1. მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება.
2. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება.
თავი ოცდამეშვიდე
თამაშობა. სანაძლ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-706-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
…არ იქნებოდა 4000 ლარი მაშინ, როცა იმ პერიოდში მსგავსი ბინების საბაზრო ღირებულება 40 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 6. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო ეტაპზე მოსამართლემ სსკ-ის 50-ე, 52-ე, 56-ე, 81-ე, 477-ე, 941-ე, 949-ე და 950-ე მუხლებზე დაყრდნობით არ გაითვალისწინა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ მიმართავდნენ მხარეები მათ მიერ გამოვლენილ ნებას; მყიდველი გარიგების დადების…
საქმე №3კ/992-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2004
…ლარის აპელანტისათვის გადაცემის ფაქტი დადგენილად მიიჩნია, როგორც მოპასუხის განმარტების, ისე მოწმის ჩვენებითა და ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 72-ე, 73-ე, 941-ე, 950-ე და 976-ე მუხლები. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ა. შ- და მ. ი-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ…
მუხლი 9. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება— აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ