სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 944. სარჩოს გადახდის ვადები
სამოქალაქო კოდექსის 944-ე მუხლი · სკ 944
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1102-1038-2015
პაციენტმა 2013 წლის 10 დეკემბერს სარჩელი აღძრა კლინიკის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისთვის, მატერიალური ზიანის - 107 255 ევროსა და 10 000 აშშ დოლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 1 000 000 აშშ დოლარის, ასევე, 2012 წლის 8 ნოემბრიდან, ყოველთვიურად, სარჩოს სახით 5000 აშშ დოლარის დაკისრება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 992-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 413-ე, 944-ე მუხლები). 16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ პაციენტს სწორი მკურნალობა ჩაუტარდა, რის გამოც უარყოფილი იქნა მისი სარჩელი.
- საქმე №ას-672-633-2011
ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არ არის მითითებული მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრეთა წილები, ავტომატურად არ იგულისხმება, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 944-ე მუხლით დადგენილ შემთხვევას, როდესაც “სხვა რამ არ არის დადგენილი” და სახეზეა წილთა თანაბრობა.
- საქმე №100210017001966269
…არ არის. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 943-ე მუხლის შესაბამისად სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 944-ე მუხლის შესაბამისად სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით.
- საქმე №330210019003034638
…შემთხვევაში, გარიგება, დადებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 942-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სანოტარო ფორმის დაცვით. სსკ-ის 943-ე მუხლის თანახმად, სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ამავე კოდექსის 944-ე მუხლის მიხედვით, სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნ--იდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით.
- საქმე №330210117002205047
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 50-ე, 56-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 84-ე, 944-ე მუხლები 7. სამართლებრივი შეფასება 7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
- მუხლი 938. უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე
- მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
- მუხლი 940. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი
- მუხლი 941. ცნება
- მუხლი 942. ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 945. გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა
- მუხლი 946. შედავება სარჩოს გადახდის გამო
- მუხლი 947. ნატურალური სარჩოს გადახდა
- მუხლი 948. გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი
- მუხლი 949. უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 944, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-944/