მუხლი 938. უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე
1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.
2. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.
3. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.
4. ბათილია შეთანხმება, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ხელშეკრულებიდან მონაწილის გასვლის უფლება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(51)
საქმე №ას-1281-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
…სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლებით გათვალისწინებული სქემით (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები) (გამონაკლისს (დამატების სახით) წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, იხ. სსკ-ის 938-ე მუხლი). 23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა.…
საქმე №ას-1091-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2024
…სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლებით გათვალისწინებული სქემით (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები) (გამონაკლისს (დამატების სახით) წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, იხ. სსკ-ის 938-ე მუხლი). 33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა.…
საქმე №ას-227-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
…შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი). დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე ( სსკ-ის 938.1-ე მუხლის თანახმად: თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ…
საქმე №ას-339-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2023
…უფლებას მოსარჩელეს, ნოემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობისა და მოწყობისათვის არ ჩაერიცხა დარჩენილი 292 500 აშშ დოლარი. 43. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 938-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რადგან მოცემულ შემთხვევაში აშკარაა ზიანის მიყენების ფაქტი, 10 თვეში 2019 წლის სექტემბრამდე ასაშენებელი და…
საქმე №ას-364-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
…გარემოებების შინაარსიდან იკვეთება მხარეთა ნება ერთობლივად ემოქმედათ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად - აეშენებინათ მეცხოველეობის ფერმა, რისთვისაც მათ ბანკიდან აიღეს აგროსესხი, რომელიც ფერმის მშენებლობას მოხმარდა. 23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს…
საქმე №ას-461-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
საქმე №ას-180-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
საქმე №ას-656-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
საქმე №ას-1022-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
საქმე №ას-1620-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2020
საქმე №ას-1463-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2020
საქმე №ას-94-94-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2018