1. ამ თავის შესაბამისად, მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სარგებელს, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის.
2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება ან კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. დაუშვებელია მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისათვის მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის ოდენობა ნაკლებია მთელი ოჯახისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დასანიშნი სარგებლის ოდენობის ჯამისა, ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს ამ წესის ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით ოჯახისათვის განსაზღვრული სარგებლის მიღების უფლება.
4. კანონითა და წინამდებარე წესის V თავით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე თანაბრად მშობლებისა და ნაშვილებ ბავშვებზე თანაბრად შვილებისა