1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების და სასამართლო ხელისუფლების ორგანებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
2. გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეებს,მიუხედავად პროკურატურის სისტემაში მუშაობის ვადისა, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და გათავისუფლდნენ პროკურატურის ორგანოებიდან გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების, მძიმე დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, დანიშვნის აგრეთვე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის, საკუთარი ნებასურვილით, ან საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს შრომის საერთო სტაჟზე.
3. პარლამენტის წევრს 65 წლის ასაკის მიღწევიდან ან 25 წლის საერთო შრომითი სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა შემდეგი გარემოებებით: პარლამენტის წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად, დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის (სასესიო და საკომიტეტო) მუშაობაში, ან გარდაიცვალა. საპარლამენტო ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით, ასევე პარლამენტის წევრზე, რომელმაც უფლებამოსილება შეიწყვიტა პირადი განცხადებით, ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების გამო. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.
4. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათი სადეპუტატო უფლება-მოსილების ვადისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრის კომპენსაცია შეადგენს დანიშვნის მომენტისათვის მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს.
6. ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, მისი საშუალო თვიური ანაზღაურების შევსება მოხდება კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვრამდე.
7. პარლამენტის აპარატის მოხელეს, რომელსაც 65 წლის მიღწევისას გააჩნია 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და მათ შორის პარლამენტის აპარატში მუშაობის 8 წლის სტაჟი, კომპენსაცია დაენიშნება იმავე თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის აპარატის მოხელის ხელფასის მესამედის ოდენობით.
8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას კომპენსაცია დაენიშნება დათხოვნის მომენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მისი ხელფასის მესამედის ოდენობით.
9. საერთო სასამართლოების მოსამართლეს კომპენსაცია დაენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან, კომპენსაციის ოდენობა განესაზღვრება საერთო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლს საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად