1. როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
2. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(48)
საქმე №ას-952-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…უპირველეს ყოვლისა, იმ სამართლებრივი შედეგით, რაც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებას. ხელშეკრულების გაუქმება წარმოშობს სარჩენის უფლებას, მოითხოვოს გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, რასაც არეგულირებს სსკ-ის 949-ე მუხლი; 17. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვთ მხარეებს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ…
საქმე №ას-245-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
…დაიდოს სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით ან/და განსაზღვრული ვადით, თუმცა კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, დადგენილი საფუძვლების არსებობისას ცალმხრივად განაცხადონ უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, კერძოდ, სსკ-ის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს სახელშეკრულებო მოვალეობათა ისეთი დარღვევა, რომლის…
საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
…არამედ იმას, რომ მოპასუხე არღვევდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც წარმოადგენს არა ხელშეკრულების ბათილად ცნობის, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს. 41. სსკ-ის 949.1 მუხლის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად…
საქმე №ას-821-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2023
…თანხის ჩარიცხვა განსახილველი სარჩელის აღძვრის შემდგომ, 2021 წლის 09 მარტიდან დაიწყო, ხოლო გადარიცხულ თანხებს მოსარჩელე მოპასუხეს უკან ურიცხავდა. 5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე, 949-ე, 361-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1, 102.2 მუხლებით და ვინაიდან აპელანტმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს…
საქმე №ას-1001-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2022
…დაცვის კონვენციის N 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით; საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 941-ე, 949-ე, 942-ე მუხლებით და 949-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 979-ე მუხლის მეორე ნაწილით, 524-ე,
საქმე №ას-706-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-1253-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
საქმე №ას-367-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2020