებ სავარაუდოა გონივრული განსჯის საფუძველზე სადავო ქონებასთან მიმართებით მოსარჩელეს ანდერძის გარდა დამატებით კიდევ გამოეხატა თავისი ერთადერთი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის ნება. საქმის უდავო გარემოებები და თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მხარეთა შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და არა ნასყიდობის ხელშეკრულება. არც გამყიდველის და არც მყიდველის ნება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე დადასტურებული არ არის. მყიდველი თვითონვე ადასტურებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელის ინიციატივით მის მიმართ გაწეული მოვლის ხარჯების საკომპენსაციოდ. დადგენილი გარემოებები ცალსახად ადასტურებს მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას.

 

ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს კ-----–--ა მ----–-ძესა და თ---------- მ--------ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ბათილ გარიგებას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარიგების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს დაფარული გარიგების ანუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი ნორმები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ-----–--ა მ----–-ძის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 81-ე, 941-ე, 942-ე, 949-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ - ,,სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტარქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას’’ (იხ. სუსგ #1-29-1443-2012, 09.12.2013 წ.; ას-502-476-201-, 24.12.201- წ.).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნება, რისთვისაც წარმოდგენილია მიკუთვნებითი სარჩელი უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს გაუქმდეს მხარეთა შორის 2--- წლის 12 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური. მოსარჩელემ მიუთითა ნების ნაკლზე და ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადებაზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებით.

 

შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა მოსამართლეს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, მაგრამ არაა აუცილებელი, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან შესაგებელი ემყარება, თუმცა ეს არც აუცილებელია და არც შემზღუდავი სასამართლოსათვის. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით, კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება არ აქვს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას’’ (იხ. სუსგ #ას-833-885-2---, 18.10.2--- წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე. ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. მართალია მხარეებმა გააფორმეს არა ის ხელშეკრულება, რომელიც სინამდვილეში დადეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება იყო მოტყუების შედეგი - მხარეების მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას და სწორედ ეს გარიგება დაიდო მხარეთა შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს კ-----–--ა მ----–-ძესა და თ---------- მ--------ძეს შორის დაიდო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი). შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს დაფარული გარიგების - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი წესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად - პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით (სსკ 942-ე მუხლი), მაგრამ მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონება რეგისტრირებულია მარჩენალის სახელზე საჯარო რეეტრში, შესაბამისად ის სამართლებრივი შედეგი, რასაც უკავშირდება ზემოაღნიშნულ ნორმაში სანოტარო წესით დადასტურება დამდგარია.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში, ეს არის სარჩენის სურვილი, მის საკუთრებაში არსებული ქონება (ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი) განკარგოს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა; იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვა. ერთი სიტყვით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებას, უმეტესწილად, სწორედ სარჩენი პირის მოლოდინი განაპირობებს, რომ მარჩენალად არჩეული პირისათვის გარკვეული ქონებრივი შეღავათის მინიჭების შედეგად, იგი სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრების პირობებით. ფაქტობრივად, ეს მიზანი განაპირობებს სარჩენის მიერ ქონების განკარგვას ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. თავის მხრივ, ამგვარი სახელშეკრულებო ბოჭვა მარჩენალისათვისაც წარმოშობს პოზიტიურ სამართლებრივ შედეგს. იმ ვალდებულებების პარალ--–ურად, რომელთა შესრულებასაც იგი კისრულობს სარჩენის წინაშე მისი რჩენის ვალდებულების თავისთავზე აღებით, მარჩენალი, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მის მიერ გაწეული ხარჯის თუ სხვა ადამიანური რესურსის გაღების საკომპენსაციოდ, სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვებს სრულ უფლებას, შეუზღუდავ საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე. საგ---–ისხმოა, რომ მატერიალური კეთილდღეობის გარდა, სამისდრეშიო რჩენა ადამიანურ ღირებულებებსაც უკავშირდება, როგორიცაა კონტრაჰენტებს შორის ნდობა, პატივისცემა, მადლიერების განცდა, ურთიერთობის სურვილი, კეთილგანწყობა და სხვა. ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის ნორმალური განვითარება მეტწილად დამოკიდებულია კონტრაჰენტის პიროვნების სწორ შერჩევაზე, მასთან არსებულ სულიერ კავშირზე. ამიტომაც რისკი, რომელიც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობებს, ერთდროულად ორ ასპექტში ვლინდება: ვალდებულების არაჯეროვანი ან საერთოდ შეუსრულებლობა და ადამიანური შეუთავსებლობა (იხ.სუსგ #ას-1205-1125-2017, 24.11.2017 წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის თანახმად - როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

 

ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად - გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ-----–--ა მ----–-ძეს უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი თქვას სამისდეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, ვინაიდან მარჩენალი აღარ ახორციელებს სარჩენის რჩენის ვალდებულებას. თვით მოპასუხის განმარტებით დგინდება, რომ 2016 წლიდან მოპასუხე აღარ ახორციელებს სარჩენის მოვლის ვალდებულებას. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ კ-----–--ა მ----–-ძე რეგისტრირებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კ----------ის“ ბენეფიციარად და სარგებლობს ყოველდღიური ულუფით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე იღებდა მის კუთვნილ ულუფას და აღარ მიჰქონდა მოსარჩელესთან. აღნიშნულ ფაქტზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ვაკის რაიონის გამგეობას. მოპასუხეს აღნიშნული ფაქტის გასაბათილებლად რაიმე მტკიცება არ განუხორციელებია. ამასთან, წარმოდგენილი შინმოვლის ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელის მოვლას ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი კარიტასი. ის ფაქტი, რომ შინმოვლის მომსახურების ანაზღაურებას ახორციელებს მოპასუხე საქმის მასალებით არ დგინდება. შესაბამისად, მოპასუხე საერთოდ აღარ ახორციელებს მოსარჩელის რჩენის ვალდებულებას, არ უზრუნველყოფს მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები, თუ სხვა პროდუქტებით. ამდენად, მოსარჩელეს არ აქვს გარანტია იმისა, რომ მოპასუხის მხრიდან სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრების პირობებით და რომ მარჩენალი გააგრძელებს მისი რჩენის ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული სამართალურთიერთობის გაგრძელება რისკის შემცველია მოსარჩელისათვის მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ 949-ე მუხლით ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, ამავე ნორმის მეორე ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია.

 

სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს კ-----–--ა მ----–-ძესა და თ---------- მ--------ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ამასთან, სახეზეა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, შესაბამისად საფუძველი ეცლება მოპასუხის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას და გადაცემული უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს სარჩენს.

 

შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე - კ-----–--ა მ----–-ძეს უნდა დაუბრუნდეს საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--, 3---- კვ.მ ფართზე, ს/კ 0--------------------------.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე ითხოვს სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით: ადვოკატის ჰონორარის 1000 ლარის ანაზღაურებას, რწმუნებულების გაფორმებაზე გაღებული ხარჯის 12 ლარის, კ-----–--ა მ----–-ძის წერილობით განმარტებაზე ხელმოწერის სანოტარო წესით დადასტურების გამო გაღებული ხარჯის 4 ლარის, შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ დასკვნის გამო გაღებული ხარჯის - 110 ლარისა და საჯარო რეესტრში გაწეული ხარჯის ჯამში - 37 ლარის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მ--- ნაწილების თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგ---–ი ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამ მუხლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, მათ შორის პროცესუალურს.

 

მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ადვოკატის ჰონორარის 1000 ლარის ანაზღაურების მტკიცებულება (ს.ფ. 135), რწმუნებულების გაფორმებაზე გაღებული ხარჯის 12 ლარის მტკიცებულება (ს.ფ. 32), კ-----–--ა მ----–-ძის წერილობით განმარტებაზე ხელმოწერის სანოტარო წესით დადასტურების გამო გაღებული ხარჯის 4 ლარის მტკიცებულება (ს.ფ. 123) და საჯარო რეესტრში გაწეული ხარჯის ჯამში - 27 ლარის მტკიცებულება (ს.ფ. 130-131). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 37-ე, 53-ე, 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებით დაადასტურა აღნიშნული ხარჯების გაწევის ფაქტი, შესაბამისად უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ აღნიშნული ხარჯები.

 

რაც შეეხება შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ დასკვნის გამო გაღებული ხარჯის - 110 ლარის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილია, აღნიშნული ხარჯი არ წარმოადგენს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯს და არ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, ვინაიდან წარმოდგენილი დასკვნა არ არის შემხებლობაში დავის საგანთან და არ ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა საქმეზე ბაჟის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.

 

მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟი 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ-----–--ა მ----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს 2--- წლის 12 დეკემბერს კ-----–--ა მ----–-ძესა და თ---------- მ--------ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3. კ-----–--ა მ----–-ძე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე თ---–--ი, ვ-–ა-ფ–----–ას გამზ. მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--, 3---- კვ.მ ფართზე, ს/კ 0------------------- 0----- მესაკუთრედ.

 

4. თ---------- მ--------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის - 43 ლარის ანაზღაურება.

 

5. თ---------- მ--------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

 

6. თ---------- მ--------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 3000 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე